IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ზეთის ფილტრი, ტექნიკური მონაცემები
GRINGO
გამოხმაურება Aug 9 2011, 17:12
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,121
რეგისტრ.: 5-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 67




ძალიან ბევრი დაიწერა ფილტრებთან დაკავშირებით და ამის გამო გადავწყვიტე გამეჭრა და უფრო ახლოს მენახა თუ რა და როგორ დევს ზეთის ფილტრში, კერძოდ იმაში რომელიც წინა შეცვლაზე დავაყენე, რომელიც ერთ-ერთ მაღაზიაში შემომთავაზეს (არ ვასახელებ შეგნებულად).

HENGST H97W06
თუ შევალთ
HENGST-ს ოფიციალურ საიტზე ვნახავთ რომ აღნიშნული ფილტრი კატალოგის მიხედვით სუბარუს ყველა ძრავზე მიდის.




ზომები: სიმაღლე 7cm, დიამეტრი 7cm, ესეც უფრო მეტი თვალსაჩინოებისთვის:




ფილტრს გააჩნია ზეთის შემშვები 6 ნახვრეტი, თითოს დიამეტრი 0.6 cm



ამ ფილტრს აქვს გადმოღვრის საწინააღმდეგო კლაპანი, რომელიც საჭიროა თუ ფილტრი არ აყენია ვერტიკალურ მდგომარეობაში ზეთის დაცლის თავიდან ასაცილებლად, (სუბარუს ძირითადა ვერტიკალურად უყენია ფილტრები) ეს კლაპანი მშვენივრად ასრულებდა თავის დანიშნულებას, დავტოვე ერთი დღის განმავლობაში გადმოტრიალებული და ზეთი გადმოღვრილი არ იყო.




ფილტრის კარტრიჯის ქვედა მხარესა აქვს საკმაოდ სიმპათიური კლაპანი (ჩემი აზრით კლაპანი რბილი იყო, უფრო მაგარს მოველოდი)




თვითონ ფილტრის კარტრიჯი დევს რკინის პრუჟინაზე რომელიც აწვება ფილტრს ხრანისკენ (გახსნის დროს დავაკვირდი და თვითო კარტრიჯმა თითქმის არ ამოიწია ზევით, ჩემი აზრით მომჯდარი იყო)




რაც შეეხება თვითონ კარტრიჯის მდგომარეობას: გახეული, ან რიმე დაზიანება არ ჰქონია, საკმაოდ ხარისხიანადაა შესრულებული, არ იყო ნეკნები ჩაკეცილი და ასე შემდეგ. ნეკნების რაოდენობა აქვს 60



რაც შეეხება მუშა ფართობს, რომელიც სურათზეც კარგად ჩანს არის 3.4cm, რკინის ქუდების გარეშე 4.6cm (თუმცა, ჩემი აზრით მუშა ფართობი სწორედ 3.4cm-ია და არა 4.6cm)




ნეკნის სიგანე არის 1.4 cm



თვითონ ფილტრი არის 155cm სიგრძის,
თუ სიგრძეს გავამრავლებთ მუშა სიგანეზე 155*3.4=527cm2
თუ სიგრძეს გავამრავლებთ ფილტრის სიგანეზე 155*4.6=713cm2 (ჩემი აზრით ეს ფართობი არ მუშაობს სრულად)
რაც შეეხება სუბარუს მანუალში აღწერილ ფილტრს მას უწერია რომ ფილტრის ფართობი არ უნდა იყოს 1000 cm2-ზე ნაკლები, არნიშნული ფილტრი კი 2 ჯერ პატარაა იმაზე თუ რაც ჭირდება მანქანას. რომელიც ჩემი აზრით გამოიწვევს კლაპნის დროზე ადრე გახსნას და გაუფილტრავი ზეტის მიწოდებას ძრავში
ესეც მანუალიდან ამონაწერი:

Масляный фильтр

Тип Полнопоточный
Общая площадь фильтрующего элемента, см2 1000
Давление срабатывания перепускного клапана, кПа 156
Наружный диаметр, мм 80
Высота, мм 70
Диаметр присоединительной резьбы М20 х1.5

ყველა უფლება დაცულია! ®
ყოველივე ზემოაღნიშნული წარმოადგენს ჩემ მოსაზრებას, არ ემსახურება არც ერთი ფირმის რეკლამას ან ანტირეკლამას.
აკრძალულია ამ მონაცემების გამოყენება ელექტრონული და არაექტრონული საშუალებებით.
ურჩებისთვის გამზადებული მაქვს 32 იანი მონიკელებული კლუჩი ნეკნებისათვის!
პატივისცემით: GRINGO
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
GRINGO   ზეთის ფილტრი   Aug 9 2011, 17:12
Black Jo   GRINGO ჩათვლა შენ.... ...   Aug 9 2011, 18:24
WRC-100   [quote name='Black Jo' date='Aug 9 201...   Aug 9 2011, 20:22
GRINGO   WRC-100 სამწუხაროდ ს...   Aug 9 2011, 20:27
bako   +5 არ გჯეროდათ ჩემი. ...   Aug 9 2011, 21:18
GRINGO   bako
  Aug 10 2011, 14:18
4x4  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge