მემგონი საჭირო და მტკივნეული თემაა, მიზეზი ბევრი შეიძლება იყოს, მაგრამ მაქსიმალურად რისკების შესამცირებლად რჩევებს თუ არ დავიშურებთ კარგი იქნება...
დავიწყებ ჩემი მცირე ცოდნით და განავრცეთ გურუებმა:
- ზეთი აუცილებლად მოტული და არაფერი მოტულის გარდა. ორიგინალი მოტული იყიდება სუბარუს კლუბის ბოქსებში და თეგეტაში
- მანქანის წამოყვანისას პორტიდან, აუცილებლად შეცვალეთ ზეთი იქვე, ჩაასხით კატალოგის მიხედვით, ზუსტად იმდენი რაც უწერია
- თუ 100-სს მიუკაკუნა გარბენმა და რემენი შეცვლილი არაა შეცვალეთ, როლიკები შეგიძლიათ აღადგინოთ თუ ექვემდებარება აღდგენას. რემნის შემდგომი შეცვლისას კი როლიკებიც უნდა შეიცვალოს
- ახალ ჩამოყვანილმა მანქანამ აუცილებლად უნდა გაიაროს კონსულტაცია ბატონ შოთასთან (SUB-300) ძრავის ამბებში, კარგ რჩევებს მიიღებთ და მშვიდადაც იქნებით
- ტურბინიანებმა ზეთი ცვალეთ არაუგვიანეს 5000 კილომეტრისა, უტურბინო 6-7 მოჟნა...
- ტურბინიანებმა აუცილებლად ასხით მხოლოდ სუპერი
- თუ მანქანა ჩეკს ან სხვა რამეს ანთებს, ან არ მოგწონთ მუშაობა (პრებოი, ძიორგანიები და ა.შ.), აუცილებლად ბატონ მალხაზს (maxouni) ან ბატონ შოთას (RACKER) აჩვენეთ და გაიარეთ ლოგირება. გახსოვდეთ, მცირეოდენმა წვრილმანმაც კი შეიძლება სერიოზული დაზიანება გამოიწვიოს.
- თუ აპირებთ მანქანის ნასტროიკას/დაბუსტვას, არავიტარ შემთხვევაში ხელოვნურად არ მოუმატოთ ბუსტი, 0.1 მომატებამაც კი შეიძლება სავალალო შედეგი გამოიღოს ნასტროიკის გარეშე, მითუმეტეს რომ იაპონურ ბენზინზეა დანასტროიკებული ქარხნული ეკუ და ჩვენ ბენზინთან ვერ მეგობრობს ნასტროიკამდე...
- სასურველია ზეთის წნევის და ზეთის ტემპერატურის დაჩიკების დაყენება, მაგ დროს ხედავ როდის აუშვა ფეხი პედალს და დაასვენო მანქანა, ან ზეთის ნასოსს თუ მოეკითხება დაინახავთ და გააჩერებთ მანქანას, შესაბამისად სტუკს აირიდებთ თავიდან.
- არ შეიძლება რედლაინზე (აგრანიჩიწელზე) დიდ ხანს აბაროტის თამაში შესაბამისი მომზადების გარეშე
- არ შეიძლება ფულ ბუსტით გაზგაყრილი სიარული პედალზე ფეხაუშვებლად დიდ ხანს, თუ მაღალი სიჩქარით მიდიხართ, მაგ. 200+ არაა აუცილებელი მანქანა ბუსტზე იყოს სულ.
- არ შეიძლება ცივი ძრავით გაზაობა, აცადეთ სანამ წყლის ტემპერატურა ნორმამდე არ აიწევს...
- სასურველია პერიოდული ვიზიტები და კონსულტაციები დოქტორებთან, თუნდაც 3 თვეში ერთხელ...
- თუ ძრავს ხმა აქვს და დაზიანება, უმჯობესია აღარ იაროთ და ეგრევე გაკეთებაზე იფიქროთ, თუ საშუალება არ გაქვთ გააჩეროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში სხვა დეტალებსაც დააზიანებთ და ორმაგი დაგიჯდებათ შეკეთება
თუ ყველა რჩევას გაითვალისწინებთ და მოუფრთხილდებით, ტქვენი მეგობარი ხშირად გასიამოვნებთ

))
P.S. მცირეოდენი რისკი ყოველთვის არსებობს რომ თუნდაც იდეალურად გამართულ ძრავს რამე დაემართოს ჩვენგან დამოუკიდებლად...
განაგრძეთ...