IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> 20 იანვარი წყვილთა რბოლა III ეტაპი, "ზამთრის სეზონი 2012-2013"
svd
გამოხმაურება Jan 8 2013, 14:05
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,322
რეგისტრ.: 23-May 09
მომხმარებელი № 116




20 იანვარს, რუსთავის ავტოდრომზე გაიმართება სამოყვარულო წყვილთა რბოლა, 4 ეტაპიანი თასის "ზამთრის სეზონი 2012-1013"-ის ფარგლებში (მესამე ეტაპი).
სეზონი დასრულდება თებერვალში და სეზონის გამარჯვებულები გამოვლინდება ოთხივე ეტაპის ქულების ჯამით.
კლასები დაიყოფა სტანდარტულად: AWD, FWD, RWD, ABSOLUT.
მონაწილეობა შეუძლია ნებისმიერ მსურველს რომელსაც გააჩნია მართვის მოწმობა ან პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზია. არასრულწლოვანი პროფესიონალი მრბოლელები დაიშვებიან მოყვარულთა ჩათვლაში.
მოქმედი პროფესიონალური ლიცენზიის მქონე სრულწლოვანი მონაწილეები მოხვდებიან მხოლოდ აბსოლუტ კლასში.
არცერთ კლასში არ დაიშვება სპორტული(სლიკები) და ნახევრადსპორტული(ნახევრადსლ
კები) აგრეთვე "ექსტრიმ-პერფორმანსი" და "ტრექ-დეი"-თ კვალიფიცირებული საბურავები.
აბსოლუტურ კლასში დაიშვება მხოლოდ ნებისმიერი ძარიანი ავტომობილი განურჩევლად წამყვანი თვლებისა და სიმძლავრისა.
ლეგენდები, კარტინგები და სხვა ტიპის სატრანსპორტო საშუალებები დაიშვება როგორც დამოუკიდებელი კლასი მხოლოდ მაშინ, თუ მათი რიცხვი შეადგენს მინიმუმ 8 სატრანსპორტო საშუალებას.

აბსოლუტურ კლასში მონაწილეობას მიიღებს კლასებში 1 და 2 ადგილებზე გასული მონაწილეებიც.

გადასახადი მონაწილეობაზე 40 ლარი.
გულშემატკივართა დასწრება უფასო!

ტრასა უკვე გამზადებულია სავარჯიშოდ.


რეგისტრაცია წინასწარ ტელეფონით 2307703 ან ადგილზე კლასების მიხედვით:

ოთხივე წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები
რეგისტრაცია 09:00 - 10:30
სტარტი 11:00

უკანა წამყვანი თვლით აღჭურვილი ავტომობილები
რეგისტრაცია 11:30 - 13:00
სტარტი 13:30

წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები
რეგისტრაცია 14:00 - 15:30
სტარტი 16:00

მონაწილეები გაივლიან საკვალიფიკაციო გარბენს და რბოლაში ჩაერთვება თითოეულ კლასში მხოლოდ 8 საუკეთესო დროის მქონე.

საკვალიფიკაციო გარბენი შედგება 2 გარბენისგან. მონაწილე მეორე გავლას ახორციელებს პირველი გავლის დასრულებისთანავე. ორი გარბენიდან საუკეთესო დრო ჩაითვლება საკვალიფიკაციო დროდ. (ამით ვაზღვევთ მონაწილის შეცდომას).

საპრიზო ფონდი (ფულადი) მხოლოდ კლასებში გამარჯვებულს.

P.S. მზადდება 12 ეტაპიანი სამოყვარულო წყვილთა რბოლის პროექტი სადაც ყველა კლასში ( AWD, FWD, RWD) გათამაშდება ავტომობილი. აბსოლუტური კლასი დამოუკიდებლად არ ჩატარდება. საბურავების დაშვება იქნება ამავე წესით. შეჯიბრის ინტენსივობა დაახლოვებით თვეში 1. ქულების დარიცხვა იქნება შემდეგნაირად:
1 ადგილი 5 ქულა;
2 ადგილი 4,5 ქულა;
3 ადგილი 4 ქულა;
4 ადგილი 3,5 ქულა;
8 საუკეთესოში მოხვედრა 3 ქულა;
მონაწილეობა 2,5 ქულა;
ეტაპის გამოტოვება 1,5 ქულა;
1,5 ქულას გამოტოვებული ეტაპებისთვის მიიღებს აგრეთვე ყველა ის მონაწილე ვინც მოგვიანებით (რამოდენიმე ეტაპის გამოტოვებით) ჩაერთვება ტურნირში.

http://forum.ge/?f=50&showtopic=34482764
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
svd   20 იანვარი წყვილთა რბოლა III ეტაპი, "ზამთრის სეზონი 2012-2013"   Jan 8 2013, 14:05
maxouni  
  Jan 21 2013, 16:10
shmagii   აბსოლუტის დადე რა ...   Jan 21 2013, 16:51
NetDevil   წინები
Jan 21 2013, 20:29
aleko   ბატონო ვანო, ქულებ...   Jan 22 2013, 12:27
NetDevil  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge