![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,685 რეგისტრ.: 9-April 09 მომხმარებელი № 10 ![]() |
მოგეხსენებათ რომ ეს შაბათ კვირა კლუბს ქონდა ერთერთი უდიდესი ოფროუდ გასვლა რომლის მიზანი იყო კახისის ტბის მონახულება.
მოკლედ ყველაფერი დაიწყო ასე. თავიდან იყო იდეა რომ წავსულიყავით შაორის ტბაზე მაგრამ რატომღაც შაორი კახისმა გადაწონა თავისი სირთულეებით, სილამაზით და სიუცხოვით. კახსზე წასვლა ალბათ ზუსტად იმიტომ გადავწყვიტეთ რომ ბევრი გვეუბნებოდა რომ ვერ ახვალთ საშინელი გზააო. სუბარუს კლუბი კი რისი სუბარუს კლუბია თუ შეუძლებელი არ შეძლო გასვლა დაიგეგმა 30 აგვისტოს დილის 8:30 ზე მაგრამ როგორც ყოველთვის მაგ დროს არავინ არ მოვიდა საწყალი შრეკეტას გარდა და რათქმაუნდა ასე ადრე ვერ გავედით ![]() ![]() მოკლედ როგორც ყოველთვის ყვლანი შივიკრიბეთ გუდვილთან, ავიღეთ ხაჭაპურები და გავქუსლეთ კახისის ტბის დასალაშქრად. თბილისიდან დავიძარით 6 მანქანა შესაბამისი ეკიპაჟით 1)RACKER-mta007. kastera. netdevil 2)DATOXACHI-shakotevzuka. sub300. davidua 3)DEY-temo. elioza 4)LASHA80-crimsona. mixa. mulgazanzarai (გელა ![]() 5)XRINCO-ცოლი და ბეევრი ბალღები ![]() 6)KUBLICHA-SREKETA გზა თბილისიდან გორამდე მშვენიერი იყო მხოლოს სიცხვე გვიშლინდა ნერვებს ჩემ ეკიპაჟს. კონდიციონერის გაუმართაობის გამო ოფლს ვღვრიდით ოხრად, სახეს და ხელებს კი ცხელი ნიავით ვიგრილებდით. გორის მისადგმობეთან შემოგვიერთდა ბატონი ტოტორიკა თავისი ოჯახით და გავემართეთ აგარაში ბატონინუგოს ასათვისებლად ![]() როგორც იქნა ჩავედით ბორჯომში და უვებ ოთარიკას ზარი გაისმა დამელოდეთ მეც მოვდიბარ ყველაფერი მვაგვარეო ![]() ჩვენც სხვა რა გზა გვქონდა. ვაჯიკასთან ერთად ბორჯომის პოლიციის წინ (სადაც კუბლიჩამ თავისი მანქანა დატოვა და ვაჟიკას გადაჯდა თავისივე პასაჯირით) ველოდებოდით ნუგოს, რომელი ცეცხლოვანი სივიკით გამწარებული მოემართებოდა გომიდან ბორჯომისაკენ. სანამ ნუგო გაოფლილი რულს აქანჯალებდა წინ უკან და სიჩქარეების რიჩაგს და ძრავს უსაშინლეს ექსპლუატაციას უწევდა, ოღრაშთა საზოგადოებამ (რომელთაც არ დავასახელებ) სუბ300 თან ერთად მოინდომეს ბორჯომისი კულტურული მუზეუმის დათვვალიერება და ბორჯომის მეკოვზეობასი გარკვევა ![]() ![]() სანამ ჩვენი მეგობრები მარგალიტას ათვალიერებდნენ კლუბის თავმჯდომარებ და ჩვენმა ,თლად უფროსმა გადაწყვიტა საჩუქარი გაეკეთებინა თავისი კლუბისთვის და ყველას ნაყინები გვიყიდააა ![]() მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელოთ ამ შუა საჩუქრების გადაუშავბის დროს ოტარიკაც მოვიდააა. უნდა ვაღიარო რომ საკმაოდ სწრაფად მოაღწია ჩვენამდე. რადგა უკვე სრული შემადგენლობით ვიყავით გადავახარის გადმოვახარისხეთ მანქანები და მივიღეთ მანქანების და მგზავრების ესეთი მდგომარეობა 1)RACKER-mta007. kastera. netdevil 2)DATOXACHI-shakotevzuka. sub300. davidua 3)DEY-temo. elioza 4)LASHA80-crimsona. mixa. mulgazanzarai (გელა ![]() 5)XRINCO-ცოლი და ბეევრი ბალღები ![]() 6)vajika- KUBLICHA. SREKETA. otarika 7)toto-ცოლი +ბავშვი კუბლიჩამ და ოთარიკამ დატოვეს მანქანები და გადაუჯდნენ ვაჯიკას. შეუდექით გზას კახისი ტბისკენ. ვიცოდით რომ გზა რთული იქნებოდა და ამისთვის მზად ვიყავით. სუბ300 მთელი თავისი ინვერტარი ქონდა წამოღებული რითაც თითქმის ყველანაირი პრობლემის მოგვარება შეგვეძლო და შევძელით კიდეც. მოკლედ მივადექით სოფელ ჭობისხევს საიდანაც კითხვაკითხვით უნდა ავსულიყავით ტბაზე. გზა თავიდან არცთუიე რთული იყო. გრუნტიანი გზა ბევრი მტვერი და ვაჟიკა ზანოსში ![]() პირველი პრობლემები მაშინ დაიწყო როცა დასახლებულ პუნქტს გავცდით და შევუდექით საშინელ აღმართებს სადაც უზარმაზარი ქვები და საშინელი ურალის გაჭრილი კალეები იყო. ტრასაზე მიჩვეული ყველას კონდიციონერი ქონდა ჩართული და მიუყვებოდა ამ საშინელ გზას მაგრამ ლანკასტერს გაგრილების სისტემამ უმტყუნა და წყალი გაუცხელა, თუმცა შემდეგ გაირკვა რომ ეს რადიატორში წყლის ნაკლებობის გამო იყო გამოწვეული. ამის შემდეგ კონდიციონერი კი ყველამ გამორთო მაგრამ ჩართვასაც არ ქონდა აზრი. მგზავრები ყველა გარეთი იყო გაკვირვებულები უყურებდნენ ქვქბზე მოხტუნავე ფორესტერებს და ლანკასტერებს. ზტურმანის და გზის კარნახის გარეშე თითქმის შეუძლებელი იყო იმ გზის დაძლევა, თან ხანდახან გზის ქვებისგან გაწმენდა ან პირიქით ქვების ჩაყრა და იამების ამოვსება იყო საჭირო. არ შემიძლია აქ არ ავღნიშნო კლუბის ერთსულოვნება, ყველა იმაზე ფიქრობდა რით დახმარებოდნენ მძღოლებს ზოგი ქვებს ზიდავდა ზოგი კარნახობდა ზოგიც კი ფოტოგრაფობდა. შემდეგი დაბრკოლება ცოტა უფრო სერიოზული იყო ვიდრა წინა. დათოხაციმ საბურავი გაჭრა წვეტიან ქვაზე ისე რომ ის საბურავი ვულკანიზაციის რეკლამის გასაკეთებლადაც არ გამოდგებოდა. რადგან ყველა იაპონურ სუბარუ ზაპასკა ბუბლიკი აქ ამიტომ ამერიკული ფორესტერის ზაპასკა გხდა საჭირო. სანამ ბიჭები საბურავს ცვლიდნე დანარჩენმა ეკიპაჟებმა გზა განვაგრძეთ და ნელანელა წინ მივიწევდირ როცა სრულიან უწყინარ ადგილას თითქმის სწორზე წინა საბურავის გამოსროლილი ქვა ერთერთ ფორესტერს კარობკის კარტერის ქვეშ მოხვდა და ეს გასრულა არცთუისე კარგი შედეგით დასრლდა. პირველათ არ ვიცოდით რა გვექნა რით გვეშველა გახრეტილი კარტერისთვის მაგრამ სუბ300 ის მარჯვე ხელებმა მოახერხე მისი გამთელება და ამქვეყნად დაბრუნება ![]() სანამ კარტერების საბურავების გლეჯვასს დავიწყებდით მანამდე ადგილობრივი კაცი შეგვხდა და დაგვაიმედა რომ თითქმის ასულები ვიყავით მაშინ როცა ჯერ მხოლოდ გზის 10% გვქონდა გავლილი ![]() შესაბამისად იმ ბაბუს ეხლაც ცუდად მოვიხსენიებ ჩემს გულში. რათქმაუნდა ამ დაბრკოლბებმა ვერ მოახერხა ცვენი სულისკევეთის დაცემა და გზას ისევ ამაყად განვაგრობდით. არ შემიძლია არ ავღნიშნო ლანკასტერის ვდც-ს ძალა. მაგ მანქანას რომ ცოტა მეტი კლირენსი ქონდეს ვერცერთი ფორიკა ახლოსაც ვერ მივა. 3.0 პლიუს ვდც მართლა ბევრს ნიშნავს თურმე. სადაც ფორიკები დიაგონალკებს იკიდებდნენ და წვალობდნენ ლანკასტერი ამაყად გადადიოდა. ბევრი ვიარეთ თუ ცოტა მივადექით პატარა დასახლებას რომელსაც როგორც იქაურებმა გვითხრეს დაბაძველი ერქვა. სანამ ჩვენ კარტერებს და საბურავებს ვებრძოდით ვაჟიკა წინ გაიქცა და უკვე ტბაზე ამოყო თავი. ჩვენ კიდე გზად პატარა ტბა შეგვხვდა (გუბე) და რატომღაც ეს გუბე გვეგონა კახისის ტბა რამაც დიდი გულდაწყვეტა გამოიწვია. თუმცა მალევე გაირკვა რომ ეს გუბე კახისი არ იყო და ეს უკანასკნელი კი იქვე იყო შორიახლოს. ამასობაში ვაჟიკა უკან დაბრუნდა რათა ჩვენთვის ტბისკენ გზა ეჩვენებიდა და ავეყვანეთ ბანაკის ადგილას. როგორც იქნა ავაღწიეთ ტბაზე სადაც ადგილობრივების პლიაჟი და გასართობი ცენტრი დაგვხვდა ![]() ![]() რათმქაუნდა აქაც ყოვლისშემძლე ექიმი სუბ300 მოევლინა მხსნელად ტოტორიკას და მასაც დაუსვარკა კარტერი. რადგან იმ პატარა 12 კილომეტრიანი გზის გავლას 5 საათი მოგვინდა რაც გათვლილი აქ გვქონდა, ჩასვლიდან საკმაოდ მალე დაღამდა, თუმცა მოცურავე სელაპებისთვის ღამეს ხელი შეუშლია. როგორც ყოველთვის ხალხი დაიყო და ყველა სხვადასხვა საქმეს აკეთებდა. ზოგი ბანაობდა,ზოგი მწვადს წვავდა, ვაჟა თავის საფრმო კერძს ამზადებდა, ზოგიც კი კარტს თამაშობდა. სუფრას ბატონი ვაჟა უძღვებოდა. მე მინდა ავღნიშნო რომ ვაჟა საკმაოდ ბედნიერეი ადამიანია. მას წილად ხვდა პატივი ეთამადა ისეთ სუფრაზე სადაც სადღეგრძელოს მანქანის ტურინებით სვამენ. ამ ფაქტების ამსახველ ფოტოვიდეომასალას იხილივათ. როგორც ყოვეთვის სუფრა ძალიან კარგათ ლამაზათ მხიარულად და სიცილხარხარით მიდიოდა. ამაზე მოყოლით თავს არ შეგაწყენთ მითუმეტეს როცა მოსაყოლი კიდევ ბევრია. ბანაკში უმრავლესობას არ ქონდა კარავი შესაბამისად მინდორზე მოგვიწია დაძინება ზოგს სპალნი მეშოკით ზოგს მეშოკით და ზოგს კიდე ფუშფუშებიანი ლეიბით ![]() დილა როგორც ყოველთვის გაორმაგებული დიამეტრის თავებით დაიწყო და წითელი თვალებით მაგრამ წამალი იხვად ქონდა დათოხაჩის და თეზუკას გადამალული. 7 საათზე უკვე ბანაკის სამხრეთ დასავლეთ ნაწილში მედდა დათოხაჩიმ პაციენტების მკურნალობა დაიწყო უტყუარი საშუალებებით მოკლედ ბევრი რომ არ გავაგრძელო დილის მოთელვების შემდე ერთI კარგათ დავისვენეთ ყველამ ჩრდილში, ზოგმა წყალში, ზოგმაც კიდე ნავში. ჩვენ სახლში დაბრუნებას წვინა ემუქრებოდა. ამიტომ ნისლის წამოსვლის შემდეგ იძულებულები გავხდით აგვეყარა ბანაკი და სახლიკენ აგვეღო გეზი. და ასეც მოვიქეცით. უკანა გზა შედარებით მარტივი იყო იმიტომ, რომ გზა უკვე ვიცოდით და შესაბამისად ტრაექტორიებიც. მოკლედ მეგობრებო ყველას დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ერთმანეთის გვერდში დგომისთვის და იმ ლამაზი წუთებისთვის რაც იქ გავატარეთ. მადლობთ ყურადღებისვის |
|
|
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,121 რეგისტრ.: 5-May 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 67 ![]() |
სურათები დაიდოს!!!
![]() მარა ესენი ისეთი დაღლილები იქნებიან კლავიტურასთანაც რომ მოაღწიონ ეგეც მიღწევა იქნება ![]() მიხარია მშვიდობით რომ დაბრუნდით.. ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#3
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,551 რეგისტრ.: 18-May 09 მომხმარებელი № 99 ![]() |
RACKER
წავიკითხე ბოლომდე, დაგიფასე შრომა ![]() ბორჯომში ცოტა ხანი შევყოვნდი, და რომ მოიღბურბლა და რამდენიმე წვეთი დამეცა, მაგრად ავნერვიულდი. დავიწყე ისტერიული რეკვა შენთან, რომ მეცნობებინა, მაგრამ ბოროტი ავტომოპასუხე მეუბლებოდა აბონენტი მიუწვდომელიაო. ციტატა(RACKER @ 31st July 2011 - 22:04) [snapback]298394[/snapback] კალეები იყო დაჟე ერთი კალე არ ვიკმარეთ დე "ები" წავიყვანეთ? ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#4
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,690 რეგისტრ.: 10-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 16 ![]() |
დოკუმენტები დავთოდ ხალხნო დოკუმენთები
![]() ![]() ![]() ![]() მართლაც საოცარი სიამოვნება მივიღე მე პირადად დაღლას რო თავი დავანებოთ..ნუ ვარდი უეკლოდ ვის მოუკრეფია .მარა ოფროუდი იყო უსერიოზულესი , მართლაც რომ შეუძლებელი შევძელით, და საღოლ მინდიას იმ გზაზე მარტო რო წავიდა მეუღლესთან ერთად. |
|
|
![]()
გამოხმაურება
#5
|
|
![]() Dat.. STI101 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 17,288 რეგისტრ.: 9-April 09 მომხმარებელი № 14 ![]() |
რაკერ ბუმბერაზი მწერალი ხარ ამის მერე შენ
![]() სურათები დაიდოოოოოოს |
|
|
![]()
გამოხმაურება
#6
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,690 რეგისტრ.: 10-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 16 ![]() |
ციტატა(kublicha @ Jul 31 2011, 22:23) [snapback]298397[/snapback] RACKER მაგრამ ბოროტი ავტომოპასუხე მეუბლებოდა აბონენტი მიუწვდომელიაო. სხვათაშორის დღეს რაღაც მომენტში უცბათ SMS მომივიდა გამოტოვებული ზარებიო დავხედე და 1 კუბუკზე იჭერდა ტელეფონი , ბილაინი მაინც სულ სხვაა ![]() ![]() აუ ტელეფონი დამჩა ერთაწმინდაში თორე დავდებდი ცოტაოდენ სურათს |
|
|
![]()
გამოხმაურება
#7
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 7,890 რეგისტრ.: 15-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 19 ![]() |
sagol tqven! vamayob rom am klubis wevri var.
samwuxarod amjerad ver wamovedi racker respect!!! srifrze ar damzraxot, xaragaulidan vpostav telefonit ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#8
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 3,168 რეგისტრ.: 15-July 10 მდებარ.: ქუთაისი მომხმარებელი № 1,260 ![]() |
RACKER
კიდევ ერთი რეპორტაჯი მაღალ დონეზე შესრულებით ![]() აბა ფოტო მასალა სადააა |
|
|
![]()
გამოხმაურება
#9
|
|
XRINCO ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5,687 რეგისტრ.: 28-December 09 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 669 ![]() |
არ დაიზაროთ , ყველამ ვინც სურათებს და ვიდეოებს იღებდა უკლებლივ დადეთ
|
|
|
![]()
გამოხმაურება
#10
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,360 რეგისტრ.: 3-May 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 60 ![]() |
საღოლ შოთი მაგარი რეპორტაჟია
მართლაც რომ ძალიან რთული გზა იყო ჩვენი მანქანებისთვის , მაგრამ არაჩვეულებრივად გავართვით თავი იმდენად მოვიწამლე რომ ძალიან დიდი სურვილი მაქვს ჩემი მანქანით ვიარო ესეთ ადგილებში ![]() პილოტების საყურადღებოდ , გასვლის შედეგად ვინც რა დააზიანეთ და ჩემი სპეციალობით არის, ან შევძლებ დახმარებას , ბოქსებში ამოდით აუცილებლად ციტატა(RACKER @ 31st July 2011 - 22:04) [snapback]298394[/snapback] მოკლედ მეგობრებო ყველას დიდი მადლობა მინდა მოგიხადოთ ერთმანეთის გვერდში დგომისთვის და იმ ლამაზი წუთებისთვის რაც იქ გავატარეთ. +11111 |
|
|
![]()
გამოხმაურება
#11
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 726 რეგისტრ.: 27-February 10 მდებარ.: Varketili მომხმარებელი № 857 ![]() |
ყოჩაღ თქვენ ბიჭებო მაგრები ხართ
![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#12
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,720 რეგისტრ.: 13-August 10 მდებარ.: TBILISI მომხმარებელი № 1,323 ![]() |
მაგრები ხართ.
რაკერ ისე მაგრად დაწერე ყველაფერი, ჩემი თავი იქ წარმოვიდგინე. |
|
|
![]()
გამოხმაურება
#13
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 4,085 რეგისტრ.: 2-March 10 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 866 ![]() |
ვახ თქვენ შემოგევლეთ რა.......
ეხლა დორბლებს ვყრი და ფოტო ვიდეო მასალას ველოდები |
|
|
![]()
გამოხმაურება
#14
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 10,484 რეგისტრ.: 7-August 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 286 ![]() |
ყველაფერი ძალიან კარგი, მაგრამ ერთი რამე გამაგებინეთ და მერე დავიძინებ, ოთარიკა იყო თუ ნუგო ბოლო ბოლო
![]() დანარჩენ ამბებს კიდე ხვალ წავიკითხავ ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#15
|
|
Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,608 რეგისტრ.: 14-December 10 მდებარ.: rustavi, megobrobis gamz. მომხმარებელი № 1,697 ![]() |
ჰონდით მოქროდა სწრაფადო. ვინაიდან ჰონდა სივიკი ოთარიკს ყავს და სწრაფადაც ეგ დაქრის ესეიგი ეგ იყო, |
|
|
![]()
გამოხმაურება
#16
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,162 რეგისტრ.: 28-August 10 მდებარ.: Tbilisi, Georgia მომხმარებელი № 1,361 ![]() |
ყოჩაღ ბიჭებო, მაგრები ხართ!!!
ბევრი ფოტოები დაიდოს - ისიც გვეყოფა რომ ვერ წამოვედით და ამ ყველაფრის მომსწრე არ ვართ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#17
|
|
![]() Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 129 რეგისტრ.: 9-September 09 მომხმარებელი № 373 ![]() |
სალამი საზოგადოებას.... ეხლა გადავყარე ფოტოები და ნელნელა წამოვა.....
|
|
|
![]()
გამოხმაურება
#18
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,690 რეგისტრ.: 10-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 16 ![]() |
mulgazanzari
აუ პიქს .გე ზე არ ატვირთო რააა ვერ ვხსნი ყველაზე კარგი ესაა მგონი http://imageshack.us/ არავის პრობლემა არ ექნება ნახვის |
|
|
![]()
გამოხმაურება
#19
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
ძალიან კარგი გასვლა იყო. ერთერთი ურთულესი. თითQმის დაძლეული რომ გვქონდა გზის 95% რამოდენიმე მძღოლს ნერვებმა უმტყუნა და ამ მარშუტის დამგეგმავს და იდეის ავტორებს ნაჯახით აჩEხვა დაუპირეს მარა ყველაფერი მშვიდდ დამთAვრდა
![]() ყველაზე დიდი მადლობა უნდა მოვუხადოთ სუბ-300-ს, მემგონი ადვილი არ უნდა იყოს ნახადუ მანქანაზე, რომლის კარტერიდანაც ადუღEბული ზეთი წურუწით გადმოდის, ამ ყველაფერის ხელით შეჩერება და სუხოი სვარკით შეკეთEბა !!! რესპექტ ყველანი ძალიან დავიღAლეთ, მძღოლებზე მეტად შტურმანები დაიღAლნენ. უკანა გზაზე 3 მანქანას ვშტურმანობი, ლანკასტერს, ტოტორინიოს და ხრინწოს. ასევე სხვებიც გადანაწილებულები იყვნენ და ესე ნაბიჯ ნაბიჯ მოგვყავდა მანქანები ზევით 5 საათი და ქვევით 3 საათი ![]() ყველაზე მაგარი მომენტი იყო, როდესაც სრულიად გათAნგულები, გადაღლილები და მზით დამწვრები ტბის გამოსადეგ ნაპირთAნ მიედით და სელაპებივით შიგნით გადავეშვით..... იფ იფ იფ ......... ფოტო-ვიდეო რეპორტაჟიც იქნება დღEს, უბრალოდ ცოა დავაცადოთ ბიჭებს, დარწმუნებული ვარ რომ უმეტესობას კიდევ სძინავს და ვერ გამოსულა მდგომარეობიდან ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#20
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 25 რეგისტრ.: 21-August 09 მომხმარებელი № 311 ![]() |
დავიწყე ატვირთვა მარა ძაან ბევრია როგორც კი მორჩება ასე 20 წუთში ლინკიც გაიჩითება.
|
|
|
![]() ![]() |