![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() 66 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,868 რეგისტრ.: 6-June 09 მდებარ.: რუსთავი მომხმარებელი № 145 ![]() |
კვირას, 12 აგვისტოს, რუსთავის ავტოდრომზე, პროფესიონალური რბოლების შემდეგ, გაიმართება უჩვეულო სამოყვარულო შეჯიბრი (თაიმ ათაქ).
შეჯიბრის ფორმატი: ყველა მონაწილეს ექნება 2 ათწუთიანი გასვლა ავტოდრომის სრულ წრეზე. ბრძოლა არაკონტაქტურია (თუ ერთი მონაწილე მეორეს ეწევა მეორე ვალდებულია გაატაროს). გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნაჩვენები საუკეთესო დროის მიხედვით. საუკეთესო დრო აირჩევა ორივე გასვლიდან მხოლოდ ერთი საუკეთესო წრით. კლასებად დაყოფა: მონაწილეები დაიყოფა სამ კლასად: 2 ლიტრამდე, 3 ლიტრამდე და ზემოთ. კოიფიციენტი ძრავებზე: ტურბირებული X 1.7-ზე. VVTI, VTEC, M და ა.შ X 1.2-ზე. შეჯიბრში მონაწილეობა, რეგისტრაცია, ტერიტორიაზე მოხვედრა: მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის მოქმედი ლიცენზია. რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სამუშაო საათებში შემდეგ ნომერზე: 2307703. რეგისტრირებული მონაწილე შეჯიბრის დღეს მოდის ავტოდრომის შესასვლელთან, ამბობს სახელს, გვარს და ავტომობილის ნომერს და იღებს საბორტო ნომერს, რომელსაც აკრავს ავტომობილს ორივე მხარეს რათა დაცვამ ის შემოუშვას დახურულ პარკში ანუ იქ სადაც დგანან სარბოლო ბოლიდები. გადასახადი შეჯიბრზე მონაწილეობისთვის 30ლარი + 10 ლარი (დროის ამთვლელი მოწყობილობისთვის). თანხის გადახდა მოხდება საბორტო ნომრის აღების მომენტში. შეჯიბრზე გამოსასვლელად სავალდებულოა: ავტომობილში არ იდოს ისეთი რამ რაც თავისუფლად მოძრაობს. ღვედი მუშაობდეს გამართულად. მონაწილეს ეფაროს შლემი (საავტომობილო ან მოტოციკლის) შეზღუდვები: საბურავებზე მოხსნილია ნებისმიერი შეზღუდვა. მონაწილეს უფლება არ აქვს დაიმგზავროს სხვა ვინმე ან რამე. საკონტაქტო ტელეფონი: 2307703 ხათუნა (GASA) |
|
|
![]() ![]() |