![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 364 რეგისტრ.: 6-April 12 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 2,636 ![]() |
კარობკის პრობლემაზე რათქმაუნდა ბევრი თემაა მაგრამ მსგავსი პრობლემით არცერთი და ამიტომ გადავწყვიტე ცალკე გამეხსნა.
ესეიგი რა ხდება : მყავს 2002 წლიანი XT ავტომატიკა . გასულ ზაფხულს შეექმნა კარობკის პრობლემა , კერძოდ როცა გახურდებოდა ცუდად რთავდა სიჩქარეებში , განსაკუთრებით მესამეში. ჩვეულებრივ წყნარი სიარულით დავდიოდი ჩემთვის მშვიდად. ცოტა ხნის წინ ჩამივარდა 2004 წლიანი ფორესტერის კარობკა თავის წინა ხიდით და გადავწყვიტე გადამეზბორა ჩემთან , ასეც მოვიქეცით და რო ავაწყვეთ და გასატესტად გამოვედი აღმოჩნდა რომ მოხვევის დროს უკანა ბორბლებს ახოხებს , თითქოს დაბლოკილიაო ისე დადის და ესე გაჭიმულს თუ ჩააქრობ აქვს სერიოზული გარტყმა ჩაქრობის მომენტში . ჩავთვალეთ რომ იყო ხვასტავიკის პრობლემა და ჩემი ძველი კარობკიდან გადმოვიტანეთ ხვასტავიკი რომელიც მანამდე 100% მუშა იყო , შედეგი ისევ იგივე . შემდეგ ვიფიქრეთ რომ კარობკის ტვინის ბრალი იქნებოდა . გადმოვიტანეთ ჩემი კარობკის ტვინი და ავაწყვეთ ახალი კარობკის სოლენოიდებზე ვინაიდან მე ვთვლიდი რომ ჩემს ძველ კარობკას ქონდა სოლენოიდების პრობლემა .მარტო 1 სოლენოიდის ზომაში იყო სხვაობა და იგივე ფერის გადმოვიტანეთ ისიც ჩემგან . შედეგი : მანქანას ის უკანა ხიდის პრობლემა მოეხსნა მაგრამ წინ აღარ დადიოდა , დადიოდა მარტო ზადნით . შემდეგ ისევ ჩამოვიღეთ ტვინი და მივაყენეთ ისევ თავისი , მხოლოდ უკანა ხიდის სოლენოიდი გადმოვითანეთ ჩემი ძველი კარობკიდან რომელიც მანამდე ასევე 100% მუშა იყო . შედეგი : დაბრუნდა ისევ იმ უკანა ხიდის პრობლემურ რეჟიმში . მერე წავედი და იმ მანქანის რომლის კარობკა მივაყენე იქიდან მოვიტანე კარობკის კომპიუტერი , მატორის კომპიუტერი და დეშბორდი .(2004 იანებს განსხვავებული დეშბორდი აქვთ ) მატორის და კაარობკის კომპის შეცვლის შემდეგ (ვიზუალურადაც სხვაობა იყო და ნომერშიც ) მანქანა ჩავარდა ავარიულ რეჟიმში და დადიოდა მარტო წინ 1-ით და ზადნით . დავაყენეთ 2004 იანის დეშბორდი და აანთო ეკო , აბს და სიჩქარეებს არ წერდა რომელში იყო , არც სპიდომეტრი არ მუშაობდა . შევაერთეთ დიაგნოსტიკაზე და ტიპმა კარობკის კომპში საერთოდ ვერ შევდივარო , საერთოდ გათიშულს მაჩვენებსო .დამავიწყდა დამეწერა რომ ამ ყოველი ოპერაციის შემდეგ მანქანას პახოდუ ვსბროსავდით . მოკლედ 2 დღიანი წვალება წამების შემდეგ დავრჩი ისევ იგივე პრობლემით რაც თავიდან მჭირდა . ვიცი რო ვრცელი პოსტი გამომივიდა მაგრამ ჩემს წვალებასთან შედარებით ეს არაფერი არაა ![]() ძმურად თუ ვინმეს რაიმე აზრი გაქვთ თუ რისი ბრალი შეიზლება იყოს დაწერეთ , ისე ვარ რო ყველაზე ლოგიკას მოკლებულ აზრსაც კი გავითვალისწინებ და ვცდი ![]() |
|
|
![]() ![]() |