IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> აუქსის პორტი ქარხნულ მაგნიტოლაზე, აუქსის პორტი ქარხნულ მაგნიტოლაზე
TRULOVI
გამოხმაურება Jun 2 2014, 23:21
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,222
რეგისტრ.: 4-August 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,307




სათაური: აუქსის პორტი ქარხნულ მაგნიტოლაზე

ბევრი ჩალიჩის და რჩევების შემდეგ გამოვიდა smile.gif

ქვემოთ მოცემული ინსტრუქცია მოქმედებს კლარიონის და მაკის აუდიო სისტემებზე და ასევე სუბარუს ქარხნულ "ნოუ ნეიმ" მაგნიტოლებზე, ჩემს შემთხვევაში კი ასეთზე:



პირველ რიგში უნდა მოვხსნათ ფლეერი და შევხედოთ უკანა მხრიდან, სადაც დავინახავთ 13 პინიან შტეკერის შესაერთებელს.



დაგვჭირდება 3.5მმ_ანი აუქსის კაბელი, რომელსაც გადავჭრით და გვექნება სამი წვერი: მარჯვენა (Right), მარცხენა (Left) და მასა (GND).

ახლა კი გთავაზობთ სქემას სადაც ნაჩვენებია აუქსის პინაუთი და პორტები, სადაც უნდა შეერთდეს წვერები:



6 და 9 პორტი საჭიროა იმისთვის რომ ფლეერი გადავიდეს აუქსის რეჟიმში, ეგ 2 პორტი უნდა გადავაერთოთ ერთმანეთზე პირდაპირ.



ამის შემდეგ ჩავრთავთ მაგნიტოლას და დავინახავთ ეკრანზე წარწერას ACCS, რაც ნიშნავს, რომ მაგნიტოლა გადასულია აუქსის რეჯიმში და შეგვიძლია გავაგრძელოთ პროცესი და დავაერთოთ 3.5მმ_იანი ჯეკი კაბელები შესაბამის პორტებზე...

დაგვჭირდება ასეთი შტეკერის ყიდვა (5$), რომელზეც შესაბამის წვერებზე მივაპაიკებთ აუქსის შნურებს:



შეგვიძლია დავტკბეთ მუსიკით smile.gif))

გაითვალისწინეთ, რომ აუქს რეჟიმში გადაყვანის შემდეგ CD აღარ ჩაირთვება სანამ იმ პატარა კაბელს არ გამოაძრობთ, ამიტომ უმჯობესია პატარა ღილაკზე დასვათ აუქსის გასააქტიურებელი კაბელი და ერთი თითის დაჭერით შეცვლით ხოლმე რეჟიმს wink.gif

დანარჩენი კი მარჯვე ხელების და ფანტაზიის ამბავია ვინ სად გაიყვანს და როგორ...

შესაძლებელია მაგალითად სადმე ამდაგვარი მოწყობილობა ჩაამონტაჟოთ და გაიმარტივოთ სამომავლოდ საქმე smile.gif



აბა თქვენ იცით wink.gif

-----------------------------------------------------


[/QUOTE]



თემა ეკუთვნის karlo fan ვორნების გამო ვერ ხსნის თემას
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
TRULOVI   აუქსის პორტი ქარხნულ მაგნიტოლაზე   Jun 2 2014, 23:21
OZY   ეს ეწერა კაი ხნის წ...   Jun 2 2014, 23:24
TRULOVI   დახურეთ ან ეს ან კა...   Jun 10 2014, 13:43
karlo-fan  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge