IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

 
Reply to this topicStart new topic
shota
გამოხმაურება Jul 14 2010, 13:24
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 12,006
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 13




ცხოვრება სავსეა სიტუაციებით, როცა სხვადასხვა შემთხვევა გასაკვირ გავლენას ახდენს ადამიანების, ზოგჯერ კი მთელი ქვეყნების ბედზე.
ახალგაზრდა იაპონელი ინჟინერი ჩიკუჰეი ნაკაჯიმა, რომელმაც 1917 წელს საკუთარი კვლევითი საავიაციო ლაბორატორია ჩამოაყალიბა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისტორიაში შევიდოდა როგორც შესანიშნავი კომპანიის შემქმნელი. კომპანიისა, რომელიც SUBARU–ს მარკის ავტომობილებს აგებს.

ლაბორატორია გაიზარდა და 1932 წელს მის საფუძველზე წარმოიქმნა კომპანია Nakajima Aircraft Company, რომელიც აგებდა ხომალდებს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციისათვის. მის მფლობელს სურდა ემუშავა თვითმფრინავების აგებაზე და დიდი წარმატებებიც ჰქონდა ამ მიმართულებით, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდებოდა.
ომმა კარდინალურად შეცვალა მისი ცხოვრება და ბიზნესი.

იაპონიის დამარცხების შემდეგ ავიამშენებლობა, ისევე როგორც მრეწველობის მრავალი სხვა დარგი, ღრმა დეპრესიაში აღმოჩნდა. ქვეყანასუფლება ჰქონდა ჩამორთმეული ჰქონოდა საკუთარი საჰაერო ფლოტი, ამიტომ საჭირო შეიქნა მოძებნილიყო განვითარების ახალი სფეროები. კომპანიამ რეორგანიზაცია განიცადა და გარდაიქმნა მსხვილ კონცერნ Fuji Sangyo Co. Ltd-დ, რომელიც სახალხო მოხმარების პროდუქციას აწარმოებდა და ემსახურებოდა სხვადასხვა დარგების საჭიროებებს. Fuji Sangye Limited –ის თორმეტი განყოფილება უშვებდა პროდუქციის ფართო სპექტრს, მოტოროლერების და მოტორიანი ნავების ძრავებიდან დაწყებული და სარკინიგზო ვაგონებით დამთავრებული.

1950 წელს Fuji Sangyo დაიყო 12 პატარა დამოუკიდებელ კორპორაციად, რომელთაგან ექვსი 1953 წელს კვლავ გაერთიანდა ბრენდ Fuji Heavy Industries Ltd სახით. ახალ ფირმას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი კენჯი კიტა, რომელიც არის ავტორი დასახელებისა SUBARU.
კომპანიის ლეგენდის მიხედვით, სახელი SUBARU ჰქვია ვარსკვლავთა გროვას ვერძის თანავარსკვლავედში.სწორედ მათგან ექვსი ყველაზე კაშკაშა შეადგენს SUBARU-ს ემბლემას.

ახლა ვისაუბროთ სუბარუს ძრავზე

ძრავა ავტომობილის გულია, მაგრამ იდეალური სატრანსპორტო საშუალების შექმნისას სიმძლავრესთან ერთად სხვა მახასიათებლებიცაა გასათვალისწინებელი.

SUBARU-ს ინჟინრებმა არჩევანი ძრავის სასარგებლოდ გააკეთეს, რაც უზრუნველყოფს მათი ავტომობილის მთელ რიგ უპირატესობებს სხვა ავტომობილებთან შედარებით. ეს სისწრაფეში და ფუნქციონალურ თვისებებში გამოიხატება. BOXER სისტემის ძრავების ჰორიზონტალურ-ოპოზიტური კონსტრუქცია უზრუნველყოფს ყველა მექანიზმის სტაბილურად დაბალანსებულ მუშაობას. ერთმანეთის შემხვედრად მოძრავი დგუშების სისტემა არეგულირებს ანთების კამერებში წარმოშობილ ვიბრაციებს. მათი განლაგება, ოპტიმალური კომპაქტური ფორმა საშუალებას იძლევა შემცირდეს ძრავის ზომები, სიმძლავრის დაკარგვის გარეშე. ძრავის და მთლიანად ავტომობილის სიმძიმის ცენტრი მნიშვნელოვნადაა გადატანილი ქვევით, რაც ხელს უწყობს ავტომობილის მდგრადობის გაზრდას დიდი სიჩქარით მანევრირებისას. გაუმჯობესებული სტაბილიზაციის გამო ავტომობილი სწრაფად აღიდგენს თავის კურსს საჭის მკვეთრი მობრუნების შემდეგ. ძრავის ვიბრაციის შემცირების გამო სალონი უფრო კომფორტული და უხმაურო ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მოგზაურობისას. მძღოლი ნაკლებადაა დატვირთული და შეუძლია მთელი გულისყური ავტომობილის მართვაზე ჰქონდეს გადატანილი. ძრავის სიმძლავრე ისეა გათვლილი, რომ
SUBARU-ს მოდელის ნებისმიერი ავტომობილი დამაჯერებლად გადაადგილდებოდეს როგორც ხშირი მოულოდნელი სიტუაციების მქონე ქალაქის ინტენსიურ ნაკადებში, ასევე ქალაქგარეთა დასახლებებში, სადაც მნიშვნელოვანია არა სიჩქარე, არამედ გამწევი ძალა.
SUBARU-ს ჰორიზონტალურ-ოპოზიტური ძრავა ავტომობილის სრული კონტროლის საშუალებას იძლევა ნებისმიერ სიტუაციაში. SUBARU-ს ძრავა ადასტურებს ამ ოჯახის ნებისმიერი ავტომობილის სპორტულ ხასიათს და წარმოაჩენს მთელ თავის შესაძლებლობებს. SUBARU-ს ავტომობილების დინამიკა ცნობილი სარბოლო ტრეკების მკაცრ ბატალიებშია შემოწმებული. ასეთ შეჯიბრებებში კი მონაწილეობას იღებდნენ ფირმის მიერ მისი არსებობის განმავლობაში გამოშვებული სულ სხვადასხვა მოდელები. თქვენი ავტომობილი ყოველ წამს მზადაა რეაგირება მოახდინოს თქვენს სურვილზე სიჩქარის გასაზრდელად.

იაპონური საავტომობილო მრეწველობის კონცერნები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ თავიანთი ავტომობილების ძრავების ეკოლოგიურ მახასიათებლებს. უნიკალური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა საწვავის ხარჯვის გადიდების გარეშე გაიზარდოს ძრავების შესაძლებლობები, ამასთან მინიმუმამდე შემცირდეს მომწამვლელი ნივთიერებებისა და გაზების გამონაბოლქვი. ამ მხრივაც SUBARU-ს ავტომობილები მოწინავეთა რიგებშია და მათი სრულყოფა გრძელდებ





ინფორმაციის წყარო http://www.mysubaru.com


ნათარგმნია ვინმე გუგა ცანავა-ს მიერ WWW.UCNAURI.COM-ისთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post
SuBchika
გამოხმაურება Jul 14 2010, 13:37
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 14,460
რეგისტრ.: 5-September 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 360




ვაა კაი ინფორმაციაააwink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
SGR500
გამოხმაურება Jul 14 2010, 13:57
გამოხმაურება #3


Subaroid
*****

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 500
რეგისტრ.: 13-February 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 813




მაგარია, კაი ინფოა, ბევრმა ალბათ არც ვიცოდით ჩვენი ცხენების წარმომავლობა და ისტორია meeting.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
zuraba
გამოხმაურება Jul 14 2010, 16:39
გამოხმაურება #4


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,057
რეგისტრ.: 26-March 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 940




სუბარუს ჯიშის ცხენი საუკეთესოდ ჭიხვინებს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
chekura
გამოხმაურება Jul 14 2010, 19:28
გამოხმაურება #5


Member
***

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 142
რეგისტრ.: 28-April 10
მდებარ.: rustavi
მომხმარებელი № 1,066




წარსული დაახლოებით ისეთია როგორიც Hyndai ს ისტორია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tubal
გამოხმაურება Jul 14 2010, 19:47
გამოხმაურება #6


გაბრ-ი-ელ
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,040
რეგისტრ.: 3-May 09
მდებარ.: †
მომხმარებელი № 61




თვალზე სიამაყის ცრმლი მომადგა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Forik
გამოხმაურება Jul 14 2010, 21:56
გამოხმაურება #7


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,952
რეგისტრ.: 31-July 09
მდებარ.: Georgia
მომხმარებელი № 265




ციტატა(Baal @ 14th July 2010 - 19:47) [snapback]158897[/snapback]
თვალზე სიამაყის ცრმლი მომადგა


+1
Go to the top of the page
 
+Quote Post
PAINKILLER
გამოხმაურება Jul 14 2010, 22:43
გამოხმაურება #8


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




თქვენ ის არ იცით რომ სუბარუმ პირველმა გამოუშვა 4X4-ზე მსუბუქი სერიული ავტომობილი? smile.gif 1972 წელს მოხდა ეგ ამბავი და LEONE ერქვა მაგ მანქანას, ლეგასის დიდი ბაბუა, უნივერსალი იყო რა თქმა უნდა smile.gif


--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post
Tubal
გამოხმაურება Jul 14 2010, 23:48
გამოხმაურება #9


გაბრ-ი-ელ
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,040
რეგისტრ.: 3-May 09
მდებარ.: †
მომხმარებელი № 61




PAINKILLER
ციტატა(PAINKILLER @ 14th July 2010 - 23:43) [snapback]158943[/snapback]
თქვენ ის არ იცით რომ სუბარუმ პირველმა გამოუშვა 4X4-ზე მსუბუქი სერიული ავტომობილი?
მერე როგორ აიტანეს ეგ სხვა ფირმებმა? biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
datoxachi
გამოხმაურება Jul 15 2010, 07:44
გამოხმაურება #10


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 9,857
რეგისტრ.: 5-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 602




ვინც ჭეშმარიტი სუბარულოგია ეს ძილშიც ზეპირად უნდა იცოდეს biggrin.gif რომ გააღვიძო სულ სხაპასხუპით უნდა მოყვეს laugh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
PAINKILLER
გამოხმაურება Jul 15 2010, 09:33
გამოხმაურება #11


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




ციტატა(Baal @ Jul 14 2010, 23:48) [snapback]158946[/snapback]
PAINKILLER
მერე როგორ აიტანეს ეგ სხვა ფირმებმა? biggrin.gif

მეორე წელსვე დაიწყეს მაგაზე ფიქრი biggrin.gif

ციტატა(datoxachi @ Jul 15 2010, 07:44) [snapback]158974[/snapback]
ვინც ჭეშმარიტი სუბარულოგია ეს ძილშიც ზეპირად უნდა იცოდეს biggrin.gif რომ გააღვიძო სულ სხაპასხუპით უნდა მოყვეს laugh.gif

ხოდა იმიტომაც დავწერე ამ თემაში, სხვაგან რომ ვერ წაიკითხონ, აქ მაინც ნახავენ მაგ ინფორმაციას wink.gif





--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post
chekura
გამოხმაურება Jul 21 2010, 19:50
გამოხმაურება #12


Member
***

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 142
რეგისტრ.: 28-April 10
მდებარ.: rustavi
მომხმარებელი № 1,066




ვისწავლე და ვის უნდა ჩავაბარო?
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge