IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> წყვილთა რბოლა: 16-17 აპრილი
AnDreee
გამოხმაურება Apr 11 2011, 14:12
გამოხმაურება #201


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,006
რეგისტრ.: 18-April 10
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 1,023




აქართველოს აუდის მოყვარულთა კლუბისა და საქართველოს ფოლკსვაგენის მოყვარულთა კლუბის მიერ 2011 წლის 16–17 აპრილს ორგანიზებული ღონისძიება – საავტომობილო შეჯიბრი წყვილთა შორის.

ზოგადი ინფორმაცია ტურნირის შესახებ

2011 წლის 16–17 აპრილს, თბილისის საერთაშორისო აეროპორტის მიმდებარე ტერიტორიაზე (სადღეღამისო ავტოსადგომი № 20), გაიმართება საავტომობილო შეჯიბრი - წყვილთა რბოლა, მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს, მონაწილეების რეგისტრაცია მოხდება 14-15 აპრილს დღის 17:00 სთ-დან საღამოს 20:00 სთ-მდე, თბილისში დიღომში ასტრა პარკის წინ, სადაც იქნება ორგანიზატორი კლუბების წარმომადგენელი, რომელიც მოახდენს რგისტრაციას. რეგისტრაციის საფასური შეადგენს - 20 ლარს. რეგიონებიდან ჩამომსვლელი მონაწილეების რეგსტრაცია მოხდება ტელეფონის საშუალებით, იგი ვალდებულია 16 აპრილს კვალიფიკაციის დაწყებამდე 1 საათით ადრე გამოცხადდეს და გაიაროს ძირითადი რეგისტრაცია, წინააღმდეგ შემთხვევაში იგი არ დაიშვება შეჯიბრზე.
მონაწილეობა შეუძლია ყველა მსურველს, არ აქვს მნიშვნელობა მოყვარულია თუ პროფესიონალი(ლიცენზისს მფლობელი), შეჯიბრში მონაწილეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 100 მონაწილეს.
ხოლო რაც შეეხება აკრძალვებს:
1. არ დაიშვებიან ის ავტომობილები რომლებიც გამზადებულია პროფესიონალური ავტოსპორტისთვის. (დადუგული, დამსუბქებული)
2. არ დაიშვებიან ავტომობილები რომლებსაც ეყენება სარბოლო საბურავები, ეგრეთწოდებული „სლიკები“.

მოთხოვნები:
ერთერთი აუცილებელი მოთხოვნაა, რომ მონაწილეს უნდა ჰქონდეს B კატეგორიის, მართვის მოწმობა.
მონაწილის ავტომობილს, უნდა უმუშავებდეს უსაფრთხოების ღვედები, უძრავად უნდა ჰქონდეს დამაგრებული აკუმულატორი, იკრძალება უშუალოდ რბოლის დროს გვერდითა შუშების ჩამოწევა (შუშები უნდა იყოს აწეული), რეგისტრაციის დროს მონაწილე ავსებს ხელწერილს, სადაც აღნიშნულია, რომ მონაწილე პასუხისმგებელია თავისი მანქანის ტექნიკურად გამართულობაზე, არ იმყოფება ალკოჰოლური ან სხვა სახის თრობის ზემოქმედების ქვეშ, აგრეთვე პასუხისმგებელია ნებისმიერ საკუთარ ქმედებაზე, ყოველივე ზემოთ ჩამოთვლილს მონაწილე ადასტურებს საკუთარი ხელმოწერით.
ყველა მონაწილე ვალდებულია სარბოლო ავტომობილებზე დააწებოს, სპონსორების ლოგოები და გამოსახულებები, ორგანიზატორების მიერ ავტომობილზე მითითებულ გამოსაჩენ ადგილზე. მეორე ეტაპზე გადასულ ავტომობილებს ასევე სრულყოფილად უნდა ქონდეს განთავსებული სპონსორის სტიკერები, წინააღმდეგ შემთხვევაში მონაწილე არ დაიშვება.

შეჯიბრი იქნება ყველა, ყველას წინააღმდეგ. არ იქნება გამორჩეული სრული ამძრავიანი ავტომობილები და პირიქით.
გზის ნახაზი მოგვცემს იმის საშუალებას, რომ გზის სხვადასხვა მონაკვეთზე იქნება ისეთი მოსახვევები, რომეიც სხვადასხვა ამძრავიან ავტომობილებს გაუადვილებს მანევრს და პირიქით, ასევე გათვალისწინებული ქნება, ის რო არ დაიჩაგროს პატარა სიმძლავრიანი ავტომობილები და მაქსიმალურად იყოს გათანაბრებული ყველას შესაძლებლობა. გზის დაახლოვებით მონახაზს დავდებთ შეჯიბრამდე 2 დღით ადრე.

16 აპრილი - კვალიფიკაციის დღე:
კვალიფიკაცია დაიწყება დილის 10 საათზე, მონაწილეს უფლება ეძლვა გააკეთოს 3 წრე და მის მიერ ნაჩვენები საუკეთესო დრო განსაზღვრავს მონაწილის მდგომარეობას და ადგილს სატურნირო ცხრილში.
საუკეთესო 16 დროის მქონე მონაწილეები, პირდაპირ გადადიან საფინალო ეტაპზე 1/16 ფინალში. ხოლო თუ დარჩენილი მონაწილეების რაოდენობა კენტი იქნება, საუკეთესო დროის მე-17 მონაწილეც, მსგავსად პირველი 16 მონაწილისა გადავა პირდაპირ 1/16 ფინალში.
დარჩენილი მონაწილეები ერთმანეთში დაწყვილდებიან შემდეგი პრინციპით, საუკეთესო დრო შეხვდება ცუდი დროის მქონე მონაწილეს:
მაგალითად:
1. 17-ე მონაწილე შეხვდება მე-100 მონაწილეს,
2. 18-ე მონაწილე შეხვდება 99-ე მონაწილეს,
3. 19-ე მონაწილე შეხვდება 98-ე მონაწილეს,
4. 20-ე მონაწილე შეხვდება 97-ე მონაწილეს,
და ა.შ. სანამ არ გაირკვევა ფინალური ეტაპისთვის მეორე 16 მონაწილის გამოვლენა.
ნებისმიერ ეტაპზე კენტად დარჩენილი მონაწილეებს შორის, გათვალისწინებული იქნება მათ მიერ ნაჩვენები დროები და კარგი დრო შეხვდება ცუდ დროს.
17 აპრილი - წყვილთა რბოლა:
შეჯიბრი დაიწყება დილის 10 საათზე. წყვილებს შორის გამარჯვებული იქნება ის მონაწილე რომელიც 3 წრიდან 2-ს მოიგებს, როდესაც 2 წრის შედეგად ფრე იქნება (1:1) მონაწილეებს შორის მონეტის აგდებით გაირკვევა ვინ რომელ მხარეს დადგება(რომელი წრით დაიწყებს, დიდით თუ პატარა წრით.). თვითოეული წყვილიდან გამარჯვებული, გადადის მომდევნო ეტაპზე, მანამ სანამდე არ გამოვლინდება ტურნირის გამარჯვებული და საპრიზო ადგილის მფლობელები.
დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართება შეჯიბრის გამარჯვებულების გამოვლენისთანავე.
ზოგადი წესები:

1. არ დაიშვებიან ის ავტომობილები რომლებიც გამზადებულია პროფესიონალური ავტოსპორტისთვის.
2. არ დაიშვებიან ავტომობილები რომლებსაც ეყენება სარბოლო საბურავები, ეგრეთწოდებული „სლიკები“.
3. ფალსტარტი ითვლება წაგებად, უშუალოდ იმ წრის რომელზეც მოხდა ფალსტარტი.
4. რეტარდერზე პირდაპირი დაჯახებით ან ავტომობილის ნახევარ კორპუსზე მეტით გავლა ჩაითვლება იმ წრის წაგებად რომელზეც მოხდა შეჯახება.
5. წაგებად ჩაითვლება ის წრე რომელზეც მონაწილე მოახდენს ნებისმერი მონაკვეთის მოჭრას, მონაკვეთი მოჭრილად ჩაითვლება თუ მონაწილის ავტომობილი ნახევარი კორპუსზე მეტით გადაკვეთავს და დაარღვევს სარბოლო გზის ნაწლს. ხოლო კვალიფიკაციის დროს მსგავსი ქმედება გამოიწვევს 3 წამიან ჯარიმას.
6. რეტარდერის წაქცევაზე არ არის ჯარიმა გარდა მე-4 პუნქტში აღნიშნული შემთხვევებისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
AnDreee   წყვილთა რბოლა: 16-17 აპრილი   Apr 11 2011, 14:12
Achi   გილოცავ შაკო, ძალი...   Apr 17 2011, 20:53
rsk b4   დღეს იეღოვას ფრთებ...   Apr 17 2011, 20:58
ratikobaxa   rsk b4 ზუსტად რა, შა...   Apr 17 2011, 21:04
svd   ვულოცავ გამარჯვებ...   Apr 17 2011, 21:08
svardosanidze   გილოცავ შაკო! მარ...   Apr 17 2011, 21:15
svd   უკვე მეც ვფიქრობ ი...   Apr 17 2011, 21:18
lasha80   შაკოს ვულოცავ და ა...   Apr 17 2011, 21:24
svd   კიდევ ერთი ვიდეო :) <...   Apr 17 2011, 21:52
Dime   შაკო გილოცავ :party: :party...   Apr 17 2011, 21:55
suxooo  
  Apr 18 2011, 01:26
METALLICA     Apr 18 2011, 02:54
dey   მაგარი სურათებია :) ...   Apr 18 2011, 09:52
PAINKILLER  
ციტატ...   Apr 18 2011, 11:34
shota   RACKER შტურმან საღო...   Apr 18 2011, 11:35
Kastera   NetDevil ეგრე არარის ...   Apr 18 2011, 11:36
NetDevil   Kastera ვაა! არ უნდა...   Apr 18 2011, 11:41
shreketa  
ციტატ...   Apr 18 2011, 11:53
shota  
ციტატ...   Apr 18 2011, 12:00
RACKER   ისე ქაჯაია რომ მაგ...   Apr 18 2011, 12:00
SuBchika   METALLICA საგოლ მართლ...   Apr 18 2011, 12:06
SUB 300  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge