IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ხშირად დასმული კითხვები ძრავის ზეთთან დაკავშირებით, FAQ subaru engine oil
bako
გამოხმაურება Feb 11 2011, 18:04
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,156
რეგისტრ.: 24-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 44




ხშირი კითქვები ზეთების შესახებ


რომელია საუკეთესო ზეთი სუბარუსთვის? მარტივად რომ ვთქვათ, საუკეთესო ზეთი არ არსებოს. არსებობს სუბარუს ქარხნული და სხვა რეკომენდაციები, რომლებმაც აღიარება ჰპოვა სუბარუს მოყვარულთა შორის, რომელსაც ნამდვილად გაიგებს დაუზარებელი მკითველი. ზოგადად აზრები იყოფა, მაგრამ არსებობს ბრენდები, რომელსაც ყველაზე ხშირად შენიშნავთ სუბარუში:

Motul;
Subaru oil;
Mobil;
Shell;
Redline;
Amsoil;
Castroll;


რა ტიპის და შემადგენლობის ზეთი უნდა გამოვიყენო? უნდა გამოიყენოთ ის, რაც თქვენი მანქანის ტექნიკურ სახელმძღვანელოში არის მითითებული კონკრეტული აგრეგატისთვის.
ჩემი ახალი სუბარუ მოდის შევსებული სპეციალური "აბკატკის" ზეთით? არა, ყველა სუბარუს ძრავებისათვის რომლებიც გამოდის ქარხნიდან გამოიყენება: Nisseki-Mitsubishi M1K 5W-30, “Subaru genuine oil “... და სხვა. შენიშვნა: მწარმოებელი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ სუბარუ ყოველთვის მოიხმარს 5-30 გრეიდის ზეთს, დამზადებულს ჰიდროკრეკინგის მეთოდით, ასევე ნახევრადსინთეტიკური ზეთის მიღების ტექნოლოგიით.


როგორ შევამოწმოთ ზეთის დონე ძრავში? ზეთი უნდა შემოწმდეს თბილ/ცხელ ძრავზე. შესამოწმებლად კარგია ისეთი სწორი ზედაპირები, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები და სხვა სპეციალურად გასწორებული სადგომები. შუპზე ორი მცირე ხვრელია, მათ შორის მანნძილი შეადგენს დაახლოებით 1 ლიტრ სხვაობას. ანუ თუ ზეთის დონე აღწევს მხოლოდ ქვედა ხვრელამდე, თქვენ ძრავში ასხია 1 ლიტრით ნაკლები ზეთი მაქსიმუმთან შედარებით.


თუ ვცხოვრობ მაღალმთიან რეგიონში, სადაც ძლიერია ყინვები, საჭიროა თუ არა გამოვიყენო განსხვავებული ზეთი? ან თუ ვცხოვრობ მაღალი ტემპერატურის პირობებში რა ზეთია იდელაური ჩემი ძრავისთვის?
თანამედროვე ზეთები აკმაყოფილებენ ორმაგ სტანდარტებს ტემპერატურისა და სიბლანტის დამოკიდებულებაში, ამიტომაც მათ ქვიათ ყველასეზონური ზეთები. ავტომობილის ტექნიკურ სახელმძღვანელოში მითითებულია API სტანდარტით დაშვებული ზეთბის კლასიფიკაციები, რომელიც დაიცავს თქვენ ძრავს გაუთვალისწინებელი დაზინებისგან. თუ თქვენი ავტომობილი გამოიყენება უდაბნოში, ადგილებში სადაც ძალიან მაღალი ტემპერატურებია, ან ძრავს უწევს მუშაობა განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის პირობებში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი სიბლანტის ზეთები, როგორიცაა SAE 30, SAE 40, 10w50, 20W50.


რამდენად ხშირად უნდა შევცვალო ზეთი სუბარუს ძრავში? სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ცუდად მოქმედებს ძრავის ზეთზე და რაც მრავლადაა საქართველოს პირობებში ზეთის ცვლის ქარხნული ინტერვალი 12500 კილომეტრი უნდა გავანახევროთ და ზეთი ვცვალოთ ყოველ 6000-6500 კმ-ზე. ტურბინიანი ძრავებისთვის სუბარუმ გამოსცა ბიულეტენი, სადაც მიუთითებს, რომ ტურბინიანი ძრავები მუშაობენ დატვიღთულ რეჟიმებში და ზეთის ცვლის ინტერვალი მათთვის არის 6000 კმ. (ასევე არ დაგავიწყდეთ ზეთზე მოქმედი სხვა ფაქტორების გათავლისწინება, რომლებიცაა მტვრიანი ჰაერი, დაბალი ხარისხის საწვავი, ასევე მაღალი დატვირთვები, ხშირი მოკლე გადაადგილებები...). ამონარიდი სუბარუს ოფიციალური ბიულეტენიდან:

„1) Synthetic oil can be safely used provided the viscosity and oil grade classifications as noted in the Owners Manual are used. The oil change interval noted in the maintenance schedule must still be adhered to.
2) Severe Driving Conditions will require the oil change interval to be increased to 3,750 miles or 3.75 months. New for 2008: All turbocharged models are considered to be operated under severe driving conditions and require the oil interval of 3,750 miles or 3.75 months.“


ზეთის ცვლა უფრო ხშირად, ვიდრე ამას მოითხოვს მწარმოებელი, ხომ არ ავნებს ავტომობილს? ამას არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია, პირიქით, ახალი ზეთი არასდროსაა ცუდი ძრავისთვის, უბრალოდ რატომ უნდა შევცვალოთ ის, თუ მას ჯერ არ დაუკარგავს თავისი თვისებები?


ჩემი ძრავი ტურბირებულია, ხომ არ იქნება უკეთესი მასში სინთეტიკრი ზეთის ჩასხმა ტურბინის მეტად მოსავლელად? ვინაიდან სუბარუს ტურბინები ზეთთან გასაგრილებლად მოიხმარენ წყალს, ანუ ძრავის გამაგრილებელ სითხეს, ზეთზს არ უწევს ისეთ რთულ პირობებში მუშაობა, როგორშიც უწევდა ძველი თაობის ტურბინებში მხოლოდ ზეთის გაგრილებით... თუმცა სინთეკიტური ზეთის გამოყენება არასდროსაა ურიგო მეტი დაცულობისთვის.


შემიძლია შევცვალო სინთეტიკური ზეთი ნახევრადსინთტიკურით და პირიქით? დიახ, ეს არ შეუქმნის თვენ ძრავს არანაირ პრობლემას, თუმცა სხვადასხვა მახასიათებლების ზეთების ხშირი ცვლა ერთიმეორეთი არაა რეკომენდირებული.


რა ტიპის ძრავის ზეთები არსებობს დღესდღეობით? აქ არის სამი ძირითადი ტიპი:
1. მინერალური ზეთბი; (არავითარი კავშირი არ აქვს ზეთის სისქესთან, 15W40 შეიძლება იყოს სინთეტიკაც)
2. სინთეტიკური;
3. ნახევრადსინთტიკური, ანუ სინთეტიკური მინარევებისა და მინერალური ბაზის ნარევი. (არავითარი კავშირი არ აქვს ზეთის სისქესთან, 10W40 შეიძლება იყოს სინთეტიკაც და მინერალიც)


არსებობს სხვადასხვა სახის სინთეტიკური ზეთი? დიახ.
1. ჯგუფი III მაღალი ხარისხის, დამუშავებული მინერალური ბაზის ზეთი.
2. ჯგუფი IV არის PAO (polyalphaolefin) დაფუძნებული ზეთი.
3. ჯგუფი V არის ester, polyolester, ან ყველაფერი დანარჩენი რაც აღემატება ხარისხით წინა ჯგუფებს და არ კლასიფიცირდება მათში.


რა განსხვავებაა სინთეტიკურ და სრულად სინთეტიკურ ზეთებს შორის? სინთეტიკური ზეთი შეიძლება შეიცავდეს როგორც 50% სინთტიკურ დანამატებს, ასევე მხოლოდ 10%, არცერთი დებულება და კანონი ამ შეფარდებას არ განსაზღვრავს. სრულად სინთეტიკურიამხოლოდ ის ზეთები, რომლებსაც აწერია 100% synthetic; Fully synthetic


რომელია საუკეთესო ზეთის ფილტრი სუბარუს ძრავისთვის? ზოგადად საუკეთსო ზეთის ფილტრი არის სუბარუს მიერ წარმოებული ორიგინალი ფილტრი, რომელსაც ზეთის გადამშვები კლაპნის სიმძლავრე ზუსტად აქვს მორგებული სუბარუს ძრავებზე. თუმცა არსებობს სხვა ფილტრებიც, რომლებიც აკმაყოფილებენ კლაპნის 1.5-1.8 ატმოსფერო წნევას.


რაც შეეხება ძრავის ზეთი დანამატებს როგორიცაა Muscle, Slick 50, Duralube, STP, Xado, Liqui moly რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის სიცოცხლის გახანგრძლივებას, კომპრესიის მომატებას და მეტალის აღდგენას. მერწმუნეთ, რთული იქნება მოვძებნოთ ძრავის ზეთის დანამატის მწარმოებელი, რომელმაც არ წააგო საქმე სასამართლოში თუნდაც ამერიკის ფედერალურ სავაჭრო კომპანიასთან. არსებობს ასევე რამდენიმე ავტომოტო ჟურნალი, რომელიც არ ემხრობა ძრავის ზეთში დამატებითი დანამატების შერევას. დანამატების ნდობა და მოხმარება რელიგიურ მრწამსს უტოლდება, ვის როგორ სჯერა...


რაც შეეხება მაგნიტურ კარტერის საცობებს, ასევე მაგნიტებს ზეთის ფილტრზე: ხარისხიან ზეთის ფილტრს შეუძლია გაფილტროს 1 მიკრონის სისქის ნაწილაკები, დიახ, მაგნიტი კარტერზე ან ზეთის ფილტრზე აუცილებლად დაიჭერს სხვადასხვა მეტალებს, რომლებიც ზეთში მოძრაობდნენ, მაგრამ ეს ის ნაწილაკები იქნება, რომლებიც ისედაც დაასრულებდნენ მგზავრობას ზეთის ფილტრის სტრუქტურაში. თუმცაძრავისთვის არავითარი ზიანი ასეთი სახის საცობებს ან ხვიებს არ მოაქვთ.


სხვადასხვა სასარგებლო სტატიები და დისკუსიები ზეთების შესახებ:

Engine Oil Bible http://www.carbibles.com/engineoil_bible.html
The Oil FAQ http://faq.f650.com/FAQs/OILFAQ.htm
Motor Oil Myths http://www.nordicgroup.us/oil.htm
автомасло, все о масле http://avtomaslo.com


სუბარუს სერვისის წიგნიდან ამოღებული ინფორმაცია ზეთის მოთხოვნების შესახებ.



Uploaded with ImageShack.us

ეს პოსტი დავწერე იმიტომ, რომ ვერსად ვნახე რეკომენდაციები, დახასიათება და მოთხოვნები ძრავის ზეთებთან დაკავშირებით, ვფიქრობ ბევრ ადამიანს გამოადგება მომავალში;

თუ რამე შეცდომას ნახავთ არ შემჭამოთ, მითხარით და ჩავასწორებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
bako   ხშირად დასმული კითხვები ძრავის ზეთთან დაკავშირებით   Feb 11 2011, 18:04
xrinco   საღოლ ძმაო ;) თუმცა ...   Feb 11 2011, 18:14
ratikobaxa   Respect!!!!!!!!...   Feb 13 2011, 17:35
Gianni   აქვე დავწეროთ რომე...   Feb 13 2011, 20:56
SUB 300   Gianni ზეთი უნდა შე...   Feb 13 2011, 21:20
Gianni   SUB 300

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge