მოკლედ ჩემი მანქანა ჩამოვიდა კლადიშის ხმით და დავადნე პორშინი ბუსტის კონტროლერის წვალებით

1.1 ვაბერინებდი და გავუყარე ჯიგრულად და 240+250+260 სადღაც გადნა პორშინი.... მანქანა იყო ნორმალურ ხოდზე მიუხედავად სვეჩები და წვრილმანები მქონდა შესაცვლელი შემდეგ რომ დაისტუკა იდგა ეს მანქანა მოვხსენი ბუსტ კონტროლერი რადგან ფული შემეკრიბა

გავყიდე და შლანგები აირია ანუ სოლენოიდთან გადახსნილი რაც იყო ეგ იყო და ეგ

შემდეგ ავაწყე ძრავი ძრავი შოთამ ააწყო და იდეალურად გამოვიდა ყველაფერი მაგრამ ამ შლანგებზე მითხრა მე ვერ მოვკიდებ ხელსო მახოს დაელოდეო და მახო ორ კვირაში ჩამოვაო, წავედი ზაზა ვნახე და მიაერთა შლანგები გავიარეთ (მაშინ ბუსტის დაჩიკი არ მეყენა) და მანქანა უტურბინოსავით დადის ობდ2 ზე შეაერთა კომპი და ბუსტი არ აქვს.... შემდეგ გადავამოწმეთ სხვა ლეგასზე ზუსტად ისე იყო თუ არა შლანგები ვნახეთ და სწორად გვქონდა ყველაფერი... წამოვედი ასე ბუსტი არ აქვს მანქანას მივედი ზურას ერესკაც ვნახე შლანგები ანალოგიურად აქვს იმასაც

მერე დავაყენე ბუსტის დაჩიკი და დაჩიკი ბუსტს აჩვენებს და მანქანა არ მიდის კვლავ მერე დავწერე ფეისბუქზე და კამანდამ არ დამიჯერა

ზოგმა ბუსტის დაჩიკმა გაუბერაო ზოგმა მაპ სენსორს გაედოვო ზოგმა სოლენოიდი ნახეო შემდეგ გადავწყვიტე ვიდეო გადამეღო და აგერ ვიდეოც
მახო ერთ კვირაში ჩამოვა ახლა მაგრამ სანამ მახო ჩამოვა იქნებ ვინმემ რამე თქვათ დამამშვიდოთ რამისაა დავშალო ეს მანქანა და გავყიდო ნაწილებად

ამოვიდა ყელში
უი ხო ის დამავიწყდა ჩეკი არ ანთებს და არც არაფერი არ ანთებს უბრალოდ მანქნაა ვერ მიდის

სასაცილოა სატირელი რომ არ მქონდეს