IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> 27 მაისს, წყვილთა რბოლა, რუსთავის ახლადგახსნლ ტრეკზე.(RIM
kaspera
გამოხმაურება May 20 2012, 17:31
გამოხმაურება #101


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,824
რეგისტრ.: 24-June 09
მომხმარებელი № 189




VOKSWAGEN CLUB GEORGIA წარმოგიდგენთ 27 მაისს, წყვილთა რბოლა, პირველად, რუსთავის ახლადგახსნლ ავტოდრომზე
27 მაისს, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის (იგივე ავტოდრომის) ტერიტორიაზე საქართველოს VW-ის კლუბის და ლუდსახარში „ზედაზენის“ ორგანიზებით ტარდება წყვილთა რბოლა, მოყვარულ ავტოსპორტსმენებს შორის. ლუდასხარში „ზედაზენის“ თასის გათამაშება რომელსაც ყოველწლიური ხასიათი ექნება. ჩვენი სპონსორები და პარტნიორები არიან:



შეჯიბრი გაიმართება 4 (ოთხ) კლასში, FWD – RWD – AWD – ABSOLUT .
FWD – RWD – AWD კლასებში კრძალულია Track days and Competition და Extreme Performance (სლიკები, პოლუსლიკები) საბურავები, შეგიძლიათ ამ საიტით იხელმძღვანელოთ http://www.tyrereviews.co.uk/Tyre/ . არ დაიშვება ავტოსპორტისთვის განკუთვნილი და მომზადებული ავტომობილები, ასევე არ დაიშვებიან პროფესიონალი ავტომრბოლელები. პროფესიონალებში იგულისხმებიან ის პირები როლებც დღესდღეობით ფლობენ ლიცენზიებს, აღნიშნულის დადგენა ხდება ყველა ლიცენზიის გამცემი ორგანიზაციიდან გამოთხოვნილი სიების მიხედვით.

ABSOLUT კლასში დაიშვებიან პროფრსიონალი ავტომრბოლელები, ასევე ყველა ის მოყვარული ვისაც სურვილი ექნება, ამ კლასში დაშვებულია ყველანაირი საბურავი და ყველანაირი ავტომობილი.

1 მანქანით შეიძლება გამოვიდეს 2 ადამიანი. 2 ავტომობილით ერთი მონაწილე არ დაიშვება.

სასტარტო შენატანი ყველა კლსში არის 40 ლარი, თუ ერთ მონაწილეს სურვილი აქვს გამოვიდეს 2 კლასში (თავის კლასში და აბსოლუტში) იხდის 2 კლასის სასტარტო შენატანს.

რეგისტრაცია იწარმოებს 24, 25, 26 მაისს საღამოს 5(17:00) საათიდან 8 (20:00) საათამდე, დიღომიში ასტრა პარკის წინ მოედანზე, კვირას შეჯიბრის დღეს არავთარ შემთხვევაში არ იქნება რეგისტრაცია, გამონაკლისია მხოლოდ რეგიონებიდან ჩამოსული მონაწილეებისათვის, ისიც იმ შემთხვევაში თუ მონაწილე ტელეფონით წინასწარ გაივლის რეგისტრაციას.
შეჯიბრზე ჩაფხუტის (შლემის, კასკის, როგორიც არ უნდა იყოს, გინდა მოთხილამურის გინდა ველოსიპედისტის არ აქვს მნიშვნელობა, მთავარია თავი იყოს დაცული) გარეშე შეჯიბრზე ვერ გმოვა ვერავინ (ადგილზე იქნება რამოდენიმე შლმი და ვისაც არ აქვს და ვერ შოულობს, იმათმა პადშლემნიკებზე იზრუნეთ).

ყველა მონაწილე ვალდებულია ავტომობილზე დაიკრას ორგანიზატორების მიერ მოწოდებული სპონსორის სტიკერები მხოლოდ უკანა გვერდითა და უკანა საქარე მინებზე, წინააღმდეგ შემთხვევაში სასტარტო შენატანი გასამმაგდება და ასეთი მონაწილე დაიკრავს მხოლოდ სარბოლო ნომერს.

ყველა კლასში საპრიზო ფონდი იქნება:

1 ადგილი - 150 ლიტრი ბენზინი (გალფის პრემიუმი) +1 ყუთი ლუდი ზედაზენი + 50 ლარანი ვაუჩერი ხორცპროდუქტების საწარმო „ვაკე“-ს პროდუქციაზე.
2 ადგილი - 100 ლიტრი ბენზინი (გალფის პრემიუმი) +1 ყუთი ლუდი ზედაზენი + 50 ლარანი ვაუჩერი ხორცპროდუქტების საწარმო „ვაკე“-ს პროდუქციაზე.
3 ადგილი - 50 ლიტრი ბენზინი (გალფის პრემიუმი) +1 ყუთი ლუდი ზედაზენი + 50 ლარანი ვაუჩერი ხორცპროდუქტების საწარმო „ვაკე“-ს პროდუქციაზე.

ღონისძიებაზე 1 კაცის შემოსვლის ფასი - 5 ლარი (შედის პარკინგი) ბილეთები გაიყიდება მხოლოდ ადგილზე შეჯიბრის დღეს.
შეჯიბრში მონაწილე და 1 დამხმარე ადამიანი არ იხდის შემოსვლის 5 GEL-ს...

დანარჩენი დაწვრილებითი ინფორმაცია და შეჯიბრის რეგლამენტი, ტრასის ნახაზთან ერთად გამოქვეყნდება რამოდენიმე დღეში.

მინდა ყველას ყურადღება გავამახვილო იმაზე, რომ ამ ღონისძიებაზე იქნება დამოკიდებული ამ სახეობის (წყვილთა რბოლის, პარნის) ბედი, უნდა იყოს მაყურებელი იმდენი რომ ტრეკის ხელმძღვანელობამ დაინახოს რომ არსებობს ინტერესი და ამ სახეობას ჰავს მაყურებელი, ეს არის სატეტსო ვარიანტი თუ ამაში დავარწმუნებთ ამ ადამიანებს მაშინ სამომავლოდ მოეწყობა ინფრასტრუქტურა ამისათვის თუ არა და დავემშვიდობოთ... ნელა-ნელა მოკვდება ასე ჩვენთვის საყვარელი სახეობა.

ყველანაირი გონივრული წინადადება მისაღები იქნება ყველასგან, ოღონდ თხოვნა მაქვს რომ გამოვთქვათ საკუთარი აზრი ჩამოყალიბებულად. იდეები შეგიძლიათ გამოთქვათ ამ თემაში. წყვილთა რბოლა

დამატებითი ინფო:
5 77 13 44 11 დავით სეფაშვილი
5 95 20 88 33 ალექსანდრე ბიგანაშვილი ( რეგისტრაცია რეგიონიდან ჩამომსვლელთათვის)


Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
kaspera   27 მაისს, წყვილთა რბოლა   May 20 2012, 17:31
leqsoo   ანდროს მივულოცოთ მ...   May 27 2012, 18:23
lio   ვააა ეს კაია, ვულოც...   May 27 2012, 18:25
leqsoo   ანდრო 53 წამი გახოკი...   May 27 2012, 18:27
lio   :D :D :D ჩვენები იყვნენ...   May 27 2012, 18:30
FEOLA   ვინ მოიგო ბოლო,ბოლ...   May 27 2012, 18:33
leqsoo   1 რეისერე მერე იტყვ...   May 27 2012, 18:38
lio   ოოოო დიდი ამბები ყ...   May 27 2012, 18:43
karoche   წინაზე ვინ მოიგო? რ...   May 27 2012, 18:45
SNIKERSA   ანდრო გილოცავ   May 27 2012, 18:51
PAINKILLER   გილოცავ ანდრო, მომ...   May 27 2012, 19:25
VADA   leqsoo
  May 27 2012, 23:04
SIT-STI   გილოცავ ანდრეეეე : )...   May 27 2012, 23:07
levanisan   გილოცავ ანდრო, არა ...   May 27 2012, 23:08
Drifter_Silvia   მოვედი სახლში კიდე...   May 27 2012, 23:25
Drifter_Silvia   სიტოევიჩ დაგერხევ...   May 27 2012, 23:51
TRULOVI     May 28 2012, 08:09
shreketa   ანდრუხ გილოცავ   May 28 2012, 08:21
svd   აქაც გილოცავ ანდრე...   May 28 2012, 09:03
TRULOVI     May 28 2012, 09:07
dey   პროფები და კვადრო ...   May 28 2012, 09:09
svd   ასევე ის მწვანე M3 ი...   May 28 2012, 09:11
giurza   მოკლედ უჩემობაში რ...   May 28 2012, 09:25
lio   ალე იმ F1-ების ბრალი ...   May 28 2012, 09:35
crimson   მალადცი ბიჭებო !...   May 28 2012, 09:58
SUB 300   ჩემი სუპერმენი ვინ...   May 28 2012, 11:28
shota   ანდრო გილოცავ, პირ...   May 28 2012, 12:17
svd   დადეს დროები აბსოლ...   May 28 2012, 13:26
dey  
  May 29 2012, 00:23
NetDevil  
  May 29 2012, 12:38
ZARNA  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge