IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ხმის და თერმო იზოლაცია (ვაუმჯობესებთ), 2002 SUBARU FORESTER
RACKER
გამოხმაურება Apr 9 2009, 21:01
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




გამარჯობათ. უკვე ორ წელზე მეტია რაც სუბარუ ფორესტერის საჭესთან ჯდომის ბედნიერება მაქ და ამ დროში ძალიან ბევრი რამ გავიგე ზემოთ ხსენებულ მანქანაზე, კარგიც და ცუდიც.
ერთერთი მინუსი რაც ფორესტერებს აქვთ ეს არის საკმაოდ ცუდი ხმის იზოლაცია და ასევე თერმო იზოლაციაც.

პირველათ, როდესაც როგორც იქნა ჩამოაღწია მანქანამ ფოთში (ყიდვის დღიდან 5 თვეში დადგა პირველად საბურავი ჩემმა მანქანამ ქართულ მიწაზე rolleyes.gif ) და გამოვიყვანე, ზედაპირული დათვალიერების შემდეგ გამოვემართე თბილისისაკენ.
გზაზე საკმაოდ კარგად იარა მანქანამ თავი შემაყვარა, მაგრამ როდესაც უკვე ავტობანს მივუახლოვდი საშინლად გაწვიმდა. რათქმაუნდა ფანჯრები ავწიე იმ იმედით რომ არც წვიმა და არც წვიმის ხმა აღარ შემოვიდოდა, მაგრამ სალონში მაინც ისეთე საშინელი ხმაური იყო გვერდზე მჯდომს ძვლივს ვაგონებდი.
მაშინ გავიფიქრე პირველათ რომ ამ "დოლს" აშკარად ჭირდებოდა კარგი ხმის იზოლაცია.
სულ მალე დავრწმუნდი იმაშიც, რომ თერმო იზოლაციაც საჭირო იყო. მზეში 2 წუთი მანქანის დაყენება და მანქანაში საუნა იყო უკვე. laugh.gif
რადგან მანქანა ხელოსანთან მყავდა შესაღებად და დაშლილი იყო ამიტომ დრო ვიხელთე და დავიწყე მანქანის დაგუბკვა.
დასაგუბკად გამოვიყენე
ვატინა-აბივკებისთვის და პლასტმასებზე დასაკრავად.
ფოლგიანი სტეკლოვატა- ჭერზე ასაკრავად.
ლამინატის ქვემოთ დასაგები laugh.gif სახელი არ ვიცი რა ქვია- კარებებზე მისაკრობათ.


პირველ რიგში გავაკეთე ჭერი რადგან ყველაზე მეტად ეს მაწუხებდა

მანქანა უკვე დაშლილია


ვიყიდე პენოპლასტი გამოვჭერი მართკუთხედებად და სილიკონით ჭერზე ავაკარი. მაგრამ სიცხეში პენოპლასტი გადნა და სულ ჩამოიყარა ქვემოთ.
ესეც გამდნარი პენოპლასტი rolleyes.gif



ამის შემდეგ ბევრი ვიფიქრე თუ რა გამეკრა ჭერზე.
ბევრი ვიარე ელიავაზე და ბოლოს გადავწყვიტე ამეღო ფოლგიანი სტეკლოვატა რომელიც 900 გრადუსს უძლებს.თავისივე ცეცხლგამძლე სილიკონით რომელიც 300 გრადუსს უძლებს.
აი სტეკლოვატაც და სილიკონიც rolleyes.gif


შემდეგ ეს სტეკლოვატაც დავჭერი მართკუთხედებად ოღონდ ისე რომ ფოლგა გადმორჩენილი ქონოდა რათა ბოლოს გადამეწეპა თავები და ისევ გავაკარი ჭერზე სილიკონით.
ამ სურათზე ნაჩვენებია ძველი პენოპლასტი და შუაში გაკრული სტეკლოვატა


ბოლოს უკვე როცა ყველა ავაკარი გვერდები გავუწეპე რათა გარეთ არ გამოსულიყო მავნე სტეკლოვატა

საკმაოდ შრომატევადი გამოვიდა და დღის ბოლოს ხელებიც კარგათ მექავებოდა სტეკლოვატის გამო rolleyes.gif

რაც მთავარია ამდენ წვალებას ტყუილად არ ჩაუვლია უკვე თამამად დავდივარ წვიმაში და გვერდზე მჯდომს მშვიდად ვესაუბრები. არც 2-5 წუთით მზეზე დგომის შემდეგ არ არის მანქანაში შესვლა საშინელება.

თუმცა მე ჭერზე მეორე ფენად არ გამიკრავს ლამინატის ქვემოთ დასაფენი და ძალიან ვნანობ. თუმცა მაგის გამო მთელი მანქანის დაშლა ძალიან მეზარება wink.gif

შემდეგი უკვე კარებების დაგუბკვა იყო. სანამ დავგუბკავდა არც თუ ისე კარგი აკუსტიკა ქონდა, დაგუბკვის შემდეგ კი ბევრათ სასიამოვნო გახდა მანქანაში მუსიკის მოსმენა. ხმაც ბევრათ რბილი გახდა, ზედმეტი ზრიალებიც მოშორდა და გარედან შემოსული ხმებიც საკმაოდ შემცირდა.

მაშ ასე დავიწყეთ უკვე კარებების დაგუბკვა.

პირველ რიგში გამოვჭერი ზემოთ ხსენებული ლამინატის ქვემოთ დასაგები და სადაც კი ნახვრეტი იყო ყველგან დავაწეპე სილიკონით.

ეი ასე


ამის შემდეგ უკვე მივაკარი ცელოფანი რომელიც თავიდანვე მოყვება,

შემდეგ ისევ გამოვჭერი, ოღონდ უკვე მთლიანი კარის ზომა და მთლიანად მივაკარი კარებს.
ზემოდან ჩვეულებრივათ დავამაგრე დინამიკი და აბივკის სამაგრი



მორჩა თვითონ კარებზე უკვე ყველაფერი მორჩა, ეხლა გადავედით აბივკაზე,

აბივკაზე გამოვჭერი და დავაწებე ვატინა რაღათქმაუნდა ისევ სილიკონით. ეს ვატინა დავაწეპე მთელ მანქანაში რაც კი პლასტმასები იყო ყველგან.
სტოიკებზე ტორპედოს ქვემოთ და საერთოდ ყველგან


შუა სტოიკებზე ისევ ლამინტის ქვემოთ დასაგები გამოვიყენე.
პირველ რიგში დავშალე სტოიკა.
რემენი მოვხსენი შემდეგ პლასტმასი და სილიკონით შემოვაწეპე სტოიკას



შემდეგ რემნის სამაგრი დავამაგრე. რაც დავაწეპე ის კი ქვემოთ მოექცა სამაგრს და სტოიკას შორის


თვითონ პლასტმასეც ამოვაკარი. ძალიან საწვალებელი კი იყო მაგრამ რემნის სამაგრზე რომ თხელი პლასტმასია ბასების დროს საშინელი ხმა ქონდა


აწყობის დროს სადაც კი შპილკა იყო ყველას წავუსვი ეგრეთ წოდებული (ზამასკა) რითიც კარებებზე ცელოფნებია მიმაგრებული.

უკვე თითქმის ერთი წელი გავიდა რაც მანქანა დავგუპკე და ძალიან კმაყოფილი ვარ. ბევრათ უფრო სასიამოვნოა მანქანით სიარული.

მომავალში გეგმაში მაქ მთლიანად ამოღება სავარძლების და ხალიჩების და ქვემოდან მთლიანად დაგუბკვა
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
RACKER   ხმის და თერმო იზოლაცია (ვაუმჯობესებთ)   Apr 9 2009, 21:01
shota85   RACKER სტეკლოვატა მა...   Apr 10 2009, 09:50
RACKER  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 4 მომხმარებელი (მათ შორის 4 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge