![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
![]()
გამოხმაურება
#101
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,256 რეგისტრ.: 30-September 12 მდებარ.: Telavi მომხმარებელი № 2,989 ![]() |
ციტატა(Gianni @ 11th April 2013 - 22:49) [snapback]484508[/snapback] საქართველო მსოფლიოს მსხვილი საგადამხდელო სისტემა Paypal-ის წევრი გახდა, რაც ნიშნავს, რომ დღეიდან ნებისმიერ მომხმარებელს საშუალება მიეცემა პროდუქცია ონლაინ რეჟიმში, ათასობით ინტერნეტმაღაზიაში სწორედ ამ სისტემის გამოყენებით შეიძინოს უსაფრთხოდ და პირადი ფინანსური ინფორმაციის გაცვლის გარეშე. Paypal-ით სარგებლობა შეუძლიათ მომხმარებლებს, რომელთაც აქვთ საქართველოს ბანკების მიერ გაცემული Visa და Mastercard საკრედიტო ბარათები. Paypal სისტემის უპირატესობებსა და ქართველი მომხმარებლისთვის შეთავაზებული მხარდაჭერის ხარისხის შესახებ "ინტერპრესნიუსი" Paypal-ის რეგიონულ მენჯერს ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში, დამიენ პერილას ესაუბრა. - შეიძლება ითქვას, რომ ორ წელზე მეტია, რაც საქართველოში მუდმივად იზრდებოდა იმ მომხმარებელთა რიცხვი, რომელთაც სურდათ ქვეყანა Paypal საგადამხდელო სისტემაში ჩართულიყო, თუმცა, ეს აქამდე არ ხდებოდა. რა გახდა დამაკმაყოფილებლი პირობა, რის გამოც საქართველოს მიეცა შესაძლებლობა გამხდარიყო Paypal-ის წევრი? - ჩვენც მუდმივად ვიღებდით ინფორმაციას, რომ ამის სურვილი იყო. იმის შესახებაც ვიცით, რომ ქართველ მომხმარებელთა ნაწილმა შექმნა ფეისბუქ გვერდი, სადაც გამოთქვამდნენ სურვილს Paypal ხელმისაწვდომი ყოფილიყო მათთვის. გარდა ამისა, მოგვდიოდა მიმართვები როგორც პოლიტიკოსების, ისე საქართველოს ეროვნული ბანკისგან. პირველ რიგში, გაჭიანურების მიზეზი იყო ის, რომ გარკვეული დრო დასჭირდა ქვეყნის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებსა და რიგი საკითხების განხილვას, ასევე, კანონმდებლობის შესწავლას იმაში დასარწმუნებლად, რომ ის Paypal-თან თანხმობაში მოდიოდა. მინდა გითხრათ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი მხარდაჭერა მივიღეთ საქართველოს ხელისუფლებისგან. მეორეს მხრივ, ჩვენ გვჭირდებოდა გარკვეული მოსამზადებელი სამუშაოების ჩატარება, ადგილობრივი ბაზრის კველვა, სანამ მივიღებდით გადაწყვეტილებას სისტემაში საქართველოს ჩართვის შესახებ. თქვენ იცით, Paypal ძალიან დიდი საგადამხდელო სისტემაა, რომელიც სხვადასხვა ქვეყანაში მოქმედებს და ყველგან არსებობს ადგილობრივი სპეციფიკური პირობების გათვალისწინების აუცილებლობა. თქვენს ქვეყანაში ეს პროცესი არც თუ ისე ადვილი იყო, თუმცა, მიუხედავად ამისა, ჩვენ უკვე საქართველოში ვართ და ძალიან ოპტიმისტურად ვართ განწყობილნი. გვჯერა, რომ ჩვენი ბიზნესი საქართველოში წარმატებული იქნება. აქამდე საქართველოს რამდენიმე მეზობელ ქვეყანასთან უკვე ვთანამშრომლობდით. მათ შორის თურქეთთან, რუსეთთან და უკრაინასთან. სამივე ქვეყანაში ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ბაზრებია. ახლა საქართველომაც მნიშვნელოვანი პოტენციალი შეიძინა ამ მხრივ, ორი მიზეზის გამო – ქვეყნაში ძალიან მასშტაბური ინტერნეტ მოხმარების მაჩვენებელია, საქართველოს მოსახლეობის თითქმის ნახევარს აქვს წვდომა ინტერნეტზე და, გარდა ამისა, ქვეყანაში არსებობს დიდი სურვილი დანარჩენ სამყაროსთან დაკავშირებისა, ქართველი მოსახლეობის სწრაფვა, აწამოოს ინტერნეტ ტრანზაქციები, ძალიან მზარდია. ასეთი შინაარსის გზავნილები საკმარისად მივიღეთ როგორც მომხმარებლებისაგან, ისე ხელისუფლების წარმომადგენლებისგანაც. პერსპექტივა, რაც ამ თანამშრომლობაში გვხიბლავს, არის ის, რომ ჩვენ ვაკავშირებთ საქართველოს მთელ დანარჩენ სამყაროსთან ინტერნეტ ვაჭრობის თვალსაზრისით, რადგან Paypal სისტემა მომხმარებელს აძლევს საშუალებას, მიაღწიოს მსოფლიოში ნებისმიერ ადგილს. ჩვენ გვჯერა, რომ ქართველი მომხმარებლებისთვის ეს ახალი შესაძლებლობაა. - ვისთვის არის ხელმისაწვდომი Paypal ამ ეტაპზე საქართველოში? რა მხარდაჭერის ხარისხი ექნება საქართველოს Paypal-ისგან? - სერვისი ხელმისაწვდომია ყველა ქართველი მომხმარებლისთვის. ანუ, ნებისმიერ ადამიანს შეუძლია იყიდოს ნივთები ინტერნეტით, განახორციელოს ტრანზაქცია განურჩევლად იმისა, ყიდულობს კომპიუტერს, ტანსაცმელს, მუსიკას თუ რაიმე სახის სერვისს. ასე რომ, თუკი ინდივიდს რაიმეს ყიდვა სურს, უბრალოდ უნდა დარეგისტრირდეს Paypal სისტემაში საკუთარი საკრედიტო ბარათით, იქნება ეს საქართველოს ნებისმიერი ბანკის მიერ გაცემული Visa, Mastercard თუ American Exress ბარათი. ის, რასაც ამ ეტაპზე ვერ ვთავაზობთ, არის მხარდაჭერა ადგილობრივი ბიზნესებისთვის. თუმცა, ჩვენ ამის გაკეთებას ვგეგმავთ, ოღონდ შემდგომ ეტაპზე. ამ მომენტისთვის ვამჯობინეთ კერძო მომხმარებლის ნაწილზე გაგვეკეთებინა აქცენტი, რადგან გვჯერა, რომ ამ მხრივ საქართველოში დიდი პოტენციალია. - უცხოურ ინტერნეტმაღაზიებში ვაჭრობისას მომხმარებლისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემა ნივთის მიწოდებასა და გადამზიდავ კომპანიასთან დაკავშირებული საკითხებია. რას სთავაზობს Paypal ამ კუთხით მომხმარებელს? - რეალობა არის ის, რომ დღეს მომხმარებლების აბსოლუტური უმრავლესობა, ვინც Paypal სისტემას იყენებს, Ebay-ზე ვაჭრობს, რადგან ჩვენ ერთი კომპანია ვართ. თუმცა, ჩემი ზედამხედველობის ქვეშ მყოფ რეგიონის ქვეყნებზე დაკვირვების შედეგად შემიძლია გითხრათ, რომ ასევე ბევრი ადამიანი იყენებს Paypal სისტემას სხვა ინტერნეტმაღაზიებში სავაჭროდ. ყველა ინტერნეტმაღაზია კი, არ სთავაზობს ნივთების მსოფლიოს ნებისმიერ ქვეყანაში მიწოდებას და ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება. ჩვენ ამ შემთხვევაში ვთანამშრომლობთ კომპანიებთან, რათა უზრუნველვყოთ ნავაჭრის მიწოდება ჩვენი კლიენტებისთვის. ასეთ კომპანიებთან ვთანამშრომლობთ ჩვენი სისტემის ყველა წევრ ქვეყანაში და დარწმუნებული ვარ, საქართველოშიც ბევრთან ვითანამშრომლებთ, ვინც მომხმარებელს დააკავშირებს ნებისმიერ ინტერნეტმაღაზიასთან ნებისმიერ ქვეყანაში. ამასთან, ვთანამშრომლობთ ისეთ უცხოურ კომპანიებთანაც, ვისაც შეუძლია ნებისმიერ ქვეყანაში მიაწოდოს ამანათი მომხმარებელს, თუკი ის კონკრეტული ინტერნეტმაღაზია, სადაც ნივთი იქნა შეძენილი კონკრეტულ ქვეყანაში მიწოდებას არ უზრუნველყოფს. ეს პრობლემა ყოველთვის დგება ყველა სხვა ქვეყანაშიც და ჩვენ რა თქმა უნდა მზად ვართ მივაწოდოთ ქართველ მომხმარებელს ინფორმაცია ასეთი კომპანიებისა და მათი სერვისის შესახებ. - რა ხარჯებთანაა დაკავშირებული Paypal-ით სარგებლობა? - Paypal უფასოა მომხმარებლებისათვის. მათ არ უწევთ რაიმეს გადახდა რეგისტრაციის ან წევრობისთვის, ასევე არც განხორციელებული ტრანზაქციებისთვის. ვთქვათ, თუ თქვენ გსურთ იყიდოთ რაიმე დიდი ბრიტანეთის ინტერნეტმაღაზიაში, თქვენ დამატებით არაფრის გადახდა არ მოგიწევთ, ეს თავად მაღაზია გადაიხდის დამატებით გადასახადს და არა თქვენ საქართველოში. ერთადერთი გადასახადი, რაც შეიძლება წარმოიშვას ქართველი მომხმარებლისთვის, არის ვალუტის კონვერტაციის შედეგად დაკისრებული გადასახადი. ანუ, ვთქვათ, თქვენი საბანკო ანგარიში აშშ დოლარშია გახსნილი და თქვენ რაიმეს ყიდვა გინდათ ევროში, თუ ჩვენ განვახორციელებთ ვალუტის კონვერტაციას, ამისთვის მცირე დამატებით გადასახადს ჩვენ ავიღებთ, ხოლო თუ ამას თქვენი ბანკი გააკეთებს, მაშინ ის დააწესებს თავის გადასახადს. საერთო ჯამში, Paypal-ის განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ მისით სარგებლობა ძალიან უსაფრთხო და დაცულია. უსაფრთხოება კი, ინტერნეტში ძალიან მნიშვნელოვანია, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე ინტერნეტ ვაჭრობას ეხება, რადგან არავინაა დაინტერესებული მისი ფინანსური ინფორმაცია ვინმეს ჩაუგდოს ხელში. სწორედ ამაშია Paypal-ის განსაკუთრებულობა, ჩვენ არასოდეს მივაწვდით თქვენს პირად ინფორმაციას მესამე მხარეს. შესაბამისად, ჩვენს მომხმარებლებს ყოველთვის აქვთ კომფორტული და უსაფრთხო გარემო ინტერნეტვაჭრობისათვის. მჯერა, რომ ქართველი მომხმარებლებისთვისაც სწორედ ასე იქნება. "ინტერპრესნიუსი" ანა ცხოვრებოვა Gianni აი ამხელა პოსტს ვინმე კითხულობს? მე ვერა ამხელა წიგნიც არ მაქ წაკითხული ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#102
|
|
Member ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 282 რეგისტრ.: 20-January 13 მდებარ.: ქუთაისი მომხმარებელი № 3,213 ![]() |
ციტატა(Gianni @ Apr 10 2013, 19:29) [snapback]483970[/snapback] paypal.com ზე რომ შეხვალთ უმარტივესია, როგორც ფორუმებზე რეგისტრირდებით ისე. ირჩევთ ქვეყანას, ენას, უთითებთ მისამართს, ემეილს, ტელეფონს, პლასტიკური ბარათის ნომერს და ცვც კოდს(უკან აწერია 3 ნიშნა) მერე ებაიზე რამეს რომ მოძებნით და ყიდვას გადაწყვეთტ გადახდის მეთოდში მიუთითეთ ფეიფალ და პაროლს მოგთხოვთ. დასტირ დასტურ და ეგაა რა.... ![]() რამე კონკრეტული კითხვა თუ გექნებათ რავიცი შევეცდებით დაგეხმაროთ. გამოცდილების რა მოგახსენოთ დღეს დავრეგისტრირდი მეც ![]() გაუმარჯოს. რა მაინტერესებს ამას მიწერს. Your account access is limited. Learn how to remove this limitation და რატო? დამტხოვს ამათ. Appeal limitation and fix your account PayPal requires a copy of certain documents for verification purposes to return your account to regular standing. Please submit each of the following documents: Valid photo ID Passport Driver's License National Identity Card Please make sure that the documentation you provide is up-to-date and legible. The name and address on your documentation must correspond with the information registered on your PayPal account. Your documentation cannot be older than 6 months. Send only documents received by mail (online statements cannot be accepted). Send all the information and documents required as soon as possible to complete the review process. Note: This information will not be shared with any third parties. რასი ასლები გაუგზავნო კერძოდ? და მისამართი როგორ დაუდასტურო იქ usa2georgia მაქ მითითებული? დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ |
|
|
![]()
გამოხმაურება
#103
|
|
![]() რანერისტი... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,990 რეგისტრ.: 8-July 09 მდებარ.: Erbil, Iraq მომხმარებელი № 215 ![]() |
leviko56
ციტატა(leviko56 @ 13th April 2013 - 14:38) [snapback]485033[/snapback] და მისამართი როგორ დაუდასტურო იქ usa2georgia მაქ მითითებული? დამეხმარეთ თუ შეგიძლიათ გერევა რაღაც: პეიპალის დარეგისტრირებისას უსა2 ჯორჯიას მისამართს რომ აძლევ ხვდები რა ხდება? საქართველოდან შედიხარ, ქართულ ბარათს აბავ და ამ დროს მისამართში ამერიკის მისამართს უწერ. ხვდება რომ აბოლებ და გეუბნება თუ მართალი ხარ დამიმტკიცე მაგ საბუთებითო ![]() გამოსავალი: პეიპალზე უნდა მიუთითო შენი რეალური მისამართი (საქართველო), ეს არის გადახდის სისტემა და პაიოკის დასტავკასთან არაფერი კავშირი არა აქვს. აი გადამზიდავების ამერიკის მისამართი უნდა ჩაწერო უკვე ებაიზე სადაც ყიდულობ რაღაცეებს და აგზავნინებ, ხოლო გადახდის სისტემა(პეიპალი) უნდა იყოს რეალური, იმიტომ რომ როგორც იქნა უკვე ლეგალურად არსებობს საქართველოში ![]() ავსXენი ძმაო თუ ვერა? -------------------- Allahu Akbar
الله أكبر |
|
|
![]()
გამოხმაურება
#104
|
|
![]() STI-444 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 32,417 რეგისტრ.: 1-May 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 57 ![]() |
Gianni
ასიანი ხარ ![]() -------------------- ST///G
Crazy Monster Wagon |
|
|
![]()
გამოხმაურება
#105
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 484 რეგისტრ.: 6-May 12 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 2,677 ![]() |
Your account access is limited. Learn how to remove this limitation - ეს დამიწერა და გავაგზავნე დამადასტურებელი ინფო და რამდენ ხანში მოხსნია ლიმიტს ?
|
|
|
![]()
გამოხმაურება
#106
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ციტატა(Type M @ 15th April 2013 - 12:59) [snapback]485506[/snapback] Your account access is limited. Learn how to remove this limitation - ეს დამიწერა და გავაგზავნე დამადასტურებელი ინფო და რამდენ ხანში მოხსნია ლიმიტს ? მეც იგივეს მიწერს, არადა არც არაფერს მთხოვს, ერთადერთი ბარათის ნომერი შეიყვანეო, არადა რომ ვშვები, მეუბნება ეგ ბარათი უკვე დარეგისტრირებულიაო. როცა დავარეგისტრირე, მაშინ თანხაც ჩამომაჭრა, კოდიც მომცა, ის კოდიც შევიყვანე და მიწერს რომ ვერიFიედ ხარო ჰო და ლიმიტის მოხსნის დროს მთავაზობს რომ ვერიფიკაცია გაატარეო, მოკლედ ვერ გავიგე რა უნდა |
|
|
![]()
გამოხმაურება
#107
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 484 რეგისტრ.: 6-May 12 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 2,677 ![]() |
maxouni
გადავთვალე და ამ რეგისტრაციაში 6$ და 3 ევრო წავიდა... ბარათი გავააქტიურე და ანგარიშს მიმოცმებენ ქვითარი გაუგზავნე "გაზის" ანგარიშის დამადასტურებელი ჩეკები რომ ეგ ნაღდად ჩემი ანგარიშია.... მაინზე სია მომწერეს ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#108
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ტფუ ამატი დედაც რააა
რა უნდათ ვერ გავიგე. ტვინი მოხნეს. მომთხოვონ მაინც რისი გაგზავნა უნდათ და გავუგზავნი, არც არფერს მთხოვენ და არც ლიმიტს მიხსნიან |
|
|
![]()
გამოხმაურება
#109
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 484 რეგისტრ.: 6-May 12 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 2,677 ![]() |
maxouni
მაილზე წერილები ნახე და ფეილაზე რო შეხვალ მანდ გიწერს რა უნდა დაადასტურო |
|
|
![]()
გამოხმაურება
#110
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ციტატა(Type M @ 15th April 2013 - 17:13) [snapback]485583[/snapback] მაილზე წერილები ნახე და ფეილაზე რო შეხვალ მანდ გიწერს რა უნდა დაადასტურო ეს მომწერეს We noticed some unusual activity on the credit card linked to your PayPal account. Case ID Number: PP-002-302-462-554. საიტზე რომ შევდივარ მეუბნება Required Response : Confirm your credit card Status : Waiting for your response საიდან დავარესპონსო არ საიდან დავაკონფირმო? ერთი კონფირმაციის კოდი რაც მომივიდა 1.5 ევრო რომ ჩამომაჭრეს, ის კი Fევიყვანე და მიწერს ვარიფიცირებული ხარო და მეტი რა ბებიამისის უნდა? მომწერონ მაინც რა გავუგზავნო ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#111
|
|
![]() STI-444 ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Moderator_!!! ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 32,417 რეგისტრ.: 1-May 09 მდებარ.: თბილისი მომხმარებელი № 57 ![]() |
ციტატა(maxouni @ Apr 15 2013, 16:46) [snapback]485578[/snapback] მეც იგივეს მიწერს, არადა არც არაფერს მთხოვს, ერთადერთი ბარათის ნომერი შეიყვანეო, არადა რომ ვშვები, მეუბნება ეგ ბარათი უკვე დარეგისტრირებულიაო. როცა დავარეგისტრირე, მაშინ თანხაც ჩამომაჭრა, კოდიც მომცა, ის კოდიც შევიყვანე და მიწერს რომ ვერიFიედ ხარო ჰო და ლიმიტის მოხსნის დროს მთავაზობს რომ ვერიფიკაცია გაატარეო, მოკლედ ვერ გავიგე რა უნდა მე მგონი ჯერჯერობით საქართველო ფიქტიურად არის პეიპალის წევრი, ცვეტში ტერორისტები ვგონივართ და ნებისმიერ ტრანზაქციაზე ექაუნთს ბლოკავენ ![]() პ.ს. ყველას მასე გაუკეთა უკვე, ესე იგი ბუდეა ! ![]() -------------------- ST///G
Crazy Monster Wagon |
|
|
![]()
გამოხმაურება
#112
|
|
Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 1,282 რეგისტრ.: 28-June 09 მომხმარებელი № 201 ![]() |
ეჰ აბა ყურებით ხომ ისედაც ვუყურებდით, მოეცა წესიერად რააა
![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#113
|
|
![]() რანერისტი... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,990 რეგისტრ.: 8-July 09 მდებარ.: Erbil, Iraq მომხმარებელი № 215 ![]() |
ციტატა(PAINKILLER @ Apr 15 2013, 17:05) [snapback]485603[/snapback] მე მგონი ჯერჯერობით საქართველო ფიქტიურად არის პეიპალის წევრი, ცვეტში ტერორისტები ვგონივართ და ნებისმიერ ტრანზაქციაზე ექაუნთს ბლოკავენ ![]() პ.ს. ყველას მასე გაუკეთა უკვე, ესე იგი ბუდეა ! ![]() ჰაჰაჰ სხვათაშორის ერთი პრიკოლი მომივიდა მაგაზე, ზოგი ჭირი მარგებელიაო. მოკლედ იმ საათს რომ ვყიდულობდი ეტყობა შემთხვევით 2 ცალი შემომეყოდა სხვადასხვა, და ფული ერთის გადავიხადე, ხოდა მაკაჩავებდნენ მეორეც გადაიხადეო. ვეჩალიჩე აღარ მინდა ბიძია მაი ჩინური საათი ერთიც მეყოფამეთქი მარა არაო, ვერ დავაქანსელებთ უნდა გადაიხადოვო. ნუ კაი მეთქი რაც არის არის, ამას ამერიკაში გავუშვებ და იმ მეორეზე ადრე კი ჩამოვათქო, ხოდა რომ დავაპირე გადახდა ამომიგდო შიპერს ამერიკის შიპინგი დათვლილი არა აქვსო და მაგ მისამართზე ვერ გავუშვებთო. ეგრევე მოვუსქრინე და გავუგზავნე მეთქი ვერ ვიხდითქო და სულ ბოდიშები მიხადა და დამიქანსელა... ![]() მარა მე ვფიქრობ 99% შესყიდვების ამერიკაში იგზავნება და მაგ პონტში ალბათ კვლევა მიდის რატომ. ჩვენ ხომ პარადოქსების ქვეყანა ვართ პა ბალშომუ ![]() -------------------- Allahu Akbar
الله أكبر |
|
|
![]()
გამოხმაურება
#114
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
ანუ დაგვაბოლეს ისევ და ფეიფალი არ გვაქვს ???
![]() მაგას ქვია "დაგვანახეს შორიდან"-ო |
|
|
![]()
გამოხმაურება
#115
|
|
![]() რანერისტი... ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 6,990 რეგისტრ.: 8-July 09 მდებარ.: Erbil, Iraq მომხმარებელი № 215 ![]() |
ციტატა(crimson @ Apr 15 2013, 21:39) [snapback]485690[/snapback] ანუ დაგვაბოლეს ისევ და ფეიფალი არ გვაქვს ??? ![]() მაგას ქვია "დაგვანახეს შორიდან"-ო არამგონია რა. ეხლა პადიდან ჩალიჩი მეზარება,ხვალ რამეს ვიყიდი სიმბოლურად და დავწერ როგორ ჩაივლის ![]() ![]() პ.ს. კოტე, მე მგონია ჩემი უფროსი თქვენთან გარიგებაზე წავიდა: დილის 7 საათიდან საღამოს 9 მდე ფორუმზე ვერ შემოვდივარ ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() -------------------- Allahu Akbar
الله أكبر |
|
|
![]()
გამოხმაურება
#116
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 484 რეგისტრ.: 6-May 12 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 2,677 ![]() |
დღეს მთელი დღე მაწვალეს ბარათები ამოწმეს ანგარიშები და ეხლახანს ვნახე მაილი ბლოკი მომეხსნა და თავისუფლად ვყიდულობ ყველაფერს.
|
|
|
![]()
გამოხმაურება
#117
|
|
![]() mysubaru.ge ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Root Admin ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 13,292 რეგისტრ.: 5-April 09 მომხმარებელი № 2 ![]() |
Gianni
ციტატა(Gianni @ 15th April 2013 - 22:43) [snapback]485693[/snapback] კოტე, მე მგონია ჩემი უფროსი თქვენთან გარიგებაზე წავიდა რა ვქნა აბა, ამხელა ფორუმს რჩენა ხო უნდა |
|
|
![]()
გამოხმაურება
#118
|
|
Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 8,684 რეგისტრ.: 28-July 11 მდებარ.: unknown მომხმარებელი № 2,150 ![]() |
ციტატა(Gianni @ 15th April 2013 - 22:43) [snapback]485693[/snapback] კოტე, მე მგონია ჩემი უფროსი თქვენთან გარიგებაზე წავიდა: დილის 7 საათიდან საღამოს 9 მდე ფორუმზე ვერ შემოვდივარ უეჭველი კოტემ დაურეკა და მაგან გაგიჩალიჩა ![]() ![]() ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#119
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,778 რეგისტრ.: 21-April 09 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 38 ![]() |
ციტატა(Type M @ 15th April 2013 - 22:45) [snapback]485695[/snapback] დღეს მთელი დღე მაწვალეს ბარათები ამოწმეს ანგარიშები და ეხლახანს ვნახე მაილი ბლოკი მომეხსნა და თავისუფლად ვყიდულობ ყველაფერს. ნეტავ შემამოწმებდნე მაინც, არ ჰოს მეუბნებიან და არც არას ![]() |
|
|
![]()
გამოხმაურება
#120
|
|
![]() Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 484 რეგისტრ.: 6-May 12 მდებარ.: Tbilisi მომხმარებელი № 2,677 ![]() |
maxouni
ციტატა(maxouni @ 15th April 2013 - 18:00) [snapback]485600[/snapback] Case ID Number: PP-002-302-462-554. ამას მეც მიწერდა პირველი ნაბიჯი იყო ბარათი შემოწმება . მომაჭრეს 1$ და მობ-ზე მომივიდა სმს შევიყვანე 4 ციფრი და დადასტურდა. მორე მთხოვა ბანკის ამონაწერი ( გოოგლეთი რომ გადავთარგმნე ეგრე გამოვიდა) არა და იყო ბანკის რეკვიზიტების ამონაწერი. გადავრეკე ბანკში მაილზე გადმოგზავნეს და ავტვირტე ფეიფალზე და 2 საათში მომივიდა წერილი რო ბლოკი მოხსნილია. დაგიხმარები პმ მომწერე.. ფაეიფალის პირველი გვერდი დაასკრინშოტე.. |
|
|
![]() ![]() |