IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> 30-31 ივლისი დიდი გასეირნება კახისის ტბაზე, რეპორტაჟი
RACKER
გამოხმაურება Jul 31 2011, 21:04
გამოხმაურება #1


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,685
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 10




მოგეხსენებათ რომ ეს შაბათ კვირა კლუბს ქონდა ერთერთი უდიდესი ოფროუდ გასვლა რომლის მიზანი იყო კახისის ტბის მონახულება.
მოკლედ ყველაფერი დაიწყო ასე.
თავიდან იყო იდეა რომ წავსულიყავით შაორის ტბაზე მაგრამ რატომღაც შაორი კახისმა გადაწონა თავისი სირთულეებით, სილამაზით და სიუცხოვით.
კახსზე წასვლა ალბათ ზუსტად იმიტომ გადავწყვიტეთ რომ ბევრი გვეუბნებოდა რომ ვერ ახვალთ საშინელი გზააო. სუბარუს კლუბი კი რისი სუბარუს კლუბია თუ შეუძლებელი არ შეძლო

გასვლა დაიგეგმა 30 აგვისტოს დილის 8:30 ზე მაგრამ როგორც ყოველთვის მაგ დროს არავინ არ მოვიდა საწყალი შრეკეტას გარდა და რათქმაუნდა ასე ადრე ვერ გავედით biggrin.gif იმ ელემენტარული მიზეზის გამო რომ გაჭაპურის შეკვეთა 9 საათზე მივეცი და გვითხრეს 1 საათში იქნებაო biggrin.gif
მოკლედ როგორც ყოველთვის ყვლანი შივიკრიბეთ გუდვილთან, ავიღეთ ხაჭაპურები და გავქუსლეთ კახისის ტბის დასალაშქრად.
თბილისიდან დავიძარით 6 მანქანა შესაბამისი ეკიპაჟით
1)RACKER-mta007. kastera. netdevil
2)DATOXACHI-shakotevzuka. sub300. davidua
3)DEY-temo. elioza
4)LASHA80-crimsona. mixa. mulgazanzarai (გელაbiggrin.gif)
5)XRINCO-ცოლი და ბეევრი ბალღები biggrin.gif
6)KUBLICHA-SREKETA

გზა თბილისიდან გორამდე მშვენიერი იყო მხოლოს სიცხვე გვიშლინდა ნერვებს ჩემ ეკიპაჟს. კონდიციონერის გაუმართაობის გამო ოფლს ვღვრიდით ოხრად, სახეს და ხელებს კი ცხელი ნიავით ვიგრილებდით.
გორის მისადგმობეთან შემოგვიერთდა ბატონი ტოტორიკა თავისი ოჯახით და გავემართეთ აგარაში ბატონინუგოს ასათვისებლად biggrin.gif. სამწუხაროდ ნუგოს რაღაც პრობლემები შეექმნა და აგარაში ვერად დაგვხდა სოფელში ოუწია უკან დაბრუნება თუმცა ჯერ ეს ყველაფერი არაა. განვაგრძეთ გზა. ეხლა უკვე გეზი ბორჯომისკენ ავიღეთ რათა იქ ბატონი ვაჟა შემოგვერთებოდა.
როგორც იქნა ჩავედით ბორჯომში და უვებ ოთარიკას ზარი გაისმა დამელოდეთ მეც მოვდიბარ ყველაფერი მვაგვარეო biggrin.gif
ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა. ვაჯიკასთან ერთად ბორჯომის პოლიციის წინ (სადაც კუბლიჩამ თავისი მანქანა დატოვა და ვაჟიკას გადაჯდა თავისივე პასაჯირით) ველოდებოდით ნუგოს, რომელი ცეცხლოვანი სივიკით გამწარებული მოემართებოდა გომიდან ბორჯომისაკენ.
სანამ ნუგო გაოფლილი რულს აქანჯალებდა წინ უკან და სიჩქარეების რიჩაგს და ძრავს უსაშინლეს ექსპლუატაციას უწევდა, ოღრაშთა საზოგადოებამ (რომელთაც არ დავასახელებ) სუბ300 თან ერთად მოინდომეს ბორჯომისი კულტურული მუზეუმის დათვვალიერება და ბორჯომის მეკოვზეობასი გარკვევა biggrin.gif თუმცა ჯერ კიდევ საკითხავიანი ისინი კოვზების სანახავად იყვნენ უნდა ულამაზესი გიდი მარგალიტას სანაგავად biggrin.gif
სანამ ჩვენი მეგობრები მარგალიტას ათვალიერებდნენ კლუბის თავმჯდომარებ და ჩვენმა ,თლად უფროსმა გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა თავისი კლუბისთვის და ყველას ნაყინები გვიყიდააა biggrin.gif
მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ამ შუა საჩუქრების გადაუშავბის დროს ოტარიკაც მოვიდააა. უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ სწრაფად მოაღწია ჩვენამდე.
რადგა უკვე სრული შემადგენლობით ვიყავით გადავახარის გადმოვახარისხეთ მანქანები და მივიღეთ მანქანების და მგზავრების ესეთი მდგომარეობა
1)RACKER-mta007. kastera. netdevil
2)DATOXACHI-shakotevzuka. sub300. davidua
3)DEY-temo. elioza
4)LASHA80-crimsona. mixa. mulgazanzarai (გელაbiggrin.gif)
5)XRINCO-ცოლი და ბეევრი ბალღები biggrin.gif
6)vajika- KUBLICHA. SREKETA. otarika
7)toto-ცოლი +ბავშვი
კუბლიჩამ და ოთარიკამ დატოვეს მანქანები და გადაუჯდნენ ვაჯიკას.
შეუდექით გზას კახისი ტბისკენ.
ვიცოდით რომ გზა რთული იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. სუბ300 მთელი თავისი ინვერტარი ქონდა წამოღებული რითაც თითქმის ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეგვეძლო და შევძელით კიდეც.
მოკლედ მივადექით სოფელ ჭობისხევს საიდანაც კითხვაკითხვით უნდა ავსულიყავით ტბაზე.
გზა თავიდან არცთუიე რთული იყო. გრუნტიანი გზა ბევრი მტვერი და ვაჟიკა ზანოსში biggrin.gif რტომღაც გვეგონა რომ მთელი გზა ესეთი იქნებოდა და გულში დავცინოდით კიდევაც იმ აზრს რომ შეიძLება ზემოთ ვერ ავსულიყავით.
პირველი პრობლემები მაშინ დაიწყო როცა დასახლებულ პუნქტს გავცდით და შევუდექით საშინელ აღმართებს სადაც უზარმაზარი ქვები და საშინელი ურალის გაჭრილი კალეები იყო. ტრასაზე მიჩვეული ყველას კონდიციონერი ქონდა ჩართული და მიუყვებოდა ამ საშინელ გზას მაგრამ ლანკასტერს გაგრილების სისტემამ უმტყუნა და წყალი გაუცხელა, თუმცა შემდეგ გაირკვა რომ ეს რადიატორში წყლის ნაკლებობის გამო იყო გამოწვეული. ამის შემდეგ კონდიციონერი კი ყველამ გამორთო მაგრამ ჩართვასაც არ ქონდა აზრი. მგზავრები ყველა გარეთი იყო გაკვირვებულები უყურებდნენ ქვქბზე მოხტუნავე ფორესტერებს და ლანკასტერებს. ზტურმანის და გზის კარნახის გარეშე თითქმის შეუძლებელი იყო იმ გზის დაძლევა, თან ხანდახან გზის ქვებისგან გაწმენდა ან პირიქით ქვების ჩაყრა და იამების ამოვსება იყო საჭირო.
არ შემიძლია აქ არ ავღნიშნო კლუბის ერთსულოვნება, ყველა იმაზე ფიქრობდა რით დახმარებოდნენ მძღოლებს ზოგი ქვებს ზიდავდა ზოგი კარნახობდა ზოგიც კი ფოტოგრაფობდა.
შემდეგი დაბრკოლება ცოტა უფრო სერიოზული იყო ვიდრა წინა. დათოხაციმ საბურავი გაჭრა წვეტიან ქვაზე ისე რომ ის საბურავი ვულკანიზაციის რეკლამის გასაკეთებლადაც არ გამოდგებოდა.
რადგან ყველა იაპონურ სუბარუ ზაპასკა ბუბლიკი აქ ამიტომ ამერიკული ფორესტერის ზაპასკა გხდა საჭირო. სანამ ბიჭები საბურავს ცვლიდნე დანარჩენმა ეკიპაჟებმა გზა განვაგრძეთ და ნელანელა წინ მივიწევდირ როცა სრულიან უწყინარ ადგილას თითქმის სწორზე წინა საბურავის გამოსროლილი ქვა ერთერთ ფორესტერს კარობკის კარტერის ქვეშ მოხვდა და ეს გასრულა არცთუისე კარგი შედეგით დასრლდა.
პირველათ არ ვიცოდით რა გვექნა რით გვეშველა გახრეტილი კარტერისთვის მაგრამ სუბ300 ის მარჯვე ხელებმა მოახერხე მისი გამთელება და ამქვეყნად დაბრუნება biggrin.gif
სანამ კარტერების საბურავების გლეჯვასს დავიწყებდით მანამდე ადგილობრივი კაცი შეგვხდა და დაგვაიმედა რომ თითქმის ასულები ვიყავით მაშინ როცა ჯერ მხოლოდ გზის 10% გვქონდა გავლილი biggrin.gif
შესაბამისად იმ ბაბუს ეხლაც ცუდად მოვიხსენიებ ჩემს გულში.
რათქმაუნდა ამ დაბრკოლბებმა ვერ მოახერხა ცვენი სულისკევეთის დაცემა და გზას ისევ ამაყად განვაგრობდით. არ შემიძლია არ ავღნიშნო ლანკასტერის ვდც-ს ძალა.
მაგ მანქანას რომ ცოტა მეტი კლირენსი ქონდეს ვერცერთი ფორიკა ახლოსაც ვერ მივა.
3.0 პლიუს ვდც მართლა ბევრს ნიშნავს თურმე. სადაც ფორიკები დიაგონალკებს იკიდებდნენ და წვალობდნენ ლანკასტერი ამაყად გადადიოდა.

ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით პატარა დასახლებას რომელსაც როგორც იქაურებმა გვითხრეს დაბაძველი ერქვა.
სანამ ჩვენ კარტერებს და საბურავებს ვებრძოდით ვაჟიკა წინ გაიქცა და უკვე ტბაზე ამოყო თავი.
ჩვენ კიდე გზად პატარა ტბა შეგვხვდა (გუბე) და რატომღაც ეს გუბე გვეგონა კახისის ტბა რამაც დიდი გულდაწყვეტა გამოიწვია. თუმცა მალევე გაირკვა რომ ეს გუბე კახისი არ იყო და ეს უკანასკნელი კი იქვე იყო შორიახლოს.
ამასობაში ვაჟიკა უკან დაბრუნდა რათა ჩვენთვის ტბისკენ გზა ეჩვენებიდა და ავეყვანეთ ბანაკის ადგილას.
როგორც იქნა ავაღწიეთ ტბაზე სადაც ადგილობრივების პლიაჟი და გასართობი ცენტრი დაგვხვდაbiggrin.gif თუმცა ჩვენ მაინც ჩვენთვის წყნარად ჩვენი კუტოკი მოვაწყვეთ და ბანაკიც დავეციით, მაგრამ სანამ ხალხი კარბებს აშენებდა ზოგის ხეებრს რგავდა და ზოგიც კიდე რას აკეთებდა კაცმა არ იცის ბატონმა ტოტოტოტორიკმა მანქანის 1 მეტრით წინ გაწევის დროს მატორის კარტერი იქვე ქვაზე დატოვაა biggrin.gif
რათმქაუნდა აქაც ყოვლისშემძლე ექიმი სუბ300 მოევლინა მხსნელად ტოტორიკას და მასაც დაუსვარკა კარტერი.

რადგან იმ პატარა 12 კილომეტრიანი გზის გავლას 5 საათი მოგვინდა რაც გათვლილი აქ გვქონდა, ჩასვლიდან საკმაოდ მალე დაღამდა, თუმცა მოცურავე სელაპებისთვის ღამეს ხელი შეუშლია.
როგორც ყოველთვის ხალხი დაიყო და ყველა სხვადასხვა საქმეს აკეთებდა.
ზოგი ბანაობდა,ზოგი მწვადს წვავდა, ვაჟა თავის საფრმო კერძს ამზადებდა, ზოგიც კი კარტს თამაშობდა.
სუფრას ბატონი ვაჟა უძღვებოდა.
მე მინდა ავღნიშნო რომ ვაჟა საკმაოდ ბედნიერეი ადამიანია.
მას წილად ხვდა პატივი ეთამადა ისეთ სუფრაზე სადაც სადღეგრძელოს მანქანის ტურინებით სვამენ. ამ ფაქტების ამსახველ ფოტოვიდეომასალას იხილივათ.
როგორც ყოვეთვის სუფრა ძალიან კარგათ ლამაზათ მხიარულად და სიცილხარხარით მიდიოდა.
ამაზე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ მითუმეტეს როცა მოსაყოლი კიდევ ბევრია.
ბანაკში უმრავლესობას არ ქონდა კარავი შესაბამისად მინდორზე მოგვიწია დაძინება ზოგს სპალნი მეშოკით ზოგს მეშოკით და ზოგს კიდე ფუშფუშებიანი ლეიბით biggrin.gif
დილა როგორც ყოველთვის გაორმაგებული დიამეტრის თავებით დაიწყო და წითელი თვალებით მაგრამ წამალი იხვად ქონდა დათოხაჩის და თეზუკას გადამალული.
7 საათზე უკვე ბანაკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მედდა დათოხაჩიმ პაციენტების მკურნალობა დაიწყო უტყუარი საშუალებებით

მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დილის მოთელვების შემდე ერთI კარგათ დავისვენეთ ყველამ ჩრდილში, ზოგმა წყალში, ზოგმაც კიდე ნავში.
ჩვენ სახლში დაბრუნებას წვინა ემუქრებოდა.
ამიტომ ნისლის წამოსვლის შემდეგ იძულებულები გავხდით აგვეყარა ბანაკი და სახლიკენ აგვეღო გეზი.
და ასეც მოვიქეცით.

უკანა გზა შედარებით მარტივი იყო იმიტომ, რომ გზა უკვე ვიცოდით და შესაბამისად ტრაექტორიებიც.

მოკლედ მეგობრებო ყველას დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ერთმანეთის გვერდში დგომისთვის და იმ ლამაზი წუთებისთვის რაც იქ გავატარეთ.
მადლობთ ყურადღებისვის
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
RACKER   30-31 ივლისი დიდი გასეირნება კახისის ტბაზე   Jul 31 2011, 21:04
GRINGO   სურათები დაიდოს!...   Jul 31 2011, 21:14
kublicha   RACKER წავიკითხე ბო...   Jul 31 2011, 21:23
ToTo  
ციტატ...   Aug 2 2011, 12:53
shreketa  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge