IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> თუშეთი, 3-6 აგვისტო
kublicha
გამოხმაურება Aug 6 2012, 20:29
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,551
რეგისტრ.: 18-May 09
მომხმარებელი № 99




ჯერ შევეცდები მონათხრობით ავღწერო თუშეთის გასვლა და შემდეგ ნელ-ნელა ფოტოებსაც დავურთავ.

დღე I.
პარასკევს, 6 საათიდან დავიწყეთ შეკრება ბოქსებში. სტანდარტული პროცედურების გავლის შემდეგ დავიძარით რაკერას მანქანით. ჯერ მხოლოდ მე ვალერი ვართ პასაჟირები.
დავრეკეთ კერიაში, შევუკვეთეთ ლობიანები, წავედით გაზის ბალონის დასატენად. გაზის მტენავი ესკიმოს ვერ პოვნის შენდეგ (ესკიმო სვანური სიტყვაა და გივის ნიშნავს, თურმე) დავიწყეთ პროდუქტების შეძენა. ვანო (ნეტდევილ) გველოდებოდა ორთაჭალაში. მწარედ მოვატყუეთ რომ 10 წუთში იქ ვიქნებოდით, როცა ჯერ ვაჟაზე ვიყავით, ნიკორაში საყიდელი გვქონდა სანოვაგე და ლიო წამოსაყვანი ვაკიდან.
პარალელურად II ეკიპაჟი, კოტე, ინგა, გიორგი და მახო მეორე ეკიპაჟს ჰკრავდნენ. მახომ ცოტა გვახვეწნინა, მაგრამ ბოლოს მაინც წამოყვა კოტეს.
შევიკრიბეთ პეპელასთან და დავიძარით გომბორის მიმართულებით. ამ დროს უკვე 9 საათს გადაცილებულია და ბნელა.
რაციებმა იმუშავა იდეალურად, თითო მანქანაში 2 რაცია გვქონდა დაჟე.
რაკერას ფარმა დაიწყო ციცინათელობა და მოგვიწია შეკეთების მიზნით გომბორზე გაჩერება.
11 ს კარგად გადაშორებული იყო, რომ ჩავედით თელავში.
იქ ხმები გაიყო, ნაწილს უნდოდა საოჯახო სასტუმრო, ნაწილს უნდოდა კარავი. გაიმარჯვა იმ პოზიციამ, სადაც გურული ჯიუტი იყო და დავეცით კარავი.
ადგილი იყოოოოო, უკეთესს ვერ ნახავთ. ტრასის პირას, თან ერთი ხე არაა რომ მოეფარო, თან საშინლად ქვიანი მინდორი და ქვეზე მეტი ნეხვი.
ამასობაში 12 საათს გადასცდა და დავიწყეთ კოტეს დაბადების დრის სადღეგრძელოები.
მშვიდობიანად დავიშალეთ 1 საათზე და შევედით კარვებში, მაგრამ ვაი მაგ დაძინებას. კარვებში საშინლად დაგვცხა, და ქვებმა ძვალი და რბილი დაგვიჟეჟა.
რასპრედვალებივით ვტრიალებდით და ვერ ვიძინებდით.

დღე II.
როგორც კი ინათა წამოვდექით, აღმოვაჩინეთ რომ ქვები იყო მარტო იმ ადგილას სადაც ჩვენ ვიყავით, გარშემო არსად biggrin.gif
მეცხვარე ძაღლებმა მოგვაკითხეს. წაგვივიდა ფერი, მაგრამ ძაღლმა გადასაგდებად გამზადებული ნაგვის პარკი დაითრია და გაიქცა.
ავლაგდით და წავედით თელავის ბაზარში. ბაზრის მოვლის შემდეგ, შევეცადეთ გაზის დატენვას, მაგრამ ვერსად ვერ ვიშოვეთ. უკვე ალვანს გაშორებული ვიყავით, როცა გაგვახსენდა რომ ხორცი არ გვიყიდია. მიბრუნდა კოტეს მანქანა, ჩვენ ლალისყურში ველოდებოდით.
სტარტი თუშეთისკენ ავიღეთ დაახლოვებით 10-11 საათზე. გზა თავიდან იყო ფართო და მოხრეშილი, სულ მცირე კენჭებსაც კი ედებოდა რაკერას ვიხლოპი და უკვე აღმართები რომ დაიწყო იძულებული გავხდით მოგვეხსნა. მივყვებოდით მდინარე სტორის ხეობას. ხევის სიმაღლე ძალიან სწრაფად იზრდებოდა.
პირველი კულტურული გაჩერება გვქონდა ჩანჩქარეთან, გადავიღეთ პეიზაჟები, ჯგუფური და ინდივიდუალური სურათები.
ალპურ ზონაშიც გადავედით ამასობაში. ხევი უკვე თვალუწვდენელი იყო.
აბანოს პასზე საკმაოდ დაეტყო მანქანებს უჟანგბადობა გავჩერდით 2800 მეტრის სიმაღლეზე, გადავიღეთ იქაც სურათები და გავაგრძელეთ სვლა. ჩასასვლელი გაცილებით დამრეცი იყო, ძირითადად მიცუბიშ დელიკები და ლენდ კრუიზერები გვხვდებოდა. რომ ჩამოვედით მდინარის დონეზე ცოტა ხანი შევისვენეთ, ნაწილმა მდინარეში ფეხებიც დაისველა.
ისევ დაიწყო აღმართები, ისევ გამოჩნდა უფსკრულები და როგორც იქნა 4 საათზე ავედით ომალოს ტურისტულ ცენტრთან.
შესვენების შემდეგ ავედით ომალოს ციხეზე. იქიდან ხედი იშლებააა, ეგ უნდა ნახო, მაგის გადმოცემა შეუძლებელია.

გეზი ავიღეთ სოფელ დართლოსკენ. უკვე საღამო იყო და მანქანები არ გვხვდებოდა, ნავიგაციის იმედად მივდიოდით. უცებ კოტეს ხმა ისმის რაციაში განწირული, ფანჯრები აწიეთო. (კოტე წინ მიდიოდა). ზევიდან მოდის რაღაც მტვერი და ბდღვირი, თანაც საკმაოდ ჩქარა (მინიმუმ 60 კმ/სთ, როგორც თქვეს). მტვერის მოახლოებისას გამოჩნდა მისი გამომწვევი მიზეზი, ეს იყო 3 ხიდიანი ურალი, რომელსაც მობმული ქონდა ხეები და მოახოხიალებდა უზარმაზარი სიჩქარით. ძლივეს დაატორმუზეს.
დაიწყო დაღმართი, უკვე ჩავდივართ პირიქითა ალაზნის ხეობაში. გზაზე სიმპათიური ქალი ტურისტებიც გვხვდებოდა biggrin.gif ჩავედით დართლოში. მდინარის გავლისას კოტეს მოძვრა ნომერი. შევარჩიეთ საბანაკო ადგილი. გავიყავით ორ ჯგუფად. რაკერა და მახოს მანქანით წავიდნენ შეშაზე, მე რაკერა და ვალერი სოფელში ქვაბის და ყველის საშოვნად.
ქვაბიც და ყველიც ვიშოვეთ და ვალერიც კინაღამ დავაქორწინეთ, მააააშ biggrin.gif
დავბრუნდით წარმატებული ბანაკში. დაღამდა. რაკერა და მახოს არ ჩანან, რაცია დამჯდარი აქვთ, და ჯეოსელის ნომერი აქვთ. დართლოში მარტო მაგთი იჭერდა.
სანამ ისინი მოვიდინენ, შეშაც ჩვენ მოვაგროვეთ.
აგიზგიზდა კოცონი, მოვხადეთ თავი ოციანს და შევუბერეთ. 2 საათზე დავიშალეთ და დავიძინეთ. ისე კარგად გვეძინა, არ ვიცი თელავის კხარის გამო, თუ არ ვიცი ღვინის.

დღე III.
დილას ადრე, ჯერ მზე არ იყო ამოსული გავიღვიძეთ, მაგრამ ისე ძაან ციოდა, მალევე შევბრუნდი და გავაგრძელე ძილი.
მზე რომ ამოვიდა დაცხა. რომ გავიღვიძე ყავაც მოდუღებული დამხვდა. ავალაგეთ ბანაკი ცოტა ხანში და ავედით სოფელში. (დართლოში). დავუბრუნეთ ვალერის სასიდედროს ქვაბი და დავიწყეთ ფეხით სვლა კოშკებისკენ. ავედით, გადავიღეთ ფოტოები, მალინა შევუჭამეთ ხალხს და წამოვედით.
მდინარეში გამოვლისას, ამჯერად რაკერას ჩამოსძვრა ნომერი, მაგრამ ტურისტებმა უთხრეს და გადავრჩით დაკარგვას. დავიძარით შენაქოს და დიკოსკენ. მივდივართ და უცებ ვხედავთ კოტეს ყავს მანქანა შეყენებული ბუნებრივ იამაზე და ქვეშ ეჩალიჩებიან. მანდ გააფუჭა მაყუჩი.
მოირჩნენ შერემონტებას და წავიდნენ, ჩვენ რაკერას ეკიპაჟი, ზუსტად იმ ადგილას სადაც კოტე იყო გაჩერებული, მივედით ფეხით ნაპირთან და იქ ისეთი საოცარი ხედი დაგხვდა. მე გაოცებისგან რაღააც ამოუცნობი ხმა აღმომხდა. ჩვენს წინ იყო 600 მეტრის სიღრმის ხევი. (გუგლირზში გადავთვალე ახლა). კოტეს გლუშიწელი რომ არა, მაგ ადგილს ვერ ვნახავდით.
მივდივართ შენაქოსკენ, ჩავდივართ ძალიან ღრმა ხეობაში. რომ ჩავედით იქ გაიჩითა კარგი საბანაო ადგილი და დიდმა ნაწილმა შესცურა. თუმცა ისეთ ხმებს გამოსცემდნენ, წყალი ძალიან ცივი უნდა ყოფილიყო. მე მხოლოდ ფეხებით შევედი წყალში და ვარაუდიც დადასტურდა.

ამ დროს ჩაგვიარა ორმა კორეელმა გოგონამ ფეხით. (თავიდან იაპონელი გვეგონა). სანამ ჩვენ ჩავიცვით, გავშრით და დავიძარით ისინი უკვე გაგვცნდნენ, მაგრამ ისეთი აღმართები იწყებოდა შორს ვერ წავიდოდნენ. ძალიან გაგვიკვირდა რომ ვეღარ ვნახეთ გზად, შანსი არ იყო სხვაგან გადაეხვიათ. ავედით შენაქოში და რას ვხედავთ, ეს ორი კორეელი კოტეს მანქანიდან არ გადმოვიდა. კოტე ჩვენზე წინ მიდიოდა და წაუყვანია.
რაღაც ინგლისურს მოვუყარეთ თავი და გავიწიეთ ექსკურსიამძღოლობა. ვნახეთ ეკლასია. შენაქოში გაიჩითა გასაყიდი ლუდი. ცოტა დავლიეთ და ყველას დაეკარგად დიკლოში გადასვლის მადა. ჩავისვით ეს კორეელები და წამოვედით უკან ომალოში.
დავბანაკდით ძალიან მაგარ ადგილას, იყო თვალუწვდენელი ხედი ხეობაში, ჩრდილიც, მინდორიც გირჩების მარაგიც, შეშაც და ყველაფერი. ამ დროს მხოლოდ 4 საათია. მცირე ზაკუსკა კაპიტალურ ჭამაში გადაიზარდა
და ყველანი დავეყარეთ პარალონებზე. მახო ისეთს ხვრინავდა 70 დეციბელი აჩვენა ლიოს პროგრამამ. biggrin.gif
ჩავატარეთ მხედველობის ტესტი და სმენის ტესტი. მახომ რომ გაიღვიძა დავიწყეთ ინეტელექტუალური თამაში, რომელიც გაგრძელდა შუაღამემდე.
ამით ეს გასვლა შევიდა, როგორც ყველაზე (თუ არა ერტადერთი) ინტელექტუალური გასვლა სკჯ-ს ისოტრიაში.
ღამე შემოვუსხედით სუფრას (მანამდე არავის არ შიოდა) და მხიარულობაში გავატარეთ რამდენიმე საათი. აღსანიშნავია, რომ სვამდა მხოლოდ კოტე biggrin.gif

დღე IV.
დილას გვაღვიძებს მახოს განწირული ყვირილი. ადგაააა, პადიომ, გაიღვიძეთ. მერე აყვირდა შოთააა. რომ კითხეს რატომ შოთა, ყველაზე მეტი რაოდენობით ეგენი არიან და ერთ-ერთი მაინც გაიღვიძებდაო.
ავდექით, ავადუღეთ ყავა. ჯერ მხოლოდ 6 საათია დილის. ჩავლაგდით და დავიძარით. გზად შეგვხვდა სასაზღვრო პოლიციის სატვირთო მანქანები, რამაც გარკვეული დროით შეგვაყოვნა.
ასევე შეგვხვდა ტოიოტა რაც4 ახალი. ეს არის ყველაზე ნაკლები გამავლობის მანქანა, რაც იქ ვნახეთ. თუ არ ჩავთვლით აძინაცეტს, რომელიც უძრავ მდგომარეობაში ვნახეთ. დანარჩენი სულ დელიკა, ჰაილუქსი, პაჯერო, პატრული, ლენდი, ნივა და კამაზი.
11:30 ზე ჩამოვედით ვიყავით ალვანში (ანუ თელავთან ახლოს). მცირე საუზმა გავმართეთ და დავიძარით თელავისკენ. თელავში ნაყინის ყიდვის ამაო მცდელობის შემდეგ დავაწექით გომბორს. ნუ შიგ თელავში არ შევსულვართ, სოკარის მაღაზიაში ვნახეთ.
გომბორზე ისეც გავარრძელეთ ინტელექტუალური თამაში, მანქანა-მანქანაზე. რაციით. ეს თამაში ვერ დავამთავრეთ, რადგან ლილოში ჩვენი გზები გაიყო, ჩვენ წავედით რუსთავისკენ, რათა ვანო მიგვეყვანა, კოტე კი წამოვიდა პირდაპირ და ცხადია რაციის კავშირიც დაიკარგა.

ჭირი იქა, ლხინი აქა, ქატო იქა აგური აქა.
რატომ აგური? იქ უნდა ყოფილიყავით და გაიგებთ biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
kublicha   თუშეთი   Aug 6 2012, 20:29
VADA   საღოლ ! მაგარი დრო...   Aug 6 2012, 21:19
kublicha   შევედით ხეობაში. მ...   Aug 6 2012, 21:42
Dzebo   ძალიან მაგარია! :)   Aug 6 2012, 21:49
kublicha   7 ლეველი ჩანს ამ ფოტ...   Aug 6 2012, 22:07
Kastera   საღოლ ბიჭებო ! სა...   Aug 6 2012, 22:28
crimson   აუ რა მაგარი იყო რა ...   Aug 6 2012, 22:28
lio   ასეთი ფხიზელი და ი...   Aug 6 2012, 22:31
crimson   ვანიჩკამ გადაიღო რ...   Aug 6 2012, 22:32
NetDevil  
  Aug 27 2012, 16:30
OZY   იმპრეზა რო გავიმეტ...   Aug 27 2012, 19:14
bakiki   აუუუუუუუ რა მაგარი...   Aug 27 2012, 20:36
Drifter_Silvia   ძაან მაგარი გასვლა...   Aug 27 2012, 21:00
datoxachi   NetDevil კარგია ვანი...   Aug 27 2012, 22:57
RACKER   სურათების დადების ...   Aug 28 2012, 01:06
Levan-i   ვაა ბოლო ძალიან მა...   Aug 28 2012, 01:07
RACKER   Aug 28 2012, 01:29
crimson   მართლამაგარიიყო...   Aug 28 2012, 11:17
L_D   ვახ რა მაგარია, იმე...   Aug 28 2012, 12:14
Boss   გარმინის მონაცემე...   Aug 28 2012, 12:53
NetDevil   მეორე ნაწილი   Aug 28 2012, 16:48
L_D   თავის ტკივილი ხომ ...   Aug 28 2012, 18:05
NetDevil   ბოლოს კარვების გაშ...   Aug 28 2012, 19:11
crimson  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge