IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ხმარუი სიარულის/მოხვევი დროს, Subaru Legacy RSK (MT) 2000
Niklolozi
გამოხმაურება Jul 25 2011, 14:15
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,115
რეგისტრ.: 28-July 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 254




რამოდენიმე თემაში დავწერე ჩემი პრობლემის შესახებ, მაგრამ ვერაფერი გავარკვიე ამიტომ ვხსნი ახალ თემას. გთხოვთ წაიკითხოთ ბოლომდე smile.gif.

მოკლედ, 1.5 წლის წინ ჩამოვიყვანე ჩემი ლურჯა და დავდიოდი ბედნიერად, მაგრამ უეცრად თუ ნელ-ნელა თავი იჩინა პრობლემამ, რომელიც სავარაუდოდ თავიდანვე ქონდა ჩემ მანქანას. კერძოდ, სიცხეში სიარულის შემდეგ, მოხვევის დროს მანქანას აქვს საშინელი ხმა, გეგონება ნაწილები დაცვივდება.

ხმა ვერ დავამუღამე ხან წინიდან მოდის, ხანაც უკნიდან.

მაგარ სიცხეში თუ ივლი 100 კმ/სთ-ით, ასე 1 საათი მერე სწორზეც აქვს "ძორგანია" (თითქოს პანღურს გირტყავს ვიღაც sad.gif ), რომელიც თითქოს უკანა მხრიდან მოდის, ნეიტრალუში რომ გქონდეს ჩაგდებული, გადაცემათა კოლოფის ბერკეტზეც იგრძნობა წარტყმა (ეს სულ მაგიჟებს).

გადაცემათა კოლოფში ზეთი შეცვლილი მაქვს, MOTYLGEAR 75W-90 ჩავასხი. აღსანიშნავია ისიც რომ უკანა ხიდში თურმე LSD გარდაცვლილა, თუმცა ზეთს ფერი არ აქვს შეცვლილი (უკანა ხიდის ზეთი არ შემიცვლია).

ამ ყველაფერში უცნაური კი ის არის, ეს სიმტომები მხოლოდ ზაფხულში ეწყება, ანუ როცა მაგრა ცხელა. ზამთარში მთელი დღე გაუჩერებლად, რომ იარო ჩუმად იქნება. ასევე არ ბრაგუნობს დილაობით, ან საღამოს სამსახურის მერე.


გაზაობით და უგზოობაზე მე არ დავდივარ, თბილისში ვმოძრაობ სულ.


ჩემი მანქანა
მარკა: Legacy
წელი: 05/2000
ძრავი: 2.0 Twin Turbo
გადაცემათა კოლოფი: მექანიკური


ნაცნობ ხელოსანთან ვიყავი და ვერ გაიგო ვერაფერი. ან ხიდის ბრალიაო, ან კარობკისო. მე უკანა ხიდს ვაბრალებ. აბა ვის რა იდეები გაქვთ მომაწოდეთ, იქნებ რამე ვუშველო ჩემ მანქანას.


--------------------
I'm so JDM I sleep on the right side of the bed.
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
Niklolozi   ხმარუი სიარულის/მოხვევი დროს   Jul 25 2011, 14:15
shota   Niklolozi მექანიკაა თ...   Jul 25 2011, 14:21
Niklolozi   shota

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge