![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 4,513 რეგისტრ.: 17-April 09 მომხმარებელი № 20 ![]() |
მოგესალმებით მეგობრებო
ვინაიდან და რადგანაც წინა გასვლა გადაიდო გარკვეული მიზეზების გამო, ვის თუ არა მე მხვდა წილად გაცნობოთ, რომ ამა წლის 22-23 ივნისს იგეგმება 2013 წლის სეზონის გახსნა! კერძოდ, სუბარუს კლუბი გეგმავს დასავლეთის ტურს სახელად "ქუთეისი TRIP". რაც მოიცავს 2 დღიან გასვლას შემდეგი ღირსშესანიშნაობების დასათვალიერებლად: სათაფლიის მღვიმე და ნაკრძალი: ![]() წყალტუბოს პრომეთეს მღვიმე ![]() მოვილოცებთ გელათისა და მოწამეთას მონასტერს ![]() ![]() დღე პირველი: 1)აუცილებელი მოთხოვნაა და ვიკრიბებით ყველანი 8 საათზე. დიახ, 22 ივნისს დილის 8 საათზე.. ვინაიდან და რადგანაც გზა საკმაოდ დიდია, გთხოვთ იყოთ ამ ერთხელ მაინც პუნქტუალურები )) (თუ სად ვიკრიბებით ამას მოგვიანებით დავწერ) ჩამეძინა და ბავშვი სახლში დამრჩა ეგეთები აღარ განიხილება ![]() 2)პირველი დიდი გაჩერება გვაქვს ქუთაისში სადაც ავღნიშნავთ სუბარუ მოტორსის ადგილობრივი ფილიალის გახსნას... როგორც გვპირდებიან იქნება ფეიერვერკები და სიურპრიზებიო.. ვნახოთ, ვნახოთ ![]() ![]() 3)საღამოს კი ალბათ წარმოგიდგენიათ ხოლმე რაც ხდება ![]() ![]() ხოდა ვისაც არ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი, იმათ საყურადღებოდ გავამახვილებ... მათ ვისაც გერიდებათ, ან არც გერიდებათ და უბრალოდ ჩვენი კლუბის გაცნობა, კლუბელობა გსურთ ან უბრალოდ კარგი დროის ტარება გინდათ.. მშვენიერი შანსია ამისთვის... ცოტა იაქტიურეთ ახლებო..... იმედი მაქვს რომ ასეც იქნება დღე მეორე: მას შემდეგ რაც გამოვიფხიზლებთ და მოვალთ ჯანზე, გავარკვევთ თუ ვინ ვის წაუსვა კბილის პასტა თუ მანიკური, სურვილისამებრ მოვინახულებთ იმ ადგილებს რაც ჩემთვისაც ჯერ-ჯერობით უცნობია. დარწმუნებული ვარ უამრავია ამ მხარეში და ჩვენი ქუთათური მეგობრების დახმარებით უფრო მეტს ვნახავთ ვიდრე გვგონია ![]() უკან დავბრუნდებით ისევ ისე კოლონით როგორც გვჩვევია ხოლმე.. იქნება ერთ-ერთი ულამაზესი და მონატრებული გასვლა. იმედი მაქვს ყველანი ვიაქტიურებთ და ძალიან ბევრნი ვიქნებით ![]() ---------- რაც შეეხება თანხას. ვაგროვებთ კაცზე 35 ლარს. მეუღლის შემთხვევაში წყვილზე 60 ლარი. დამატებით ბავშვზე 20 ლარი. ასევე ძმურად ვიყოფთ საწვავის ხარჯს. როგორც ვიცით ხოლმე ![]() თანხას ვაგროვებთ მე და რაკერა. (ჩემი საკ. ტელ: 595 35 36 34 ლევანი ) სპეციალურად ამ ტექსტისთვის გავათენე ღამე, მხოლოდ იმიტომ რომ მალე გამეხსნა თემა და მეთქვა თქვენთვის: წინ მთელი 2 კვირაა დარჩენილი და ფინანსური პრობლემები თქვენი მხრიდან არ განიხილება !!! მოემზადეთ 2013 წლის სეზონს გახსნილად ვაცხადებ ![]() წამომსვლელთა სია 1) Kastera 2) ? -------------------- 4x4=16
|
|
|
![]() ![]() |