IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> გამონაბოლქვი გაზის რეცირკულაციის კლაპანი, ეგრ კლაპანი
Anzor Alvarez
გამოხმაურება Aug 27 2010, 22:04
გამოხმაურება #1


Anzor Alvarez
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,652
რეგისტრ.: 4-September 09
მდებარ.: მაცივარი
მომხმარებელი № 357




ვაგრძელებ დამწყები სუბაროლოგისთვის განკუთვნილ შემეცნებით პოსტებს და ამჯერად ამ კლაპნის განხილვას შევუდგები: ეგრ კლაპანი ხელს უწყობს საწვავის უკეთესად წვას და ასევე ამცირებს გარემოს დაბინძურების დონეს. მუშაობს შემდეგნაირად: მანქანის გამონაბოლქვის გარკვეულ ნაწილს აბრუნებს აფეთქების კამერაში (ცილინდრში, შემშვები კოლექტორის გავლით) რაც გასაოცარია და იწვევს აფეთქების კამერაში ტემპერატურის დაწევას (აზოტ ქვეჟანგ!!). როგორც კლაპნების უმეტესობა ეს კლაპანიც შიეძლება გაეჭედოს ან გახსნილ ან დახურულ მდგომარეობაში განვიხილოთ ორივე ვარიანტი:
თუ ეს კლაპანი გაეჭედა გახსნილ მდგომარეობაში, აუცილებლად გამოიწვევს ვაკუუმის დაკარგვას, შემშვებ კოლექტორში იქნება საჭიროზე გაცილებით მეტი გამონაბოლქვი რაც გამოიწვევს არაეფექტურ აფეთქებას, უქმ სვლაზე ძრავის კანკალს და ათას უბედურებას - ეს ყველაფერი იმიტომ მოხდება რომ ძრავში არასაკმარისი ჟანგბადის რაოდენობა იქნება და ზედმეტი გამონაბოლქვი.
თუ ეს კლაპანი გაეჭედა დახურულ მდგომარეობაში გასაკვირია მაგრამ ამ შემთხვევაში დეტონაციასთან გვექნება საქმე.
ფაქტი ისაა რომ გაჭედვის ან დაბინძურების შემთხვევაში მანქანის წვა საგრძნობლად იმატებს. ზე-ზოგადი მიმოხილვის შემდეგ გადავალ პირდაპირ სუბარუს ეგრ კლაპანზე რომელიც თავისი არქიტექტურით თითქოს სტანდარტულია მაგრ ამ ამავდროულად ნავაროჩენი (რაც უფრო ნავაროჩენია მით უფრო ცუდია უბრალო მოკვდავი ხალხისთვის 170 $$ უკაკუნებს)

სუბარუს შემთხვევაში გამონაბოლქვის რეცილკულაციის სქემას კიდევ რამოდენიმე კომპონენტი აქვს დამატებული მათ შორის ელექტრომაგნიტური მართვის კლაპანი ემკ და წნევის გარდამქნელი წგ.

1 - გამონაბოლქვის გამოსასვლელი
2 - დროსელი კორპუსი
3 - ეგრ ს კორპუსი
4 - ეგრ ს ელექტრომაგნიტური მართვის კლაპანი
5 - წ.გ.

ეგრ კლაპნის გახსნის დონე დამოკიდებულია დროსელის წგ ს განმუხტვის დონეზე. ანუ ამ სქემის მეშვეობით შესაძლებელია ძრავის მომარაგება გამონაბოლქვით მოთხოვნის შესაბამისად. ბლა-ბლა-ბლა-ბლა და გადავედით უკვე გაწმენდის პროცედურაზე:

1. პირველ რიგში უნდა მაიხსნას biggrin.gif ამ ეტაპს გადავახტეთ რადგან ცოტა ცუდი პროცესია და გადავიდეთ შემდეგზე
2. კლაპანი ხელში უნდა გვეჭიროს და ძალიან ფრთხილად უნდა მივუკაკუნოთ ჩაქუჩის მაგვარი რაიმე ნივთი და შემდგომ გადმოვფერთხოთ შიგნით არსებული ნაგავი.
3. უხეში მავრთულიანი ჩოთქით უნდა გავწმინთოთ ზედაპირი რომლითაც შემშვებ მილებს უერთდება.
4. დიაფრაგმაზე ოდნავ ზემოქმედებით უნდა შევიჭყიტოთ დირაში და დავრწმუნდეთ რომ შიგნით ნადები აღარ არის, ნადების არსებობის შემთხვევაში, კველავ შემოვალაწუნებთ გარშემო ჩაქუჩს.
5. პატარა ატიორკით გავწმინდოთ კლაპნის შემავალი და გამომავალი მილები.
არავითარ შემთხვევაში არ გამოიყენოთ რაიმე სახის ხსნარი ამ კლაპნის გასაწმენდად
ხო ეხლა რაც შეეხება დიაგნოსტიკას, ამ კლაპნის დაზიანების შემტხვევაში წესით კომპიუტერმა უნდა აანთოს ჩეკი, მაგრამ შეიძლება არც აანთოს, ზემოთ აღნიშნული სიმპტომების დროს სავსებით შესაძლებელია რომ ამ კლაპანს ქონდეს პრობლემა. შემთხვევები ყოფილა როდესაც ყველაფრის დაცვლის შემთხვევაშიც კი მანქანა წვავს ძალიან ბევრს, ამ დროს ნამდვილად ღირს ამ კლაპნის გამენდა მაინც.
ხო ნუ ყველაზე მარტივი დიაგნოსტიკის მეთოდი არის უბრალოდ ჩახსნა და მანქანის ქცევაზე დაკვირვება
ესეც თვითონ ეგრ:



ყველანაერი შენიშვნა და რჩევა გათვალისწინებული იქნება.
ჯერ-ჯერობით ჩემი არ გამიწმენდია.

Raven

სზვა სურათი ვერ ვნახე sad.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
mishaj   გამონაბოლქვი გაზის რეცირკულაციის კლაპანი   Aug 27 2010, 22:04
Raven   სად დგას კაპოტში ე...   Aug 27 2010, 22:32
Sturbo   დავამატებ 205 ზე ეგ კ...   Aug 28 2010, 06:29
suxooo  

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge