IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> ცვლილებები საგზაო წესების დამრღვევთათვის, მევიდა ჩვენი დრო :)
Gianni
გამოხმაურება Jun 11 2013, 17:39
გამოხმაურება #1


რანერისტი...
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,990
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარ.: Erbil, Iraq
მომხმარებელი № 215




"ყველაზე დიდი უკმაყოფილება არსებობდა ღერძულა ხაზის გადაკვეთასთან დაკავშირებით, საჯარიმო სანქციები იყო მაღალი: პირველ შემთხვევაში მძღოლი ჯარიმდებოდა 100 ლარით, ხოლო განმეორებით შემთხვევაში - 200 ლარით. ჩვენ მოვახდინეთ 125 მუხლის კორექტირება და ახალი პროექტის მიხედვით, პირველი შემთხვევა განისაზღვრება 50 ლარით, ხოლო მეორე, მესამე, მეოთხე და ასე შემდეგ - 100 ლარით".

დავით ცინარიძე, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი
(გაზეთი "ალია", 11.06.13)


მთავარი პრობლემა არის სიმთვრალე, ნასვამი მძღოლი არ უნდა დაჯდეს საჭესთან. ჩვენ ამ მხრივაც შევიტანეთ კორექტირება: თუ პირველი შემთხვევის დროს იყო 200-ლარიანი ჯარიმა და მეორე შემთხვევაში ხდებოდა მართვის უფლების აკრძალვა 1 წლით, ახლა პირველივე შემთხვევაში იქნება 1-წლიანი აკრძალვა, მართვის მოწმობა ჩამოერთმევა, არავითარი ჯარიმა. უახლოეს ხანში ჩვენს მანქანებში იქნება ახალი ტიპის ალკოტესტები, რომელიც პირდაპირ იქნება დაინსტალირებული ბორტკომპიუტერზე და პოლიციელი პირდაპირ მიიღებს ინფორმაციას მძღოლის სიმთვრალის ხარისხთან დაკავშირებით. დასაშვები იქნება დაახლოებით 0,2 პრომილი, ანუ 1 ბოთლი ლუდი. თუმცა საერთოდ რომ არ დავლიოთ, უკეთესი იქნება.


ასევე გავამკაცრეთ კანონი დაბურულ მინებთან დაკავშირებით. მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით, დაბურული მინებით გადაადგილებაზე არის 50-ლარიანი ჯარიმა. 119 მუხლის გამკაცრება მოხდა იმიტომ, რომ პოლიციელისთვის რთულია იდენტიფიცირება იმ პირებისა, რომლებიც მანქანაში სხედან. ყველა დამნაშავე, ნებისმიერ ქვეყანაში ცდილობს, როგორმე შეინიღბოს. უკვე განისაზღვრა პროცენტული მაჩვენებელი _ წინა საქარე მინა შეიძლება იყოს დაბურული 40 პროცენტით, ხოლო უკანა, გვერდითი შუშები _ 75 პროცენტით. როდესაც ამ მაჩვენებელს სცდება მინების დაბურვა, ხილვადობა შეზღუდულია და მანქანის მფლობელი დაჯარიმდება, პირველი შემთხვევა იქნება 50 ლარი, მეორე _ 100 ლარი, ხოლო მესამე _ 6 თვით მართვის აკრძალვა.

ოქტომბრამდე თბილისში მუშაობდა ერთადერთი რადარი, ეს იყო გმირთა მოედნიდან საბურთალოს მიმართულებით, რომელიც აფიქსირებდა სიჩქარის გადაჭარბებას. დღეს თბილისში უკვე არსებობს 12 რადარი, ანუ დამონტაჟებულია 12 უბანში. სიჩქარის გამზომი აპარატები დამონტაჟდა იმ ადგილებში, სადაც უფრო მეტია რისკები.რაც შეეხება სათვალთვალო კამერებს, ამჟამად თბილისში დამონტაჟებულია 640 კამერა, ამ შემთხვევაში დედაქალაქი მთლიანად გადაფარულია. აქამდე ვიდეო-კამერები გაცილებით ნაკლები იყო.

© ფ.გ




პ.ს
დაბურულ შუშებზე შეიძლება განმეორებაზე ლიშენიაო sad.gif


--------------------
Allahu Akbar

الله أكبر
Go to the top of the page
 
+Quote Post

გამოხმაურება ამ თემაში
Gianni   ცვლილებები საგზაო წესების დამრღვევთათვის   Jun 11 2013, 17:39
giorgisubaru   რაღა გვეშველება :) ნ...   Jun 11 2013, 17:44
QOR-O1O   Gianni Jun 11 2013, 18:40
Gianni   QOR-O1O და გაფრენილ ...   Jun 11 2013, 19:52
SUBARU WRX STI B4  

Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 



Recomended: Subaru-Motors.ge