IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ზეთის ფილტრების შედარება, bosch,mahle,hengst,denso,oem...
crimson
გამოხმაურება Nov 3 2011, 17:45
გამოხმაურება #1


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




დღევანდელ დღეს ბაზარზე გავრცელებული ზეთის ფილტრებიდან ძნელია ამოარჩიო მართლა ხარისხიანი ფილტრი, ვინაიდან ეს პროცესი მოითხოვს მის „ქირურგიულ გაკვეთას“ და მის „შიგნეულობის ამოტრიალებას“. ხშირად კი ამის საშუალება და სურვილი არათუ მომხმარებელს, არამედ მაღაზიებსაც არ აქვთ და ინტერნეტით მოპოვებული თეორიული და სარეკლამო მასალებით კმაყოფილდებიან. შედარებით რეალური სურათის მისაღებად სუბარუ–მოტორსმა სუბარუ ქლაბ ჯორჯიასთნ ერთად ჩაატარა ფილტრების კვლევა. გავჭერით რამოდენიმე ჩვენთვის ხელმისაწვდომი ფილტრები, რომლებიც კატალოგით სუბარუებს შეესაბამებოდა.

* BOSCH TYPE-R F-1 გერმანული ბრენდი, წარმოებულია იაპონიაში (JDM) (ნაყიდია საქართველოში)
* BOSCH TYPE-R Z-2 გერმანული ბრენდი, წარმოებულია იაპონიაში (JDM) (ნაყიდია საქართველოში)
* DENSO 150-1011 იაპონური ბრენდი, წარმოების ქვეყანა უცნობია (ჩამოტანილია)
* PUROLATOR PL14460 კანადური ბრენდი, წარმოების ქვეყანა უცნობია (ჩამოტანილია)
* HENGST H97W06 გერმანული ბრენდი, წარმოებულია კორეაში (ნაყიდია საქართველოში)
* SUBARU 15208AA100 ორიგინალი ფილტრი (ნაყიდია საქართველოში)
* SCT SM134 გერმანული ბრენდი, წარმოების ქვეყანა უცნობია (ნაყიდია საქართველოში)
* MAHLE(knecht)OC 195 გერმანული ბრენდი, წარმოების ქვეყანა ავსტრია (ნაყიდია საქართველოში)
* CHAMPION F119 ამერიკული ბრენდი, წარმოების ქვეყანა ბელგია (ნაყიდია საქართველოში)









*** არცერთი ფილტრის დამამზადებელ ქვეყანაზე და მის ორიგინალობაზე ჩვენ პასუხს არ ვაგებთ!!! ვიხელმძღვანელეთ მხოლოდ ყუთზე არსებული წარწერებით.


პირველ რიგში ფილტრები დათვალიერდა ვიზუალურად გარედან. დენსო–ს ნახვრეტები საერთოდ არ იყო დამუშავებული და ქონდა ნაწიბურები.


სკტ–ს ფილტრს ნაწერები საშინელი ხარისხით იყო შესრულებული


დენსოს და პუროლატორის ფილტრზე ნაწერების მაგივრად დაკრული იყო სტიკერები.


ზედა რეზინები ზოგს ეყენა მრგვალი (ბოში, სუბარუ, მალე, ჰენგსტი, დენსო) და ზოგს ოთკუთხედი (ჩემპიონი, პუროლატორი, სკტ) ზედაპირით. ამ რეზინის საშუალებით ფილტრი ჰერმეტულად ეჭირება ძრავზე და ამ ჰერმეტიზაციის დარღვევის დროს ხდება ზეთის გამოჟონვა ფილტრიდან, რაც შემდგომ იწვევს სისტემაში წნევის დავარდნას და სხვა არასასურველ შედეგებს, ამიტომ გავამახვილეთ ყურადღბა ამ დეტალზე. მრგვალი რეზინებიდან ყველაზე სუსტი დენსოს ეყენა, რომელიც ძლიან ადვილად ვარდებოდა ბუდიდან. ჰენგსტზე და ორიგინალ ფილტრზე კი ისეა ჩასმული, რომ ცოტათი გაგვიჭირდა კიდეც მისი ამოგდება. ოთკუთხედი რეზინებიდან ყველაზე წვრილი პუროლატორს ეყენა და რაღაც არასიმეტრიულად და თავისუფლად იყო ჩასმული მრავალკუთხედის ფორმით.



გარედან დათვალიერების სხვა უმნიშვნელო დეტალებზე აღარ გავჩერდით, უბრალოდ ყველას თვალში მოხვდა BOSCH-ის შესრულების ზედმიწევნით კარგი ხარისხი ყველა უმნიშვნელო დეტალზეც კი.
პირველადი ვიზუალური შემოწმების შემდეგ 5 ბალიან სისტემით ქულები შემდეგნაირად გადავანაწილეთ
BOSCH - 5+
SUBARU - 5
HENGST - 5
MAHLE - 4
CHAMPION - 4
DENSO - 3
PUROLATOR - 3
SCT - 1

ამ გაჭრა-გამოჭრის დროს აღმოჩნდა, რომ პუროლატორის გარე კორპუსი ძალიან თხელი მასალისგან იყო დამზადებული და ადვილად იღებდა დეფორმაციას. დიდი შანსია, რომ ფილტრის დაჭერის დროს დაიბრიცოს და მაღალ წნევაზე ესეთი თხელი კედელი შეიძლება გაიბეროს კიდეც. სხვა ყველა კორპუსი შედარებით მკვრივი და სქელი მასალით იყო დამზადებული.


გაჭრილ კორპუსზე SCT-ს ადვილად შეეტყო, რომ ადრე "ბავშვობაში" ეს ფილტრი ლურჯი იყო და რატომღაც შავად გადაუღებიათ


ხოლო MAHLE-ს კორპუსის შეღებვის დროს ალბათ ძალიან მოიწადინეს და შიდა მხარის ნახევარზეც იყვნენ გადასულები შავი საღებავით smile.gif



აბსოლიტურად ყველა ფილტრს ქონდა ბაიპას–კლაპანი, რომლის საშუალებითაც ძრავში პირდაპირ გადადის გაუფილტრავი ზეთი, როდესაც ფილტრი კარგავს გამტარუნარიანობას და ზეთს უქმნის განსაზღვრულ წნევაზე მეტ წინაღობას. ეს კლაპანი ყველა ფილტრს სხვადასხვა წნევაზე აქვს გათვლილი. სამწუხაროდ ამ სიხისტის შემოწმება და შედარება ხელით მოგვიწია.
ყველაზე ხისტი კლაპანი ეყენა MAHLE-ს, PUROLATOR-ს და HENGST-ს. მერე SUBARU-ს, CHAMPION-ს, BOSCH-ს და DENSO-ს. SCT–ს კლაპანი კი შემოწმებისას რამოდენიმეჯერ გაგვეჭედა huh.gif რომლის შედეგსაც უკვე თქვენთვითონვე ხვდებით. აღსანიშნავია, რომ ყველა ფილტრს ამ კლაპნის ზამბარა შიგნიდან გულში ეყენა, ხოლო HENGST-ს და MAHLE-ს გარედან ქონდა ზამბარა-ფირფიტაზე დამაგრებული, ალბათ ამ მიზეზითაც ქონდათ ყველაზე ხისტი კლაპნები.



პუროლატორის და BOSCH TYPE-R F-1 –ის გარდა ყველას ქონდა ანტი–სლივის კლაპანი, რომელიც ასრულებს შემდეგ ფუნქციას: როდესაც ძრავი წყვეტს მუშაობას ეს კლაპანი უზრუნველყოფს ზეთის ნაწილობრივად სისტემაში დატოვებას ასევე ფილტრიც მუდმივად სავსეა ზეთით. რაც ძრავის დაქოქვისას წამიერ შეზეთვის წინაპირობაა. თუმცაღა სუბარუს ბოქსერის ტიპის ძრავის სპეციფიკიდან გამომდინარე იმ მოდელებზე, რომელსაც ფილტრი ვერტიკალურად დაბლა უყენია ეს კლაპანი ბევრს ვერაფერს ცვლის.
უხეში – შედარებით არადრეკადი რეზინის კლაპნები ქონდა HENGST-ს, CHAMPION-ს და SCT–ს.
SCT–ს შიდა გულზე პატარა ამოწეული ნაწიბური არ ქონდა რაზეც ეს კლაპანი უნდა ჩამოცმულიყო და ჰერმეტულობა დაეცვა ფილტრის თავსა და გულს შორის, ამის მაგივრად ჩაღრმავებული ადგილი ქონდა კლაპანის ჩასასმელად და შემდგომ თავსახურის დაფარების დროს რამდენად შეინარჩუნებდა ეს კონსტრუქცია ჰერმეტულობას კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა, შესაბამისად იზრდებოდა ალბათობა მაღალ წნევაზე გაუფილტრავი და გაფილტრული ზეთების ერთმანეთში შერევის.


ყველასგან გამორჩეული, მასალის ხარისხით BOSCH ( Z-2) –ის კლაპანი იყო. ასევე ყველასგან განსხვავებით თვითონ გულზე ისე კარგად იყო მორგებული, რომ ამობრუნების დროსაც არ ვარდებოდა, ეს შეიძლება ძალიან უმნიშვნელო დეტალიც იყო, მაგრამ როდესაც იაპონელების ყველა უმნიშვნელოდ პატარა დეტალზეც კი პასუხისმგებლობას ვხედავდით, გვსიამოვნებდა smile.gif

DENSO-ს, SUBARU-ს და MAHLE-ს კლაპნებიც შედარებით თხელი, მაგრამ კარგი და ხარისხიანი მასალით იყო შესრულებული.

აღსანიშნავია, რომ BOSCH ( F-1)–ს რომელსაც არ ქონდა ეს კლაპანი, შიდა რკინის გულზე ქონდა რეზინის რგოლი, რის საშუალებითაც ფილტრის თავი ჰერმეტულად უერთდება. შედეგად გამორიცხულია გაუფილტრავი და გაფილტული ზეთების შერევა. პუროლატორს კი ესეთი რეზინის შუასადები არ ქონდა და უფო მეტიც, გული ისე ცუდად აჯდებოდა თავს, რომ იგივე კითხვა გაგვიჩნდა რაც SCT–ს შემთხვევაში.




სანამ ყველაზე საინტერესო – ქაღალდის გამოკვლევაზე გადავიდოდით ასევე კარგად დავათვალიერეთ ფილტრის გულებიც, რომელმაც უკვე გაფილტრული ზეთი უნდა გაიაროს და რაც ნაკლები წინაღობა შეექმნება მით უკეთსია. ყველასგან გამორჩეული, თანაბრად დახვრეტილი და კარგი ხარისხის მასალისგან დამზადებუი გულები ქონდა ბოშის, მაჰლეს, დენსოს და ორიგინალ ფილტრებს. სრულიად მოულოდნელად ჰენგსტის ფილტრზე აღმოჩნდა რომ გულზე ზედა და ქვედა რგოლები საერთოდ არ იყო მყარად შეერთებული და მხოლოდ ქაღალდი იჭერდა smile.gif

პუროლატორის ფილტრს საერთოდ არათნაბრად ქონდა ნახვრეტები გაკეთბული აქაიქ, ხოლო სკტ–ს ფილტრზე ნახვრეტები იყო თუ არა გაკეთბული თავიდან ვერც მივხვდით smile.gif




მოვიდა ყველაზე მთვარი ელემენტის, ქაღალდის შედარებების დროც. ერთი შეხედვით ყველასგან გამორჩეული ხარისხის ქაღალდი ქონდა ბოშს, ხოლო ყველაზე უხარისხოს შთბეჭდილება პუროლატორის ქაღალდმა დატოვა, რომელიც ჩვეულებრივ კარდონს უფრო გავდა.


პირველ რიგში გაიზომა ყველა ქაღლდის სიგრძე–სიგანე და შესაბამისად დაითვალა ქაღალდის ფართობები:


რაოდენ საოცარიც არ უნდა ყოფილიყო ორიგინალი ფილტრის ქაღალდის ფართობი ჩამორჩებოდა რამოდენიმე ფილტრს და რეალურად მხოლოდ 702 სმ*2 ფართობის ქაღალდი ქონდა. გარეგნული ზომით ყველაზე დიდ ფილტრს – PUROLATOR-ს მხოლოდ 598 სმ*2 და ასევე საკმაოდ დიდ ფილტრში - CHAMPION-ში მხოლოდ 4 სმ სიმაღლის ქაღალდი იდო, რასაც შიგნით მაღალი ზამბარა აკომპენსირებდა. ყველაზე პატარა და მოკლე ქაღალდი იდო SCT–ში, მხოლოდ 1 მეტრის სიგრძის smile.gif გაოცება ვერ დავმალეთ როდესაც BOSCH F-1 ის ქაღალდი გავშალეთ, რომლის ფართობმაც 950 სმ*2 შეადგინა, რითაც კონკურენტებზე ბევრად დიდი ნაბიჯით გადახტა წინ, ბრავო იაპონელებს !!! საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს MAHLE-ს ფილტრსაც (765 სმ*2) რის შემდეგაც HENGST-ი (711 სმ*2) ლიდერობს.
ზოგადად ქაღალდის ფართობი რაც უფრო დიდია, მით უფრო გამტარუნარიანია ფილტრი და მისი გაჭედვის (როდესაც ქაღლდი ზეთს ძალიან ცუდად, ან ვეღარ ატარებს) შანსი ბევრად ნაკლები.

ქაღალდის ავკარგიანობის დასადგენად გადავწყვიტეთ, რომ მისი გამტარიანობა შეგვემოწმებინა, რისთვისაც შემდეგი რაღაც მოვიფიქრეთ: ავიღეთ 1 ლიტრიანი ბოთლი, რომლის სახურავსაც გავუკეთეთ დიდი ნახვრეტი და ეს ფართობი ჩავთვალეთ ერთეულად და ეტალონად. ავავსეთ ეს ბოთლი ახალი MOTUL 5w30 X-Clean-ით, ბოლოში საჰაეროდ და წნევის დასაკომპენსირებლად გავუკეთეთ პატარა ნახვრეტი და დიდი ელექტრო სასწორის დახმარებით (რომელიც გრამის მეასედებსაც ზომავდა) გავზომეთ, თუ რამდენ გრამ ზეთს გაფილტრავდა თითოეული ქაღლდი 5 წუთის განმავლობაში.

გამოვთვალეთ 1 წუთში საშუალოდ რამდენი გრამი ზეთი გავიდა თავისუფალი დინებით და ჩვენ ენაზე ამ ციფრს დავარქვით დენადობის კოეფიციენტი.

გასაგებია, რომ რაც უფრო მაღალი იქნებოდა ეს ციფრი, მით უფრო უკეთესი გამტარი იქნებოდა ქაღალდი. ქაღალდის და ფილტრის მაღალი გამტარიანობა საჭიროა იმისთვის, რომ ძრავს საკმარისი წნევით (წნევის მინიმალური დანაკარგით) საჭირო რაოდენობის გაფილტრული ზეთი მიეწოდებოდეს, ასევე ცივი ძრავის დაქოქვის შემთხვევაში მთლიანი სისტემა შეავსოს გაფილტრული ზეთით რაც შეიძლება სწრაფად, რადგან ზუსტად ამ დროს ხდება ძრავის დეტალების მაქსიმალური ცვეთა. ეს ყველაფერი კი ძრავისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი მომენტებია.
სანამ შედეგები დაიწერება, გვინდა ავღნიშნოთ, რომ რეალურად ძრავის მუშაობის დროს ფილტრში ზეთის წნევა გაცილებით მაღალია ვიდრე ატმოსფერული წნევა და შესაძლებელია, რომ მაღალ წნევაზე ქაღალდებმა შეიცვალონ თვისებები, მაგრამ ეხლანდელ მიღებულ სურათს დიდად მაინც ვერ შეცვლის.
მოკლედ ჩაირთო წამზომი და შედეგებიც გამოვლინდა:



როგორც მოველოდით PUROLATOR-ის ქაღლდმა ყველაზე ცუდი შედეგი აჩვენა, მაგრამ MAHLE-ს ამხელა კოეფიციენტს ნამდვილად არ ველოდებოდით. ძალიან კარგი შედეგი ქონდა იაპონურ ბოშის ქაღალდსაც, რომელსაც შემდგომ ჰენგსტი მოსდევს. მაგრამ ამით საქმე ჯერ არ დამთავრებულა, ქაღალდის ერთეულ ფართობზე გამტარუნარიანობა ერთია, მაგრამ მთლიანი ფილტრის გამტარუნარიანობა მეორე. ფილტრში რაც უფრო დიდი ქაღალდი დევს მით უფრო გამტარუნარიანი იქნება ის და ეს დამოკიდებულება პირდაპირ პროპორციულია. ამიტომ ფილტრის კოეფიციენტის დასადგენად მიღებული მაჩვენებლები გავამრავლეთ ქაღალდის მთლიან ფართობზე და გავყავით 1000–ზე. საბოლოო შედეგები ესე გამოიყურება:


საინტერესოა, რომ bosch z-2–ს პატარა ფართობის მიუხედავად მაღლი ხარისხის ქაღლდის ხარჯზე პირველ სამეულში მოხვდა დენადობის მაჩვენებლით. თუმცაღა დენადობის კოეფიციენტის გაზრდა ჯობია ფილტრში ქაღლდის ფართობის გაზრდის ხარჯზე, რადგან ზოგადად ერთეულ ფართობზე გამტარიანობის გაზრდა ფილტრაციის დონის შემცირებას იწვევს. სერიოზული და ძლიერი ფირმები მილიონობით დოლარს ხარჯავს, რათა უფრო და უფრო უკეთსი გამტარობის მასალა შექმნან მინიმუმ იგივე ფილტრაციით თუ გაუმჯობესებულით არა. შესაბამისად ესეთი დაპატენტებული ტექნოლოგიებით მზადდება ცნობილი ფირმების ქაღალდები.



*** ეს კოეფიციენტები მოგონილია ჩვენს მიერ მხოლოდ გამტარიანობის ერთმანეთთან შესადარებლად და არანაირ საერთაშორისო სისტემაში არ ზის (ალბათ smile.gif )

დეტალების ხარისხიანი შესრულების, გამოვლენილი დეფექტების, ქაღალდის ფართობის და ფილტრის დენადობის კოეფიციენტის გათვალისწინებით ადგილები ესე გადავანაწილეთ და გვერდზე მივუწერეთ საბაზრო ფასებიც:

1) bosch f-1 - 20ლ
2) Mahle - 15ლ
3) bosch z-2 - 20 ლ
4) OEM - 25ლ
5) Hengst - 12ლ
6) Champion -20ლ
7) Denso - 17-20 ლ (ესე ჯდება ჩამოტანა)
8) purolator - 17-20 ლ (ესე ჯდება ჩამოტანა)
9) SCT -10ლ

ჩვენი შედეგების მიხედვით ნათლად ჩანს, რომ ფასები არ შეესაბამება რეალურ ხარისხს. იმედი გვაქვს, რომ ეს კვლევა დაგვეხმარება ჩვენ ყველას და უკვე შევძლებთ რეალურად ხარისხიანი და კარგი პროდუქციის შერჩევას.
უხარისხო ფილტრი ძრავის სიკვდილის ერთერთი მიზეზია !!!



P.S.
ჩვენ არ ვართ არცეთი ამ ბრენდის ფილტრების იმპორტიორი !!!
არანაირი ინტერესი არ დევს ამათუ იმ ბრენდთან დაკავშირებით !!!
ეს კვლევა ჩატარდა პირველ რიგში იმისთვის, რომ სწორი მომწოდებელი და პროდუქცია შეგვერჩია !!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Start new topic
გამოხმაურებები (20 - 39)
datoxachi
გამოხმაურება Nov 3 2011, 21:04
გამოხმაურება #21


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 9,857
რეგისტრ.: 5-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 602




ძალიან მაგარია,ამ ტესტმა ბევრი ადამიანი სწორ გზას დააყენა. მადლობა ყველას გაწეული შრომისთვის.

ისე მე ვფიქრობ საჭიროა ეტაპობრივად ჩატარება,იქნებ ჩემპიონივით შემომტანმა(ან მწარმოებელმა)შეცვალა ხარისხი!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
SUB 300
გამოხმაურება Nov 3 2011, 21:30
გამოხმაურება #22


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,360
რეგისტრ.: 3-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 60




კარგია რომ გაირკვა ყველაფერი , ახლა ყოველგვარი შიშის გარეშე შეგიძლია აირჩიო სასურველი ბრენდი

ციტატა(datoxachi @ 3rd November 2011 - 22:04) [snapback]327054[/snapback]
ისე მე ვფიქრობ საჭიროა ეტაპობრივად ჩატარება,იქნებ ჩემპიონივით შემომტანმა(ან მწარმოებელმა)შეცვალა ხარისხი!!!


+111111
ეტაპობრივად უნდა გავიმეოროთ ეს ტესტი, რომ შეცდომაში არც ჩვენ შევიდეთ და არც მომხმარებელი
კიდევ კარგი მქონდა შენახული ძველი ფილტრი

ვინც მიიღო მონაწილეობა და დაამუშავა ეს თემა ყველას დიდი მადლობა
Go to the top of the page
 
+Quote Post
diasa
გამოხმაურება Nov 3 2011, 21:47
გამოხმაურება #23


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,967
რეგისტრ.: 15-January 11
მომხმარებელი № 1,758




საღოლ მაგარი ინFოა, გაიხარეთ

რა მაინტერესებს, ზეთის ფილტრის მსგავსად სხვა ფილტრებიც რო გაიტესტოს შესაძლებელია? მაგალითად ბენზინის, ჰაერის
Go to the top of the page
 
+Quote Post
nugo85
გამოხმაურება Nov 3 2011, 22:31
გამოხმაურება #24


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,868
რეგისტრ.: 17-March 10
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 912




crimson

მადლობა კოტე და ბიჭებო ასეთი ინფოსთვის...ვკითხულობდი და მსიამოვნებდა რა დაწვრილებით და ხარისხიანად არის ტესტი ჩატარებული...

10X

ეხლა ყველაზე ცუდი PURILATOR-ის ფილტრი ვიყიდე და ეხლა ზეთის შეცვლას ვაპირებდი მე მისწორდებოდა მეთქი ცოტა ხარისხიანი ფილტრი მაქვს თქო sad.gif sad.gif ახლა რა ჯანდაბა ვუყო ეს მანქანაზე როგორ დავაყენო dash2.gif dash2.gif dash2.gif dash2.gif

რავიცი ხალხი ისე აქებდა ამ პუროლატორს მეც ვიყიდე რა ვიცოდი ეს რა მაიმუნობა იყო sad.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
gentoo
გამოხმაურება Nov 3 2011, 22:59
გამოხმაურება #25


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,346
რეგისტრ.: 26-August 10
მომხმარებელი № 1,353




ვააჰ ძალიან საჭირო და ძვირფასი ინფოა. სიყვარული და ზრუნვა სუბარუზე/კლუბზე ამას ქვია =)

ზეთის ანალიზის თემას რომ აიგნორებთ ეგ ცუდია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
crimson
გამოხმაურება Nov 4 2011, 09:17
გამოხმაურება #26


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




ციტატა(gentoo @ 3rd November 2011 - 22:59) [snapback]327104[/snapback]
ზეთის ანალიზის თემას რომ აიგნორებთ ეგ ცუდია.

საიდან მოიტანე რომ ვაიგნორებთ smile.gif ტექნიკურად ყველაფერი მოფიქრებული გვაქვს რა და როგორ უნდა გავაკეთოთ, უბრალოდ ეგ ძვირი სიამოვნებაა და ჯერ ვერ ვაკეთებთ, იმედია მალე შევძლებთ

ციტატა(diasa @ 3rd November 2011 - 21:47) [snapback]327066[/snapback]
ზეთის ფილტრის მსგავსად სხვა ფილტრებიც რო გაიტესტოს შესაძლებელია? მაგალითად ბენზინის, ჰაერის

ყველაფრის არის შესაძ;ლებელი, მთAვარია ფინანსები და დრო რომ ეს ყველაფერი იყიდო და მერე 1 კვია ამ ყველაფერს უკირკიტო და მნიშვნელოვანი დეტალები აღწერო და აღმოაჩინო.

ზეთის ფილტრების შემდეგ უნდა დავტესტოთ ჰაერის ფილტრებიც რომელიც სხვა ფილტრებთAნ შედარებით ყველაზე მარტივია, უბრალოდ დღEსდღEობით საქართველოში არ არის კარგი ჰაერის ფილტრები რომ ერთმანეთს შევაჯიბროთ, ამ ეტაპზე ჰა ჰა ჰა ერთAდერთი ჩემპიონს თუ დატესტავ და ჯაპან ფართს და კიდევ სადმე რაღAცას იპოვი, ჯერ აზრი არ აქვს. 2-3 თვეში წესით კნეხტის ჰაერის ფილტრებიც უნდა შემოვიდეს, კობელშმიდტის და იაპონური რაღAც ტოიოს ფილტრები. იმედია მართლა შემოიტანენ ამ ყველაფერს და ჰაერის ფილტრებზეც კაი ტესტს გავაკეთებთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
TaO
გამოხმაურება Nov 4 2011, 09:33
გამოხმაურება #27


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,942
რეგისტრ.: 17-August 10
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 1,336




საღოლ ძაან მაგარია და ძალიან დიდი შრომა გაქვთ გაწეული,,, მაგრამ მეორე ეტაპი ჩემი აზღით ბენზინის ფილტრზე უნდა შეჩერდეს (ალბათ იმიტომ რომ რაოდენობრივად საქართველოში ბევრი მოიპოვება ხოდა რას ჩალიჩობს ვარგა რამედ არა ) თან ზოგი ბენზინის წნევას ზრდიდ და ამაში ფულს ხარჟავს იმ იმედით რომ მანქანა იფრენს biggrin.gif მაგრამ ფილტრმა თუ არ გაატარა რა აზრია მაშინ წვალების
Go to the top of the page
 
+Quote Post
bako
გამოხმაურება Nov 4 2011, 10:42
გამოხმაურება #28


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,156
რეგისტრ.: 24-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 44




საგოლ სერიოზული ანალიზია, დიდი დრო, ენერგია და დიდი თუარა ერთი 150 ლარამდეც დაგიხარჯავთ, რეპექტ.

თუმცა რამდენიმე კითხვა ჩნდება,

როცა ერთიდაიგივე ფართობის ელემენტი ერთი 2 ჯერ მეტს ატარებს ვიდრე მეორე, ესეიგი გაცილებით ნაკლებს ფილტრავს.(თუ ტექნოლოგიაში და ხარისხში კოლოსალური სხვაობა არაა)
ამის მაგალითია სპორტული დანიშნულების ფილტრები, რომლების ფილტრაციის მაღალი ხარისხი არ გამოირჩევიან, ურჩევნიათ მეტი ზეთი გაატაროს როგორმე, ვკლადიშებში დიდი ზაზორის და + მაღალი წარმადობის

კლაპნის სიხისტის/კლაპნის ფართობის მონაცემის გარეშე ვერ იტყვი რომელი ფილტრი გაატარებს ნაკლებს ზეთს ბაიპას კლაპანში.

ზეთის წნევის ვარდნა: სტოკ ინტერნალებზე არ შეიმჩნევა

ვფიქრობ ცალკე გამოვიტანო ფილტრი, დავაყენო რამე ძააან დიდი ყოველი გადამშვები კლაპნის გარეშე
Go to the top of the page
 
+Quote Post
levanisan
გამოხმაურება Nov 4 2011, 10:47
გამოხმაურება #29


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,843
რეგისტრ.: 13-September 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,404




crimson
საღოლ კოტე, მართლა კარგი ნამუშევარია და მინდა დიდი მადლობა გითხრა შენ და იმ ხალხს ვინც იღებდა ამ ტესტებში მონაწილეობას!!!

SUB 300
ახლა კი ერთი კითხვა შოთას.
ანუ ამ შედეგებისა და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით შენ როგორც ძრავის სპეციალისტს შეგიძლია ურჩიო კაცს რომელი ფილტრი დააყენოს?
ეს ერთი და მეორე კიდე მე ნამდვილად არ მეგონა ჩემპიონის ფილტრი ასე თუ ჩამორჩებოდა უკან და ჰენგსის ფილტრი აჯობებდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post
GRINGO
გამოხმაურება Nov 4 2011, 14:13
გამოხმაურება #30


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,121
რეგისტრ.: 5-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 67




კარგი ნამუშეარია..
მალადეც!

crimson
მსგავსი ტესტი ჰაერის და ბენზინის ფილტრებზეც გააკეთოთ ძალიან კარგი ქინება, იმისათვის რომ 100% ით იყო დარწმუნებული , მანქანის შეკეტება ფილტრების გამოცვლით რომ არ დაიწყო..
Go to the top of the page
 
+Quote Post
maxouni
გამოხმაურება Nov 4 2011, 14:21
გამოხმაურება #31


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,778
რეგისტრ.: 21-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 38




ციტატა(GRINGO @ 4th November 2011 - 15:13) [snapback]327230[/snapback]
მსგავსი ტესტი ჰაერის და ბენზინის ფილტრებზეც გააკეთოთ ძალიან კარგი ქინება, იმისათვის რომ 100% ით იყო დარწმუნებული , მანქანის შეკეტება ფილტრების გამოცვლით რომ არ დაიწყო..

ეგ ცოტა უფრო რთული საქმეა, ჰაერის ფილტრის მფილტრავი ელემენტი შეიძლება ატარებდეს ჰაერს, მაგრამ კარკასი არ ვარგოდეს და შედეგად დაიღუნოს და შეიწოვოს ტურბინამ
Go to the top of the page
 
+Quote Post
karoche
გამოხმაურება Nov 4 2011, 16:13
გამოხმაურება #32


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10,484
რეგისტრ.: 7-August 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 286




მადლობა კოტეს და ბიჭებს ვინც ამ საქმეში მონაწილეობა მიიღო

პ.ს. მე რომ 4 ფილტრი დავტოვე გასაჭრელად, ეგენი დაიკარგა თუ ?

1 სუბარუ ორიგინალი ჩამოყოლილი იაპონიიდან
2 ტაიპM-ზე ჩამოყოლილი თეთრი რაღაც ფირმა არ მახსოვს
3 კობელშმიდტი თუ რაღაც დასახელება პრემიუმში რომ იყიდებ(ოდა)ა
4 AMC.....

პირველი ორი საინტერესო იყო როგორც იქაური ორიგინალები, და ცოტა განსხვავებული თან ერთმანეთისგან, ამიტომ ეტალონად გამოდგებოდა თუ არა რომელიმე ერთი ან ორივე ერთად ეგ გაირკვეოდა
Go to the top of the page
 
+Quote Post
levanisan
გამოხმაურება Nov 4 2011, 16:56
გამოხმაურება #33


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,843
რეგისტრ.: 13-September 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,404




ციტატა(karoche @ 4th November 2011 - 17:13) [snapback]327310[/snapback]
1 სუბარუ ორიგინალი ჩამოყოლილი იაპონიიდან
2 ტაიპM-ზე ჩამოყოლილი თეთრი რაღაც ფირმა არ მახსოვს

ესენი ნახმარი ფილტრები თუ იყო ნაკლებად ივარგებდა ჩემის აზრით ტესტირებისათვის wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaspera
გამოხმაურება Nov 4 2011, 20:22
გამოხმაურება #34


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,824
რეგისტრ.: 24-June 09
მომხმარებელი № 189




ბენზინის ფილტრის ტესტი საინტერესო იქნებოდა ამის მერე ვიდრე ჰაერის
Go to the top of the page
 
+Quote Post
Niklolozi
გამოხმაურება Nov 5 2011, 00:27
გამოხმაურება #35


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,115
რეგისტრ.: 28-July 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 254




ციტატა(levanisan @ Nov 4 2011, 17:56) [snapback]327318[/snapback]
ესენი ნახმარი ფილტრები თუ იყო ნაკლებად ივარგებდა ჩემის აზრით ტესტირებისათვის wink.gif

რატო, ეგაც საინტერესოა. შეიძლება ახალი კარგი ხარისხის შთაბეჭდილებას ტოვებდეს და 1000 კმ-ს გავლის შემდეგ ბანძდებოდეს. თუმცა ეგ ცოტა ძნელია, რადგან სხვადასხვა მანქანების ფილტრს ვერ გამოიყენებ sad.gif.


--------------------
I'm so JDM I sleep on the right side of the bed.
Go to the top of the page
 
+Quote Post
Black Jo
გამოხმაურება Nov 5 2011, 07:33
გამოხმაურება #36


Subaru Legacy
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 12,394
რეგისტრ.: 15-March 10
მომხმარებელი № 905




ციტატა(Niklolozi @ 5th November 2011 - 00:27) [snapback]327493[/snapback]
სხვადასხვა მანქანების ფილტრს ვერ გამოიყენებ

რატომ ვერ გამოიყენებ? თუ მანქანას არანაირი პრობლემა არ აღენიშნება და ზეთი იცი რომ შეცვლიალი 5000კმ-ზე რატომაც არა...ვერანაირ პრობლემას ვერ ვხედავ.... რათქმაუნდა ისიც უნდა აღინიშნოს რა პირობებშია ეგ 5000 კმ გავლილი და ვსიო....
Go to the top of the page
 
+Quote Post
SUB 300
გამოხმაურება Nov 5 2011, 08:57
გამოხმაურება #37


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,360
რეგისტრ.: 3-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 60




ციტატა(bako @ 4th November 2011 - 11:42) [snapback]327174[/snapback]
კლაპნის სიხისტის/კლაპნის ფართობის მონაცემის გარეშე ვერ იტყვი რომელი ფილტრი გაატარებს ნაკლებს ზეთს ბაიპას კლაპანში.


მე რასაც დავაკვირდი ბაიპასის კლაპანი არის ერთიდაიგივე დიამეტრის , ბაიპასების შემოწმება არის შეშაძლებელი , ( თთ რომელი ფილტრი რამდენზე ხსნის ) თანხა ჭირდება ამ საქმეს და სპეციალური მოწყობილობა , შევიძენთ და დაესმება წერტილი ამ თემას


ციტატა(levanisan @ 4th November 2011 - 11:47) [snapback]327197[/snapback]
SUB 300
ახლა კი ერთი კითხვა შოთას.
ანუ ამ შედეგებისა და საკუთარი გამოცდილების გათვალისწინებით შენ როგორც ძრავის სპეციალისტს შეგიძლია ურჩიო კაცს რომელი ფილტრი დააყენოს?

მთლიანობაში როგორც თემის ავტორმა ჩამოაყალიბა , მთელი რიგი ინფორმაციების და ტესტების გათვალისწინებით მე პირადად ამ აღნიშნულიდან პირველ ოთხ ბრენდს ვაძლევ უპირატესობას , ეხლა ჩემპიონი აყენია ჩემთან მოტულის ზეთი მისხია კი გავიარე უკვე 5000 არანაირი პრობლემა არ აქვს ძრავს მაგრამ შედეგებმა თავის სათქმელი თქვა და ფარდა ახადა ყველფერს


ციტატა(levanisan @ 4th November 2011 - 11:47) [snapback]327197[/snapback]
ეს ერთი და მეორე კიდე მე ნამდვილად არ მეგონა ჩემპიონის ფილტრი ასე თუ ჩამორჩებოდა უკან და ჰენგსის ფილტრი აჯობებდა.

სამწუხაროდ მოხდა ესეთი ფაქტი , და ვიაც სურვილი გაქვთ შეგვიძლია განახოთ თუ რამდენად განსხვავდება ჩემი ნაყიდი ჩემპიონის გაჯრილი ფილტრი (რამოდენიმე წლის უკანდელი ) და დღევანდელი ნაყიდი , მე არ ვიცი რა მოხდა და სად მოხდა , მაგრამ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი რომ რაღაცას რო შეამოწმებ მერე კიდე უნდა გადაამოწმო (კიდევ უნდა გადაამოწმო ...და ასე შემდეგ biggrin.gif ) მოტყუებული რომ არ დარჩე
ციტატა(karoche @ 4th November 2011 - 17:13) [snapback]327310[/snapback]
პ.ს. მე რომ 4 ფილტრი დავტოვე გასაჭრელად, ეგენი დაიკარგა თუ ?

1 სუბარუ ორიგინალი ჩამოყოლილი იაპონიიდან
2 ტაიპM-ზე ჩამოყოლილი თეთრი რაღაც ფირმა არ მახსოვს
3 კობელშმიდტი თუ რაღაც დასახელება პრემიუმში რომ იყიდებ(ოდა)ა
4 AMC.....


ჩემთან არის გიზო ეს ფილტრები ორშაბათს თავისუფალი დღე მაქვს და აუცილებლად გავჭრი და გადავცემ კოტეს და განვიხილავთ
Go to the top of the page
 
+Quote Post
karoche
გამოხმაურება Nov 5 2011, 22:52
გამოხმაურება #38


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10,484
რეგისტრ.: 7-August 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 286




SUB 300
ძალიან კარგი, რემონტის პირობებში რომ შენ ეგ მაინც შეინახე და არ დაიკარგა, საღოლ smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
PAINKILLER
გამოხმაურება Nov 6 2011, 00:36
გამოხმაურება #39


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




ვააა, საინტერესოა, მე FRAM-ის ფილტრი მაქვს და როგორი მონაცემები ექნებოდა მაგრა მაინტერესებს smile.gif

გარეგნულად ძაან სექსუალურად კი გამოიყურება, ყუთიც მაგარი გაფომრებული აქვს, თვითონ ფილტრზეც ხარისხიანი წარწერებია, სხვა ყველაფერიც კარგად არის გარედან, აი შიგნიდან რანაირია ეგ არ ვიცი biggrin.gif

სადღაც 15 ლარი ჯდება ჩამოტანით და თუ მოახერხებთ იქნებ ეგეც გაკვეთოთ smile.gif


--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post
gentoo
გამოხმაურება Nov 6 2011, 11:22
გამოხმაურება #40


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,346
რეგისტრ.: 26-August 10
მომხმარებელი № 1,353




ავტორთან მაქვს ერთი შეკითხვა და sub-300-თან.
ვინაიდან, ყველას გვაწუხებს ეს თემა. ბაიპას კლაპანს ვგულისხმობ. მერე წაშალეთ ეს პოსტი.
რომ დაბინძურდეს თემა. უაზრო კომენტებით.

აი სუბარუს მონაცემები:

It was asked a while back what the numbers were on the Subaru oil pump, during discussion regarding the 23psi bypass pressure setting in the Subaru OE oil filter, as we were trying to figure out why the bypass pressure spec was set so high. So here are the specs on the oil pump, to possibily help understand why the filter bypass rating is set @ 23psi (23.2 actually)

Oil Pump info for 2009 Subaru 2.5 liter four cylinder(identical specs for Turbo DOHC and NA SOHC 2.5 liter motors):


Lubrication Method: Forced lubrication
Pump Type: Trochoid type

Performance (oil temp 80 C which is 176 F)

600rpm: Discharge Pressure 14psi; Discharge rate 4.9 US quarts or more per minute

5000rpm: Discharge pressure 43psi; Discharge rate 49.7 US quarts or more per minute[ (ამას მიაქციეთ ყურადღება)
ეს გამოდის. 50 ლიტრი წუთში.
მოდით რომელიმე ფილტრი ავიღოთ და ვცადოთ ეს მოცულობა ავატაროთ 1 წუთში...
რა მოხდება, ეჭვი მაქვს რომ ბაიპასი დროზე ადრე გაიხსნება. სუბარუს 99% მწარმოებლებისგან განსხვავდება. ამხელა
წარმადობა არავის არ აქვს.
და ფილტრიც შესაბამისი უნდა ქონდეს. ეს მხოლო 5000 ბრუნზეა და 7500-ზე რას იზავს?
დაიფლითება ეგ ფილტრები ეჭვი მაქვს ბაიპასი რომ არ ქონდეს. ანუ სულ ბაიპასში იმუშავებს ან ელემენტს გააფუჭებს.
ცივზეც ივეა.

Relief Valve working pressure: 85psi

Oil Filter

Type: Full Flow
Filtration Area: 124 sq in (800 sq cm)
Bypass Valve opening pressure: 23.2psi
Outer diameter x width: 2.68 x 2.56 in (68 x 65mm)
Installation screw specifications: M 20 x 1.5

Oil Pressure Switch warning light operating pressure: 2.1 psi
Oil Pressure Switch proof pressure: 142 psi

Go to the top of the page
 
+Quote Post

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge