![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() ![]() |
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,230 რეგისტრ.: 23-October 10 მომხმარებელი № 1,548 ![]() |
16 თებერვალს, საბილიარდო კლუბ "ბულდოგში" (სტრიპტიზ–კლუბ "დივას" გვერდით) გაიმართება ბილიარდის ჩემპიონატი ავტო–მოტო კლუბებს შორის!
იქნება კარგი პრიზები, რომლითაც დაჯილდოვდება I, II და III ადგილები. ასევე იქნება დაბალი სასტარტო შენატანი: გუნდზე – 60 ლარი. გუნდში 4 მოთამაშე! გამოსვლა შეუძლია ნებისმიერ ცნობად ავტო–მოტო კლუბს! მონაწილეობის მიღება შეუძლიათ მხოლოდ მოყვარულებს! არამოყვარულის ჩუმად დარეგისტრირებისას დაიბლოკება მთლიანად კლუბი (სამომავლოდაც) და სასტარტოც არ დაუბრუნდებათ! (გადავამოწმებთ) 1 კლუბიდან შესაძლებელია განაცხადოთ, რომ გსურთ 2 გუნდით გამოსვლა და თუ იქნება საშუალება 2–ვეს დავარეგისტრირებთ – თუ არა და 1–ს! დასაწყისი 12 საათზე! 11–იდან იწყება 1 საათიანი ვარჯიში, წესების ახსნა და რეგისტრაცია! ოფიციალურად ვეპატიჟებით შემდეგ კლუბებს / გუნდებს: (ვინც გამოგვრჩა და გსურთ მონაწილეობა – მოგვმართეთ!) BMW Club Georgia BMW Club Georgia - რუსთავი BMW Club Georgia - ქუთაისი BMW Club Georgia - ფოთი BMW E36 Club Georgia BMW E30 Club Georgia VW Club Georgia Audi Club Georgia Subaru Club Georgia Mercedes Club Georgia Mercedes Club Georgia MyMoto.ge Off-Roaders Club Georgia Mitsubishi Club Georgia JDM Club Georgia Slide Empire Drift Factor Georgian Automobiles Club (GAC) Tramp Drifters Outlaw Racing ეს კლუბებიც გაგვიგია და არვიცი ამჟამად არსებობთ თუ არა: Honda Club Georgia Honda Fit Team Georgia Mustang Club Georgia 1) 8–იანის დარტყმისას თეთრის ჩავარდნა - წაგება (თუ შავიც ჩავარდა). 2) დაშლისას შავის ჩაგდება - ცენტრში იდება შავი და იგივე მონაწილე აგრძელებს. 3) ბურთის (არათეთრი) გადავარდნისას მაგიდიდან - ჩაგდებულად ითვლება და სვლა გადადის. 4) ყველა ბურთი არის შეკვეთით. 5) ნებისმიერი კიდურით ან აქსესუარით – ნებისმიერი ბურთის შეხებისას ინიშნება FOUL. 6) როდესაც თეთრი და დასარტყმელი ბურთი არის ცარცზე პატარა მანძილით - ირტყმება მინიმუმ 45 გრადუსიანი კუთხით ან ისე რომ თეთრი არ გაყვეს. 7) დაშლისას თეთრის ჩავარდნისას - თეთრი ირტყმება ნებისმიერი ადგილიდან. 8) სანამ აირჩევა (ზოლიანი / მთელი) მანამდე შეიძლება ზოლიანით მთელის ჩაგდება და პირიქით (8–იანითაც კი). 9) თუ თეთრი მოხვდება ბურთს და მერე რომელიმე ბურთი არ შეეხება ბორტს - ითვლება FOUL-ად 10) თუ თეთრი ბურთი დარტყმისას (სანამ მეორეს მოხვდება) ახტება - ითვლება FOUL-ად 11) დარტყმის დროს ოპონენტისგან ან გულშემატკივრისგან აკრძალულია ანეგდოტების მოყოლა თუ სხვა არასპორტული საქციელი. 12) შარების დამშლელი ირჩევა პირადი შეთანხმებით ან ბურთების ბორტთან გაგორებით, ხოლო მომდევნო პარტიას შლის წინა ხელის გამარჯვებული ![]() |
|
|
![]() ![]() |