IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> Time Attack 11 ნოემბერს და მალე წყვილთა რბოლა ახალმოედანზე
NetDevil
გამოხმაურება Nov 2 2012, 11:23
გამოხმაურება #1


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




კვირას, 11 ნოემბერს,12:00 საათზე, რუსთავის საერთაშორისო ავტოდრომზე გაიმართება "თაიმ ათაქის" მომდევნო ეტაპი.
რეგისტრაცია ადგილზე 10:00-11:30 ან წინასწარ ტელეფონის საშუალებით 2307703.

აქვე მინდა გითხრათ, რომ 4 ნოემბერს Rustavi International Challenge-ში ბევრი უცხოელი მრბოლელი იღებს მონაწილეობას და გელოდებით ყველას.
ასევე ავტოდრომზე, ბოქსების უკან ასფალტის დაგება დაიწყო და თვის ბოლოს მაგარი და ჩქაროსნული წყვილთა რბოლა გველოდება!

შეჯიბრის ფორმატი:
ყველა მონაწილეს ექნება 1 ათწუთიანი საწვრთნელი გავლა დროის ამზომი მოწყობილობის გარეშე და 2 ათწუთიანი გავლა დროის ამზომი მოწყობილობით ავტოდრომის სრულ წრეზე.
ბრძოლა არაკონტაქტურია (თუ ერთი მონაწილე მეორეს ეწევა მეორე ვალდებულია გაატაროს).
გამარჯვებულები გამოვლინდებიან ნაჩვენები საუკეთესო დროის მიხედვით.
საუკეთესო დრო აირჩევა ორივე გასვლიდან მხოლოდ ერთი საუკეთესო წრით.


კლასებად დაყოფა:

მონაწილეები დაიყოფა სამ კლასად: ( A ) 0cc-2000cc / ( B ) 2001cc - 3000cc/ ( C ) 3000cc+
კოიფიციენტი ძრავებზე: ტურბირებული X 1.7-ზე. VVTI, VTEC, M და ა.შ X 1.2-ზე.
გამონაკლისი: 1800cc Turbo-ს კოეფიციენტი ექნება 1,6
კომპრესორზე დავაწესეთ შეღავათი, მაგრამ დროებით და კოიფიციენტი შეადგენს 1.3-ს. ანუ 2,3 კომპრესორი გამოდის 3.0-მდე კლასში.


შეჯიბრში მონაწილეობა, რეგისტრაცია, ტერიტორიაზე მოხვედრა:

მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს ვისაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის მოქმედი ლიცენზია.
რეგისტრაციის გავლა შესაძლებელია სამუშაო საათებში (10:00 - 18:00) შემდეგ ნომერზე: 2307703.
რეგისტრირებული მონაწილე შეჯიბრის დღეს მოდის ავტოდრომის Reception-ში (პირველ სართულზე), ამბობს სახელს, გვარს, ავტომობილის ნომერს
და იღებს საბორტო ნომერს, რომელსაც აკრავს ავტომობილს მარცხენა მხარეს, იმისთვის რომ დაცვამ შემოუშვას დახურულ პარკში.
გადასახადი შეჯიბრზე მონაწილეობისთვის - 40 GEL
თანხის გადახდა მოხდება საბორტო ნომრის აღების მომენტში.


შეჯიბრზე გამოსასვლელად სავალდებულოა:

ავტომობილში არ იდოს ისეთი რამ რაც თავისუფლად მოძრაობს.
ღვედი მუშაობდეს გამართულად.
მონაწილეს ეფაროს შლემი (საავტომობილო ან მოტოციკლის)
შლემის არქონის შემთხვევაში ავტოდრომზე მუშაობს გაქირავების სერვისი.

შეზღუდვები:

საბურავებზე მოხსნილია ნებისმიერი შეზღუდვა.
მონაწილეს უფლება არ აქვს დაიმგზავროს სხვა ვინმე ან რამე.

საკონტაქტო ტელეფონი: 2307703 ხათუნა (GASA) სამუშაო საათებში (10:00 - 18:00)
Go to the top of the page
 
+Quote Post
6 გვერდი V  « < 4 5 6  
Start new topic
გამოხმაურებები (100 - 101)
Kastera
გამოხმაურება Nov 16 2012, 23:04
გამოხმაურება #101


mysubaru.ge
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,513
რეგისტრ.: 17-April 09
მომხმარებელი № 20




ტიტუ აქ რაამბები ყოფილა biggrin.gif


--------------------
4x4=16
Go to the top of the page
 
+Quote Post
Benjamen
გამოხმაურება Nov 17 2012, 16:38
გამოხმაურება #102


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 678
რეგისტრ.: 3-June 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,159




FEOLA
მე დაღუპვას არ ვაპირებ და არც იმას რომ რა გამოცდილება რაც მაქ ერთ დღეში გამოვაჩინო.....
Go to the top of the page
 
+Quote Post

6 გვერდი V  « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge