|  19 ივნისი, დიდი თევზაობა სიონის მისადგომებთან, რეპორტაჟი | 
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
|  19 ივნისი, დიდი თევზაობა სიონის მისადგომებთან, რეპორტაჟი | 
|  Jun 20 2011, 09:27 
				 გამოხმაურება
					#1
					
				
			 | |
|  Honorary Subaroid        ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5,635 რეგისტრ.: 22-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 40  | 
				როგორც ყველამ იცით დაგეგმილი იყო სათევზაოთ კლუბის წასვლა მაგრამ მსურველთა რიცხვი რომელთაც თევზაობა სურდა მცირე გამოვიდა სამწუხაროთ, მაგრამ ამ მცირე არმიამ მაინც შეძლო და დასახული მიზანი შეასრულა   მოკლედ დაგეგმილი იყო დილით 5 საათზე გავსულიყავით თბილისიდან სიონის მიმართულებით. დილის 4 საათზე თქვენი მონამორჩილი mtiuli ავდექი და გავედი სახლიდან სხვა წამომსვლელებთან შესახვედრად ავლაბარში შევხვდი DAVIDUS-ს და გავემართეთ ვაკეში zimbo-სთან ( იქ პატარა ინციდენტი შეემთხვა ამ უკანასკნელს რომელსაც სათევზაოთ გამზადებული ჭიაყელები გაექცა სააბაზანო ოთახში და ძლივს დაიჭირა დიდი ნაწილი თუმცა სამი ცალი ვერ ნახა რომელის შესახებაც მოგვიანებით შეიტყო მეუღლისგან რომელსაც აბაზანაში შესულს წითელი და თეთრი ჭიაყელები დახვდა მოსეირნე და ტელეფონით ამცნო უკვე გახურებულ თევზაობაში მყოფ zimbo-ს  . დანარჩენს თქვენ მიხვდით როგორ ამცნობდა  ) შემდეგ გაუარეთ ბატონ Kastera-ს და გავემართედ სიონისკენ მაგრამ ჰოი საოცრებავ  ცხვარიჭამიამდე არ მისულებს გზაზე უზარმაზარი მთა დაგვხვდა დავიწყეთ ალტერნატიული გზის ძებნა რომ როგორმე მიგვეღწია დანიშნულების ადგილამდე იმის გამო რომ შეიძლება ჟინვალი-თიანეთის მრიდანაც იგივე საშიშროება იყო რომ გზა იქაც დაკეტილი იქნებოდა გადავწყვიტეთ წავსულიყავით გომბორიდან მოვტრიალდით და გავემართეთ თბილისის შემოვლითი გზით გომბორისაკენ ამ დროს წამოგვეწია მეორე ეკიპაჟი ბატონი SUB 300-ის ხელმძღვანელობით რომელშიც ირიცხებოდნენ ნატონი ToTo მისი მეუღლე და მეგობარი შემოუარეთ თბილისს და დავადექით გომბირის გზას სადაც ულამაზესი ხედები დაგვხვდა           მცირე ოფროუდით მივადექით სიონის ტბას ეგრედ წოდებულ "ინდაურის ფერმების" მხრიდან და გაჩაღდა თევზაობა სამწუხროთ თევზაობაში ისე გავერთე რომ სურათების გადაღევბა არც გამხსენებია მაგარმ ბატონმა SUB 300-მა გადაიღო თევზაობის სურათები და ალბათ ახლო მომავალში დადებს სხვებმაც რომ ნახონ ამ ეტაპზე მხოლოდ ეს არის დანარჩენ სურათებს და ვიდეოებს ცოტახანში დავდებ რომელიც უშუალოდ უკვე დანარჩენი კუბელების მოსვლის შემდეგ არის გადაღებული | 
|  | |
 mtiuli   19 ივნისი, დიდი თევზაობა სიონის მისადგომებთან   Jun 20 2011, 09:27
 mtiuli   19 ივნისი, დიდი თევზაობა სიონის მისადგომებთან   Jun 20 2011, 09:27 
  RACKER   სუბ300 მანიაკი ხა რა...   Jun 20 2011, 12:02
 RACKER   სუბ300 მანიაკი ხა რა...   Jun 20 2011, 12:02
 
  shreketa   Jun 24 2011, 11:05
 shreketa   Jun 24 2011, 11:05 
  giurza   ToTo 
მალადეეეც რა ...   Jun 24 2011, 11:15
 giurza   ToTo 
მალადეეეც რა ...   Jun 24 2011, 11:15
 
  ToTo
 ToTo   
|   |