![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,322 რეგისტრ.: 23-May 09 მომხმარებელი № 116 ![]() |
საავტომობილო ინდუსტრიაში არის სახელი (დიახაც სახელი, როგორც სულიერი არსებისა), რომელიც მრავალი ადამიანისთვისაა ცნობილი, მათთვისაც კი, ვინც ავტომობილებით არ არის დაინტერესებული. 60-იან წლებში ხელმისაწვდომი, მაგრამ ამასთან დინამიური და მიმზიდველი მანქანა გამოჩნდა, რომელიც სავსე იყო ცხოველური ქარიზმითა და იმ ეპოქის სულით, რომელიც მილიონობით ადამიანის ოცნებად იქცა – Ford Mustang. აქამდე გამოდის ლეგენდარული “მუსტანგის” მოდიფიკაციები, და ამ მანქანის თაყვანისმცემელთა ისედაც ურიცხვ ჯარს ზრდის.
რსებობის მანძილზე Ford-ის პირმშომ საბურავებისა და ბენზინის მშთანთქმელის სახელი მოიხვეჭა. მით უფრო საკვირველია იმის გაგება, რომ 2011 წლის გამოშვების Ford Mustang პირველი ავტომობილი გახდა, რომელსაც 300 ცხენის ძალაზე მეტი სიმძლავრე აქვს და ას კილომეტრზე 7,8 ლ საწვავზე ნაკლებს ხარჯავს. სხვა სიტყვებით, დაძლეულია მაგიური მნიშვნელობა «30 მილი გალონზე», როგორც ასეთ სიდიდეებს ამერიკაში ზომავენ. ავტოკონცერნის გამომცდელები ამ ნიშნულით არ შემოიფარგლენ და მსხვილი თამაშის წამოწყება გადაწყვიტეს. შედეგად, 17-საათიანი რბოლის შემდეგ ტრეკზე Bristol Motor Speedway მანქანამ 1457 წრე გაიარა და მაჩვენებელს 4,84 ლ/100 კმ მიაღწია საშუალო სიჩქარით 70 კმ/სთ. სხვა სიტყვებით, Mustang-მა 1242 კმ (776 მილი) ბენზინის ერთი ავზით გაიარა. ![]() ![]() ამ არაორდინალური ავტომობილის მთავარი ინჟინერი დეივ პერიჩაკი (Dave Pericak), ყვება: «ასეთი მაჩვენებლების გასაღებად შესაძლებელია ახალი ძრავი V6 ჩავთვალოთ, რომელიც გაუმჯობესებულ 6-საფეხურიან გადაცემათა კოლოფთან ერთად მუშაობს. გამოყენებული გადაწყვეტები შთამბეჭდავი სიმძლავრის მიღწევის შესაძლებლობას იძლევა და ამავდროულად ეკონომიურიც არის». შეგახსენებთ, რომ ეს ყველაფერი ბენზინის ძრავზე იქნა მიღწეული მოდური ჰიბრიდული დანადგარების გარეშე. რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ბენზინის ძრავების ისტორიულ ნაგავსაყრელზე გასტუმრება ჯერ კიდევ ადრეა. წყარო : aqualung.ge =========== ასეთი რა გამოიგონეს ![]() |
|
|
![]() ![]() |