IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

 
Reply to this topicStart new topic
> 9 აპრილი, 22 წელი გავიდა
MEPARA
გამოხმაურება Apr 9 2011, 07:25
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,162
რეგისტრ.: 28-August 10
მდებარ.: Tbilisi, Georgia
მომხმარებელი № 1,361




დღეს "საქართველოს ეროვნული ერთობის, სამოქალაქო თანხმობის და სამშობლოსათვის დაღუპულთა დღეა" - მოკლედ რომ ვთქვა, ეს დღე 22 წლის წინ მომხდარი მოვლენების შემდგომ გახდა აქტუალური - 1989 წლის 9 აპრილი (ბევრი ფორუმელი მაშინ დაბადებულიც კი არ იყო).
იმათთვის ეს ძალიან მძიმე თემაა ვინც იმ დღეს მოესწრო ან რუსთაველის გამზირზე იმყოფებოდა "22 წლის წინ - 9 აპრილს" და თვალს ადევნებდა ან თანამონაწილე იყო იმ ხელჩართული ბრძოლის რაც რუსის ჯარსა და ქართველ ხალხს შორის მოხდა - დაიღუპა 16 ქართველი და გაზით მოიწამლა ათასობით ადამიანი რის შედეგადაც შემდგომ ბევრი გარდაიცვალა

ამაზე ბევრი პოლემიკა იყო წლების განმავლობაში - ვისი ბრალი იყო და რა იყო

ასე რომ - მე ამ თემაში მინდა გამოვხატო ჩემი დიდი თანაგრძნობა ქართველი ერის წინაშე დიდი სიმტკიცისთვის და გადატანილი ტკივილისთვის რაც ჩვენს ერს მას შემდეგ გააჩნია

თუკი ქართველი ერი ერთ მუჭად იქნება შეკრული მას დაღუპვა არ უწერია

გთხოვთ თქვენი აზრიც გამოხატოთ ამ ტემასთან დაკავშირებით
Go to the top of the page
 
+Quote Post
karoche
გამოხმაურება Apr 11 2011, 18:17
გამოხმაურება #2


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10,484
რეგისტრ.: 7-August 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 286




MEPARA
სამწუხაროდ 9-ში ფორუმი გაითიშა და თემამაც განვითარება ვერ ჰპოვა
Go to the top of the page
 
+Quote Post
MEPARA
გამოხმაურება Apr 11 2011, 18:31
გამოხმაურება #3


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,162
რეგისტრ.: 28-August 10
მდებარ.: Tbilisi, Georgia
მომხმარებელი № 1,361




არაფერია - იმედია ყველამ სათანადო პატივი მიაგო ამ დღეს... smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
BRUMBY
გამოხმაურება Apr 11 2011, 19:41
გამოხმაურება #4


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 351
რეგისტრ.: 25-February 10
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 854




რათქმაუნდა პატივი მივაგეთ 9 აპრილს დაღუპულებს, მე ვარ მომსწრე ამ სამწუხარო ამბის

ხსოვნა იყოს

9 აპრილის ტრაგედიამ ქართველი ხალხი ერთ მუჭად შეკრა

Go to the top of the page
 
+Quote Post
Dzia
გამოხმაურება Apr 11 2011, 20:14
გამოხმაურება #5


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 616
რეგისტრ.: 28-April 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 1,060




მეც მომსწრე ვარ ამ ამბის. წინა საღამოს ვიყავი მთავრობის სახლის წინ. წინა დღეებშიც ხშირად დავდიოდი.
მეორე დღეს ანუ 9-ში რაიონში წავედი და იქ შევიტყვე ეს ამბავი. გამთენიისას დატრიალებულა ტრაგედია.
როგორც ტელევიზია გადმოცემდა, ხალხი ჭყლეტაში დაიღუპაო.
ერთი ნაცნობი მუშაობდა მაშინდელ მილიციაში და იმან გვითხრა საიდუმლოდ, ნიჩბებით დაუხოცავთო.
მერე თანდათან ყველაფერი გამოაშკარავდა.
მაშინ ბევრმა ვაჟკაცურად დაიცვა ქართველების ინტერესი. კომისიები იყო შექმნილი გასარკვევად თუ რითი მოწამლეს ხალხი, რათა იმ საწამლავის ანტიდოტი გამოეყენებინათ.
თამაზ გამყრელიძე, ირაკლი მენაღარიშვილი, ეს ორი ადამიანი განსაკუთრებით ჩამრჩა იმ პერიოდის სახელმწიფო მოღვაწეთა შორის. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოთ.
ღმერთმა სამუდამო განსასვენებელი მისცეთ 9 აპრილს დაღუპულებს!
თქვენ ვერ წარმოიდგენთ, როგორ პატივს სცემდნენ საქართველოს პროგრესულად მოაზროვნე ერები. ამას ყოველთვის ვგრძნობდით.
ეს იყო გარდამტეხი თარიღი ჩვენს ცხოვრებაში. თავისებური ახალი წელთაღრიცხვის დასაწყისი: იყო ჟამი 9 აპრილამდე, და დაიწყო ჟამი 9 აპრილის შემდეგ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
MEPARA
გამოხმაურება Apr 11 2011, 20:26
გამოხმაურება #6


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,162
რეგისტრ.: 28-August 10
მდებარ.: Tbilisi, Georgia
მომხმარებელი № 1,361




მაშინ მესამე კურსის სტუდენტი ვიყავი - მე და ჩემი რამოდენიმე მეგობარი მაგ ყველაფრის მონაწილენი ვართ და შესაბამისად ეგ თემა მტკივნეულია ჩემთვის ისევე როგორც ყოველი თვითმხილველისთვის...
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge