|  სპიდომეტრის განათება | 
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
|  სპიდომეტრის განათება | 
|  Aug 3 2013, 22:37 
				 გამოხმაურება
					#1
					
				
			 | |
| Junior Member   ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 40 რეგისტრ.: 13-March 13 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 3,311  | 
				SG Forester-ში გადავწყვიტე შევცვალო სპიდომეტრის განათება, ორიგინალი საკმაოდ სუსტია, ნათურები ნელ-ნელა მუქდებიან  და იწვებიან, თან ამერიკული „მილიანი“ სკალაც არ მაწყობდა:  დავშალე და მოვაშორე „ანაქრონიზმები“- სპირალიანი ნათურები, რომლებიც განათებას არასასურველი მოყვითალოებას უმატებდნენ, განსაკუთრებით ნახევარი ძალით ჩართვის დროს, თან რესურსიც შეზღუდული აქვთ:  გაყიდვაში არსებობენ შუქდიოდიანი ნათურები, რომლებიც „ერთი ერთზე“ ცვლიან ჩვეულებრივებს, მაგრამ შუქის ნაკადი აქვთ მიმართულებითი და ამიტომ ჩვენი შემთხვევისთვის არ ივანგებენ, საჭიროა შუქდიოდიანი ლენტა:  დაშლა ადვილია, წინა პლასტმასის ნაწილები მარტო „ზაშელკებზეა“. აი, ვისაც სურს სპიდომეტრის ისრის მოხსნა და ციფერბლატის შეცვლა კილომეტრიანზე - იუველირული მუშაობაა და აუცილებელია მხოლოდ თუ თეთრი ან სხვა არამწვანე ფერის განათება გსურთ, შემიძლია მაგიც აგიხსნათ როგორ კეთდება.  ჩემ კონკრეტულ შემთხვევაში, მიუხედავად რომ ციფერბლატი ახალზე, GPS-ით კილომეტრებში გრადუირებულზე შევცვალე, სალონის უამრავი დანარჩენი გადასართველების და ღილაკების ძველი ფერი შევუნარჩუნე. 12-ვოლტიანი შუქდიოდიანი ლენტა (თეთრი, მწვანე, წითელი, ლურჯი - იყიდება რადიონაწილების მაღაზიებში, ელიავაზე და ლილოში) დავჭერი საჭირო სიგრძის ფრაგმენტებზე და თავისივე „ლიპუჩკებზე“ მივაწებე კორპუსის შიგნით. აღსანიშნავია, რომ გაჭრა აუცილებელია მხოლოდ ლენტაზე მითითებულ პუნქტირის ადგილებში, მინიმუმ 3 დიოდი ჯგუფში:  მართულებით გადაბმა ხერხდება პარალელურად, ანუ „პლიუსი“-„პლიუსთან“ და „მინუსი“-„მინუსთან“:    ამ განათების საერთო კვება უერთდება ნებისმიერი ყოფილი ნათურის ცარიელ ბუდეში, აქაც უნდა დაცული იყოს პოლარობა:  საბოლოოდ, ხვდება აწყობა:  და მანქანაში დაბრუნება ))) - მწვანე სტილის შენარჩუნებით:  - ან, მაგალითად, თეთრი (როცა მექნება დრო, სალონის განათების დანარჩენ კომპონენტებს მაგ ფერზეც შევცვლი):  ვისაც სურს პრიბორების ინდივიდუალური დიზაინის შექმნა - შეუძლია ფოსტის მეშვეობით შექმნას ან ამოირჩიოს და გამოწეროს ნებისმიერი შაბლონი. მე რუსეთიდან (http://vic43.com/) ორი თვე ველოდე და მერე თბილისშიც ვნახე დიზაინის ფირმა, მაგრამ ასეთ დონეზე ვერ ამზადებენ. | 
|  | |
 crisis   სპიდომეტრის განათება   Aug 3 2013, 22:37
 crisis   სპიდომეტრის განათება   Aug 3 2013, 22:37 
  xrinco   კარგად გიჩალიჩია, ...   Aug 3 2013, 22:43
 xrinco   კარგად გიჩალიჩია, ...   Aug 3 2013, 22:43 
  TRULOVI   ლამაზია  მარა პროც...   Aug 3 2013, 22:50
 TRULOVI   ლამაზია  მარა პროც...   Aug 3 2013, 22:50 
  crisis   პაიალნიქთან მეგობ...   Aug 3 2013, 22:53
 crisis   პაიალნიქთან მეგობ...   Aug 3 2013, 22:53 
  levanisan   კაია და კაი ნამუშე...   Aug 3 2013, 22:58
 levanisan   კაია და კაი ნამუშე...   Aug 3 2013, 22:58 
  OZY   კარგია ყოჩაღ ეს იდ...   Aug 3 2013, 23:12
 OZY   კარგია ყოჩაღ ეს იდ...   Aug 3 2013, 23:12 
  PAINKILLER   დაილოცოს ოპტიტრონ...   Aug 4 2013, 00:02
 PAINKILLER   დაილოცოს ოპტიტრონ...   Aug 4 2013, 00:02 
  mtiuli   crisis 
სასწრაფოდ და...   Aug 4 2013, 11:22
 mtiuli   crisis 
სასწრაფოდ და...   Aug 4 2013, 11:22 
  shota   აი სწორედ ასეთი თე...   Aug 4 2013, 12:18
 shota   აი სწორედ ასეთი თე...   Aug 4 2013, 12:18 
  Don.Bandolero   იქნებ დაწერო როგორ...   Oct 12 2014, 04:08
 Don.Bandolero   იქნებ დაწერო როგორ...   Oct 12 2014, 04:08 
  maxouni
 maxouni   
	
|   |