![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Anzor Alvarez ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,652 რეგისტრ.: 4-September 09 მდებარ.: მაცივარი მომხმარებელი № 357 ![]() |
დაგადავწყვიტე დამეწერა ძალიან მოკლე განმარტება დინამიკებზე გამაძლიერებლებზე და საბვუფერებზე ისე რო უბრალოდ რჩევის სახე ქონოდა, თან უბრალო მოკვდავი ადამიანისთვის გასაგებ ენაზე იყოს
![]() დავიწყოთ დინამიკებით: პირველი პარამეტრი დინამიკების შერჩევისას არის მისი მგრძლობელობა. ეს პარამეტრი გულისხმობს დინამიკის სიხშირულ დიაპაზონს რომლის ბრეგებად გარდაქმნა შეუძლია და იზომება ჰერცებში, უბრალო მოკვდავი ადამიანის ყურს შეუძლია აღიქვას სიხშირე 20 დან 20 000 ჰერცამდე. რაც უფრო დაბალი სიხშირის იმიტირება შეუძლია დინამიკს მით უფრო ღრმა "ბასს" - წარმოქნის. შემდეგი პარამეტრია სიმძლავრე, სიმძლავრის გასაზომად გამოიყენება ერთეული ვატი, მაგრამ სიმძლავრის გამოსაანგარიშებელი ფორმულა არის ორი, P.M.P.O და R.M.S, პირეველი ანუ პმპო სიმძლავრე გვეუბნება დინამიკის მხოლოდ პიკურ დათვირთვას, წამის მეასედში სიმძლავრე რომელიც შეუძლია დინამიკს აღიქვას ისე რო არ დაითუთქოს, ოღონდ მხოლოდ და მხოლოდ წამის მეასედში, მეორე პარამეტრი ერემესი, არის სიმძლავრე რომელზეც დინამიკი მუშაობს მუდმივი დატვირთვით, დინამიკის არჩევისიას მხოლოდ და მხოლოდ RMS სიმძლავრეს უნდა მივაქციოთ ყურადღება, (ამიტომაა ზოგი არტეჩის 20 კილოვატიან ![]() დინამიკების ტიპები: დინაკიები არის ორი სახის კომპონენტური და კოაქსიალური, კოაქსიალურ დინამიკები ერთი წერტილიდან ანუ დინამიკის მდებარეობის ადგილიდან გამოსცემს ხმას, და მთელ სიხშირული ზოლის არღქმა ხდება ერთი წერტილიდან, იმიტომ რომ თვითონ დინამიკზეა დამონტაჟებული ე.წ. "პიშალკი" ამ დროს საშუალო სიხშირის ბგერები ხშირ შემთვევაში იკარგება, ხოლო კომპონენტურ დინამიკებს ცალკე აქვთ დაბალი სიხშირის და მაღალი სიხშირის დინამიკები, ასევე სტანდარტულად მოყვებათ ე.წ. კროსოვერები, რომლებიც სიხშირულ ფილტრაციას ახდენენ, ანუ დინამიკში უშვებენ დაბალ სიხშირეს ხოლო ტვიტერში ე.წ. "პიშალკში" მაღალ სიხშირეს. ეს პრინციპი გაცილებით აუმჯობესებს აკუსტიკას და საშინლად ამცირებს საფულის სისქეს. ხმის გამაძლიერებლები: უვკე გავარკვიეთ რა განსვავებაა პიკურ და მუდმივ სიმძლავრეს შორის მაგრამ, გამაძლიერებლებში მარტო სიმძლავრე და არხების რაოდენობა არ განაპირობებს მის ავ-კარგიანობას, მაძლიერებლები ხასიათდებიან სქემის კლასების მიხედვით, ძირითადად გამოიყენება სამი კლასი (რაც გაყიდვაში შემორჩა) A, AB და D კლასის მაძლიერებლები, A კლასის მაძლიერებლებს აქვთ ყველაზე მაღალი ხარისხის ხმა, მაგრამ სრული დატვირთვით ვერ მუშაობენ და ოხრად სითბოს გამოყოფენ, AB კლასის მაძლიერებელი კომპრომისულია ხმის ხარსხთან შეფარდებით სამაგიეროდ, უფრო მაღალ სიმძლავრეზე მუშაობს და გადახურების პრობლემაც ნაკლებად აქვს. ხოლო თუ საჭიროა ბასისგან შუშების ჩამტვრევა იდეალური შედეგისთვის უნდა გამოვიყენოთ D კლასის გამაძლიერებელი, A და AB კლასისგან განსხვავებით მას განსხვებული ხმის გაძლიერების მექანიზმი გააჩნია. |
|
|
![]() ![]() |