![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
კვირას, 11 ნოემბერს,12:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება "თაიმ ათაქის" მომდევნო ეტაპი.
რეგისტრაცია ადგილზე 10:00-11:30 ან წინასწარ ტელეფონის საშუალებით 2307703. აქვე მინდა გითხრათ, რომ 4 ნოემბერს Rustavi International Challenge-ში ბევრი უცხოელი მრბოლელი იღებს მონაწილეობას და გელოდებით ყველას. ასევე ავტოდრომზე, ბოქსების უკან ასფალტის დაგება დაიწყო და თვის ბოლოს მაგარი და ჩქაროსნული წყვილთა რბოლა გველოდება! შეჯიბრის ფორმატი: ყველა მონაწილეს ექნება 1 ათწუთიანი საწვრთნელი გავლა დროის ამზომი მოწყობილობის გარეშე და 2 ათწუთიანი გავლა დროის ამზომი მოწყობილობით ავტოდრომის სრულ წრეზე. ბრძოლა არაკონტაქტურია (თუ ერთი მონაწილე მეორეს ეწევა მეორე ვალდებულია გაატაროს). გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნაჩვენები საუკეთესო დროის მიხედვით. საუკეთესო დრო აირჩევა ორივე გასვლიდან მხოლოდ ერთი საუკეთესო წრით. კლასებად დაყოფა: მონაწილეები დაიყოფა სამ კლასად: ( A ) 0cc-2000cc / ( B ) 2001cc - 3000cc/ ( C ) 3000cc+ კოიფიციენტი ძრავებზე: ტურბირებული X 1.7-ზე. VVTI, VTEC, M და ა.შ X 1.2-ზე. გამონაკლისი: 1800cc Turbo-ს კოეფიციენტი ექნება 1,6 კომპრესორზე დავაწესეთ შეღავათი, მაგრამ დროებით და კოიფიციენტი შეადგენს 1.3-ს. ანუ 2,3 კომპრესორი გამოდის 3.0-მდე კლასში. შეჯიბრში მონაწილეობა, რეგისტრაცია, ტერიტორიაზე მოხვედრა: მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის მოქმედი ლიცენზია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სამუშაო საათებში (10:00 - 18:00) შემდეგ ნომერზე: 2307703. რეგისტრირებული მონაწილე შეჯიბრის დღეს მოდის ავტოდრომის Reception-ში (პირველ სართულზე), ამბობს სახელს, გვარს, ავტომობილის ნომერს და იღებს საბორტო ნომერს, რომელსაც აკრავს ავტომობილს მარცხენა მხარეს, იმისთვის რომ დაცვამ შემოუშვას დახურულ პარკში. გადასახადი შეჯიბრზე მონაწილეობისთვის - 40 GEL თანხის გადახდა მოხდება საბორტო ნომრის აღების მომენტში. შეჯიბრზე გამოსასვლელად სავალდებულოა: ავტომობილში არ იდოს ისეთი რამ რაც თავისუფლად მოძრაობს. ღვედი მუშაობდეს გამართულად. მონაწილეს ეფაროს შლემი (საავტომობილო ან მოტოციკლის) შლემის არქონის შემთხვევაში ავტოდრომზე მუშაობს გაქირავების სერვისი. შეზღუდვები: საბურავებზე მოხსნილია ნებისმიერი შეზღუდვა. მონაწილეს უფლება არ აქვს დაიმგზავროს სხვა ვინმე ან რამე. საკონტაქტო ტელეფონი: 2307703 ხათუნა (GASA) სამუშაო საათებში (10:00 - 18:00) |
|
|