![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,551 რეგისტრ.: 18-May 09 მომხმარებელი № 99 ![]() |
დავიწყებ მოკლე შინაარსის თხრობას. სურათები მოგვიანდებით.
9 საათიდან შევიკრიბეთ ბარათაშვილის ხიდთან, გარკვეული დაგვიანებების, გაზზაპრავკების და სხვა ფაქტორების გამო ქალაქიდან გავედით 10:30 ზე, შემდეგი ეკიპაჯები: (I წერია მძღოლი) 1) ზიმბო, მეუღლე, უფროსი ბავშვები. 2) კუბლიჩა, რაკერა, დეი, მთა. 3) ტოტო, ტოტოს მეუღლე და ტოტოევიჩი. 4) ალეკო, ალეკოს მეუღლე, დავიდუსი. გომბორის გზაზე გავჩერდით რამდენიმე ადგილას, რაკერა და დეი ეჯიბრებოდნენ ფოტოგრაფიაში, ყველაფერს უღებდნენ და მანქანას მაჩერებინებდნენ. I კულტ. პუნქტი იყო ძველი შუამთა, შევედით, დავათვალიერეთ, დავანთეთ სანთლები, ჩამოვედით რამდენიმე მეტრით ქვემოთ ახალ შუამთაში. ძალიან ლამაზი ადგილებია. ახალ შუამთაში შემოგვიერთდა გიზო. შემდეგ თელავის სოკართან გაიმართა საორგანიზაციო საბჭო, მე ჩამისხეს რეგულარი და ბურტყუნ-ბურტყუნით გავაგრძელეთ გზა. მივედით თელავის ბაზარში, ვიყიდეთ ხორაგი და ფეტვივით დაბნეულები (თელაველი ბაზრის მოვაჭრის ეპითეტი დავიმსახურე ეგეთი) გავეშურეთ ალავერდისკენ. ალავერდში ვინდ დრეს კოდს აკმაყოფილებდა შევიდა, დანარჩენები... შემდეგი გაჩერება იყო გრემი გრემზე ავედით, გადავიღეთ ბევრი სურათი, ნაწილი ავიდა კოშკზე. მოხიბლული დავრჩით, თუმცა მთავარი წინ იყო. დაახლოვებით 5 საათზე მივადექით ნეკრესის სამონასტრო კომპლექსის ულამაზეს წალკოტს. დავტოვეთ მანქანები და გადავჯექით იქაურ მიკროავტობუსში. (სხვანაირად არ უშვებენ). გადავიღეთ უნიკალური და უპრეცედენტო ფოტო "სუბარუ ქლაბ ჯორჯია ავტობუსში" ![]() ნეკრესმა ყველა მოლოდინს გადააჭარმა. საოცრად მოპირკეთებული, ულამაზესი გზა. წარმოუდგენელი კუთხის აღმართი ქვაფენილით. როგორც იქნა ჩვენი ავტობუსი 1 სიჩქარით ავიდა. გადმოვხედეთ ალაზნის well-ს. დავიშოკეთ ვისაც არ გვქონდა ნანახი. მოსაღამოვდა, გზად შევიარეთ ყვარლის ტბაზე, დდავათვალიერეთ ტბა და მყუდრო გარემოში სჯაბაასის შემდეგ ავიღეთ გეზი საბოლოო პუნქტის - ლაგოდეხისკენ გზად წამოგვეწია ორი ეკიპაჟი. 1) ვაჟიკა, მიშა, ვაჟიკას მეუღლე, ივიკო, კასტერა და ხაჩიკა. 2) კოტე და კოტეს ცოლშვილი. მივედით დეის დეიდის სახლში. გადავკეტეთ მთელი ქუჩა მანქანებით და შევესიეთ ეზოს. დაწყო სამზადისი, ცეცხლი აგიზგიზდა, ნარდი გაგორდა, დაიწყო სამზარეულოში ტრიალი. 9:30 ზე დავსხედით და ბატონი კასტერას თამადობით დავიწყეთ გიზოს ღვინოსთან ჭიდილი. სუფრის აღმოჩენა იყო გახოკიძის მომზადებული ქათმის ფილის სალათა. რა თქმა უნდა იმედი, ჩემპიონთა ლიგის ფინალის ხილვისა იმედად დარჩა. ტელევოზორი იყო, მაგრამ ვის ეცალა. სუფრაზე რა და როგორ იყო, არ უნდა დიდი გარჩევა. შუაღამისას გადავნაწილდით ორ სახლში. ერთი სადაც სუფრა იყო და მეორე დეის სახლი 300 მეტრის მოშორებით. განვლაგდით ასე ![]() ამასობაში შემოგვიერთდა ანდრე და შაკო თევზუკა, შემოგვიერთდა რა ჩვენ უკვე მეორე სახლში ვიყავით, ისინი კი სუფრაზე წავიდნენ/ მოკლედ ვიტყივ, რომ იყო ყველაზე , ყველაზე შფოთიანი და ყველაზე ხიფათიანი ღამე. ნაწილს (ჩემი ჩათვლით) არ გვიძინია საერთოდ. მე შემთხვევით გადავრჩი ძალიან სერიოზულ დაზიანებას. კარადა მივადგით კარზე, და ამგვარად ჩავკეტეთ კარი. იმ კარადის ძირას უნდა დამეძინა, მაგრამ შევატყვე რომ არ იყო მთლად უხიფათო იდეა და გადავწექი საწოლებს შორის (როგორც სურათზე ჩანს) . მართლაც რომ დაბრუნდნენ ნადირები, ვერ გააღეს ჩვენი ოთახის კარი და ერთმა განსაკუთრებით ნადირმა ისეთი შემოამტვრია კარადა წაიქცა და დალეწა ყველაფერი. იქ სადაც მე უნდა ვწოლილიყავი. გეყოლებოთად 2D კუბლიჩა მერე. ამას წინ უძრვოდა ტოტოს და კასტერას გამანიკურება. შემდეგ დაგვადგა მეზობელი. ერთადერთი ჭიშკარი იყო მთელ ქუჩაზე და ანდრეს მაინცდამაინც იმის წინ გაუჩერებია მანქანა. ვერ გამოდიოდა. რაკერამ გადმოაყენა მანქანა და მეც გამოვედი. დაძინებას აზრი აღარ ქნდა, გამოვედით ქალაქში, ველოდეთ 8-ის ნახევრდამე მარკეტის გახსნა და ვიყიდეთ ცივი ყავა. მერე ნელ ნელა გაიღვიძა ხალხმა და შუდღისას დავაწექით ლაგოდეხის ნაკრძალში ნაკრძალის თანამშრომლებმა კარგად დაგვაკვალიანეს, გვითხრეს რომ ჩანჩქარი წვიმების გამო წაღებული იყო და თანაც 3.5 საათის საცალი იყო. უბრალოდ შევუყევით ნაკრძალს, სადამდეც არ დავღლილვართ იქამდე მივედით. მდინარის პირას გავჩერდით. ბავშვები მდინარზე დახტოდნენ, ზოგი ნამიოკობაბას თამაშობდა. მე რაკერა, თემო და კასტერა კი მალევე წამოვედით, რადგან რალიზე უნდოდათ მისვლა. ღამე მიუხედავად ფათერაკებისა იყო ძაააალიან სახალისო. ამდენი არ მიცინია არასოდეს. |
|
|