IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> რეგიონალური პროექტები, ვიზიტი ზემო იმერეთში
Forik
გამოხმაურება Sep 7 2009, 22:30
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,952
რეგისტრ.: 31-July 09
მდებარ.: Georgia
მომხმარებელი № 265




როლოგი

"თუ მუჰამედი არ მიდის მთასთან, მაშინ მთა მიდის მუჰამედთან" smile.gif


მოდით ჩვენი ფორუმის რეგიონალური კუთხით განვითარებაზეც ვიზრუნოთ. საქართველო ხომ მხოლოდ თბილისი არაა და დარწმუნებული ვარ რეგიონებშიც ბევრი სუბარუ დადის, რომლებიც სიამოვნებით შემოგვიერთდებიან. პირველი მოხალისე ამ პროექტში მე ვიქნები. მესმის რომ ყველაფერი ფინანსებთანაა დაკავშირებული, მაგრამ ყველა მიხვდებით, რომ ფორუმის განვითარებისთვის ცუდი წამოწყება არაა. ჩემს ისტორიას რაც შეეხება, 2 წელზე მეტია თბილისი დავტოვე და ახალი ცხოვრება დავიწყე ჩემს მამაპაპისეულ მიწაზე, ზემო იმერეთის ერთ-ერთ ულამაზეს მხარე საჩხერეში. თავიდან წამმოსვლის მიზეზი ის გახდა , რომ კარგი სამსახური შემომთავაზეს აქ, თან ხელს ისიოც მიწყობდა, რომ აქ ჩემი მშობლიური სახლი და ეზო მაქვს, მერე დავოჯახდი და როგორც იტყვიან ჩავრჩი. აქ ჩემი მყუდრო გარემო მაქვს , დავაარსე საზოგადოება "საჩხერელი" სადაც რაიონის პრადვინუტი ახალგაზრდები გავაერთიანე და ერთად ვაკეთებთ ბევრ სასიკეთო საქმეს. ჩემზე საუბრით თავს აღარ მოგაწყენთ და საქმეზე გავაგრძელებ. იქნებ ღირდეს ჩამოსვლა და რეგიონებზე ფიქრი, მიტუმეტეს საჩხერეში 5-6 სუბარუ უკვე დადის, რომლებიც სიამოვნებით შემოგიერთდებიან. ხოდა შეიკრიბეთ ერთ მშვენიერ დღეს და ჩამოდით. სულ რაღაც 180 კილომეტრია თბილისიდან, რაც დაახლოებით 2 საათის გზაა. აქ იმდენი საინტერესო სანახავია, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ დიდი აკაკის სახლ მუზეუმი, აღარაფერს ვამბობ ჩვენი დროის დიდ ქველმოქმედზე, მის პატარა გაევროპულებულ სოფელზე. გიდობა ჩემზე იყოს , კარგად გავიცანი უკვე ეს მხარე. თუ ჩამოხვალთ და მოგვნათლავთ, მადლობელი დავრჩებით აქაური სუბარისტები. ბოლოს კი ლამაზი იმერული სუფრით დავაგვირგვინოთ ახალი პროექტის წამოწყება.

დაფიქრდით , იქნებ ღირდეს smile.gif

პილოგი

"გინდ ყოფილხარ იმერეთში, გინდაც სამოთხეში"

smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
Forik   რეგიონალური პროექტები   Sep 7 2009, 22:30
zimbo   Forik გაგახარა ღმე...   Sep 7 2009, 22:34
bondzgi1   ოჰ შენც საჩხერელი ...   Sep 7 2009, 22:38
crimson   Forik დიდი მადლობა ...   Sep 7 2009, 22:39
mtiuli   Forik zimbo

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge