![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#101
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
შაბათს, 12 ივლისს, აუდის კლუბი უკეთებს ორგანიზებას ავტოფესტივალს . ფესტივალი ჩატარდება თბილისის ზღვაზე, იქნება ბევრი გასართობი პროგრამა, გათამაშებები (გათამაშდება ზეთები), მუსიკა, დენსინგი, ბალამუტი, ლუდის სმა დ.ა.შ... წარმოდგენილი იქნება ყველა ავტო კლუბი.
ფესტივალის შემოფარგლულ ადგილზე თითოეული კლუბიდან დაიშვება მხოლოდ 3-6 მანქანამდე, რომლებიც თავს მოიწონებენ და წაიმარიაჟებენ თავიანთი ვიზუალური სიკოხტავით ან ტექნიკური ექსკლუზიურობით. სხვა დანარჩენი ავტომობილებისთვის (სტუმრებისთვის) მიმდებარედ გამოყოფილი იქნება დამატებითი პარკინგი. ვისაც სურს, რომ თავისი ავტომობილი მოხვდეს ამ ფესტივალის შიდა ზონაში, აუცილებლად უნდა გამომიგზავნოს მოთხოვნა პმ-ით და შემდგომ მსურველებიდან მოვახდენთ ავტომობილების გადარჩევას, რათა მაქსიმალურად ეფექტურად წარდგეს ჩვენი ავტოკლუბი. ფესტივალი იწყება 17:00 საათზე. ფესტივალზე მონაწილე ავტომობილები 2 საათით ადრე უნდა მივიდნენ. იქვე გაიყიდება ლუდი, სენდვიჩები და მსგავსი რაღაც-რუღცეები. შეგიძლიათ წამოიყვანოთ ბავშვები, მეუღლეები, დაათვალიეროთ სხვადასხვა ავტოკლუბების საამაყო მანქანები და გაერთოთ. იმედია ამინდი არ ჩაისვრის. |
|
|
![]() ![]() |