IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> წყვილთა რბოლა მოყვარულთა შორის. 19 ოქტომბერი!, TEGETA MOTORS & MERCEDES BENZ CLUB GEORGIA
NetDevil
გამოხმაურება Oct 2 2014, 22:59
გამოხმაურება #1


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




კიდევ ერთი საჩუქარი ავტომოყვარულებს კომპანია თეგეტა მოტორსისგან !!!!

კვირას, 19 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალის ავტოსადგომზე,

გაიმართება სამოყვარულო საავტომობილო შეჯიბრი „წყვილთა რბოლაში“

ორგანიზატორები: კომპანია თეგეტა მოტორსი & მერსედეს ბენც კლუბ საქართველო;





დასაწყისი: 9 საათი;



ოფიციალური პარტნიორები:

Tegeta Truck & Bus

Tegeta Construction Equipment

Tegeta Premium Vehicles

Toyota Center Tegeta

Transcaucasian Distribution Company

ოფიციალური მზღვეველი :
KOPENBUR





პარტნიორები:
Myvideo.ge
GT performance
გასართობი ცენტრი ასტრა პარკი


ზემოთ აღნიშნული ორგანიზატორთა პარტნიორობით , ა.წ. 19 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსის ცენტრალული ფილიალის ავტოსადგომზე ტარდება მოყვარულთა შორის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო შეჯიბრი წყვილთა რბოლა ;
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ზემოთ აღნიშნული ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები და ავტოკლუბის წევრები, ასევე ნებისმიერი მართვის მოწმობის მქონე მსურველი, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა როგორიცაა მაგ. ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი.
შეჯიბრში მონაწილე ავტომობილისთვის სავალდებულოა, იყოს ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული, მუშაობდეს უსაფრთხოების ღვედი და დამაგრებული იყოს აკუმულატორი თუ სხვა ნებისმიერი საგანი რომელიც შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს დაუმაგრებლობის შემთხვევაში.

ავტომობილის დამსუბუქება-გაძლიერების მიზნით, დასაშვებია ნებისმიერი ტექნიკური მოდიფიკაცია/დეტალის მოხსნა, გარდა გარე ვიზუალური ელემენტებისა (ბამპერები, მაშუქები და სხვ.). კონკრეტული შემთხვევები(როდესაც დეტალი ფიზიკურად არ დგება ავტომობილზე) ექვემდებარება განხილვას მსაჯთა კოლეგიასთან, შეჯიბრის დაწყების წინ.


შეჯიბრზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და განისაზღვრება 64 მანქანით
ამიტომ ერთი მანქანით დაიშვება მაქსიმუმ ორი მონაწილე ერთ კლასში.

შეჯიბრში მონაწილე ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა ჰქონდეს დაკრული მონაწილის ნომერი და შეჯიბრის ყველა პარტნიორის სტიკერი რომელიც გადმოგეცემათ ადგილზე შეჯიბრის წინ.
შეჯიბრში მონაწილეობის ღირებულება ერთი მონაწილისთვის შეადგენს 30(ოცდაათი) ლარს;


საპრიზო ფონდი:
ყველა კლასის გამარჯვებულს გადაეცემა მედალი, თასი სიგელი,
გარდა ამისა, თეგეტა მოტორსმა და ივენთის პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააწესეს სოლიდური საპრიზო ფონდი, როგორიცაა მომსახურების ვაუჩერები, გამარჯვებული მანქანისთვის საავტომობილო ზეთები, პორშეს, შელისა და თეგეტა მოტორსის ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრებები და სხვ. ამ დროისთვის ზუსტდება დეტალები და პრიზების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით შეჯიბრის წინა დღეებში;

რეგისტრაცია
შეჯიბრის მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება თეგეტა მოტორსის ცენტრალურ ფილიალში 13-ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით დილის 10 სთ-დან 18 სთ-მდე.
რეგისტრაციის დღეს, სათაო ოფისის (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5) სალაროში, ავსებთ სპეციალურ ფორმას , იხდით მონაწილეობის თანხას, იღებთ ჩეკს და მონაწილის ნომერს. რეგიონებიდან რეგისტრაციის მსურველთათვის ჩამოსვლა სავალდებულო არ არის. უბრალოდ მოვა ერთი ადამიანი და თქვენს მაგივრად გაივლის ზემოთ აღწერილ სტანდარტულ პროცედურას.
ჩეკი აუცილებლად შეინახეთ, რადგან უნდა წარმოადგინოთ შეჯიბრის დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჯიბრზე არ დაიშვებით.

რეგლამენტი დეტალურად ნახეთ სპოილერში
ციტატა
რადგან შეჯიბრს აქვს სამოყვარულო ხასიათი შეჯიბრის მონაწილეები დაიყოფიან ორ კატეგორიად „მოყვარულები“ და „პროფესიონალები“
მოყვარულთა კლასში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერი მართვის მოწმობის მქონე მსურველს, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა როგორებიცაა ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი.

მოყვარულთა კლასში არ დაიშვებიან პროფესიონალური ლიცენზიის მქონე ავტომრბოლელები და ის სპორტსმენები ვინც არ ფლობს ოფიციალურ ლიცენზიას, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებულ მოყვარულთა თუ პროფესიონალთა შეჯიბრებებზე მოპოვებული აქვს მინიმუმ 3 და მეტი პოდიუმი; ( სპორტსმენების სიას მოგვაწვდის საავტომობილო ფედერაცია).

მოყვარულთა კლასში აკრძალულია სპორტული(სლიკი) და ნახევრად სპორტული(პოლუსლიკი) ტიპის საბურავები;

პროფესიონალთა კლასში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მართვის მოწმობით ან მრბოლელს ლიცენზიით, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით და ნებისმიერი საბურავით, გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა, როგორებიცაა ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი.
აღნიშნულ კლასში ავტომატურად გადადიან მოყვარულთა კლასიდან 2-2 გამარჯვებული დამატებით მონაწილეობის თანხის გარეშე

კლასიფიკაცია

A კლასი (მოყვარულები) RWD, FWD
წინა და უკანა წამყვან თვლებიანი ავტომობილები;
მაქსიმუმ 32 მონაწილე;

B კლასი (მოყვარულები) AWD
ყველაწამყვანთვლიანი ავტომობილები;
მაქსიმუმ 16 მონაწილე;

C პროფესიონალთა კლასი AWD,RWD, FWD;
მაქსიმუმ 16 მონაწილე;

ტრასა დალაგდება 18 ოქტომბრის საღამოს. შესაბამისად ვარჯიში არ იქნება არავისთვის შესაძლებელი და ყველა მონაწილე იქნება თანაბარ პირობებში. ტრასის ნახაზი დაიდება უახლოეს მომავალში.


შეჯიბრი დაიწყება კვალიფიკაციით და გამოვლინდება შემდეგ ეტაპზე გადამსვლელი საუკეთესო დროის მქონე მონაწილეები. შემდეგი პრინციპით:

4 ავტომობილი (4-დან 7-ის ჩათვლით ოდენობისას )

8 ავტომობილი (8–დან 15–ის ჩათვლით ოდენობისას)

16 ავტომობილი (16–დან 32–ის ჩათვლით ოდენობისას)

რაოდენობის დადგენის შემდეგ მონაწილეთა დაწყვილება მოხდება შემდეგი სქემით:
პირველი რეზულტატის მქონე შეხვდება ბოლოს, მეორე რეზულტატის მქონე ბოლოდან მეორეს და ა.შ. დანარჩენი წავა ოლიმპიური სისტემით.

ვიცით, რომ კვალიფიკაცია შედარებით მეტ დროს წაიღებს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ასეთი სისტემით ჩატარებას, რათა ყველას ჰქონდეს შანსი. ასე დალაგება გამორიცხავს გამართლების გამო სუსტის მრბოლელის გამარჯვებას და ასევე გამორიცხავს 2 უძლიერესი ავტომობილიდან ერთერთის დასაწყისშივე გამოვარდნას!
მონაწილის დროის ათვლა მოხდება ავტოდრომის აპარატურით(ლონჯინი). აპარატურის დაზიანების შემთხვევაში მსაჯთა კოლეგია დროის ათვლას მოახდენს წამზომით.

რბოლის და კვალიფიკაციის დროს ტრასა შემოფარგლება საბურავებით; ამ საბურავზე გადავლა და მისი მონიშვნის ადგილიდან დაძვრა გამოიწვევს მრბოლელის 2 წამით დაჯარიმებას. უბრალო შეხება რომელიც საბურავს მდგომარეობას არ შეუცვლის დასაშვებია.

წყვილში რბოლის დროს შედეგების დაფიქსირება მოხდება სტარტ ფინიშის ხაზზე განლაგებული ფოტო-ვიდეო ფინიშით. რათა მაქსიმალურად სამართლიანად მოხდეს საკამათო სიტუაციებში სიმართლის დადგენა.

მსაჯთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება შესაძლებელია ადგილზე მხოლოდ წერილობითი ფორმით;

შეჯიბრის მონაწილეთა ვალდებულებები:
1. მონაწილე ვალდებულია მსაჯების მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს მართვის მოწმობა და მისცეს მათ საშუალება შეამოწმონ შეჯიბრში მონაწილე ავტომობილი;

2. ავტომობილი წარმოადგინოს ვიზუალურად სუფთა მდგომარეობაში;

3. გაეცნოს შეჯიბში მონაწილეთა ვალდებულებებსა და უსაფრთხოების წესებს;

4. დააკრას ავტომობილზე რეგლამენტით გათვალისწინებული სპონსორთა ლოგოები, შეჯიბრის ოფიციალური ლოგო და მონაწილის სარეგისტრაციო ნომერი.

შეჯიბრის დროს აკრძალულია:
1. არაფხიზელ მდგომარეობაში მონაწილეობა;
2. უსაფრთხოების ღვედის გარეშე მონაწილეობა;
3. რბოლის დროს ავტომობილში მგზავრის ყოფნა;
4. აკრძალული საბურავის გამოყენება.
5. ისეთი ტიპის მოდიფიკაცია/დამსუბუქება რომელიც შეიძლება არღვევდეს ავტომობილის(ძარის) უსაფრთხოებას;
6. არაკორექტული მოპყრობა მსაჯთა კოლეგიისა და მონაწილეთა მიმართ;
7. ნებისმიერი ტიპის წესების დარღვევა, ისჯება მონაწილის დისკვალიფიკაციით.



შეჯიბრზე იქნება ნორმალური კვების ობიექტი „ადამიანური“ ფასებით;

გარდა ლამაზი სანახაობის შეჯიბრის მაყურებლისთვის იქნება ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები;

რბოლის დღეს თეგეტა მოტორსის დახმარებით უფასოდ იფუნქციონირებს სერვისის ერთი უბანი მონაწილეთათვის;

შეჯიბრის მიმდინარე შედეგების გაშუქება, გარდა წამყვანის მიერ დროულად მოწოდებული ინფორმაციისა, მოხდება სპეციალური მონიტორის საშუალებით;


შეჯიბრის მიზანია ავტომოყვარულებს ვაჩუქოთ კიდევ ერთი ლამაზი დღე.
ამიტომ ნებისმიერ არგუმენტირებულ რჩევას შენიშვნა რეკომენდაციას,
რომელიც დაგვეხმარება შეჯიბრის უკეთ ჩატარებაში გავითვალისწინებთ დიდი სიამოვნებით.

შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:

599 89 89 20 ალექსი ჩიბარაშვილი ტექნიკური საკითხები;

599 604 904 ბესიკ მექვაბიშვილი ფოტო ვიდეო აკრედიტაცია;

593 38 82 30 ნიკა ხართუკოვი პარტნიორებთან ურთიერთობა;
Go to the top of the page
 
+Quote Post
SUBARU WRX STI B...
გამოხმაურება Oct 2 2014, 23:09
გამოხმაურება #2


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,256
რეგისტრ.: 30-September 12
მდებარ.: Telavi
მომხმარებელი № 2,989




მაგარია, წარმატებები მონაწილეებს
Go to the top of the page
 
+Quote Post
TRULOVI
გამოხმაურება Oct 2 2014, 23:49
გამოხმაურება #3


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,222
რეგისტრ.: 4-August 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,307




ვაა საღოლ აბა წარმატებები ბიჭებს ჩვენები ვიცი ბევრი გამოხვალთ ძაანა
Go to the top of the page
 
+Quote Post
datoxachi
გამოხმაურება Oct 3 2014, 09:13
გამოხმაურება #4


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 9,857
რეგისტრ.: 5-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 602




crazy_pilot.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
TRULOVI
გამოხმაურება Oct 3 2014, 10:16
გამოხმაურება #5


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,222
რეგისტრ.: 4-August 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,307




datoxachi
იხოდები ხო biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
datoxachi
გამოხმაურება Oct 3 2014, 10:37
გამოხმაურება #6


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 9,857
რეგისტრ.: 5-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 602




ციტატა(TRULOVI @ 3rd October 2014 - 11:16) [snapback]617673[/snapback]
იხოდები ხო

იეს biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Oct 3 2014, 11:52
გამოხმაურება #7


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




ტურბინა მინდა და სლიკები sad.gif არც ერთია და არც მეორე :@ მე გავმაზე სავარაუდოდ..
Go to the top of the page
 
+Quote Post
crimson
გამოხმაურება Oct 3 2014, 20:03
გამოხმაურება #8


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




სუბარუს კლუბზე B კლასში გამოყოფილია 6 ადგილი. აქედან 4 ადგილი უკვე დაკავებულია. ვისაც სურვილი აქვს გასვლის და ნამდვილად დააპირებს გასვლას დამიპიემოს და ჩAვსვავ. ეს იმ შემთXვევაშI იქნება გამოსადეგი, თუ B კლასში 16 მონაწილეზე მეტი მივიდა და უარი უთხრეს რეგისტრაციაზე. ანუ ჩVენ კლუბს აქვს პრივილეგია პირველი 6 კაცი წარვადგინოთ.

გისურვებთ წარმატებებს smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
aleko
გამოხმაურება Oct 4 2014, 08:10
გამოხმაურება #9


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,174
რეგისტრ.: 29-May 09
მდებარ.: TIFLIS
მომხმარებელი № 120




crimson
მაფია ხარ, მაფია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
shako_tevzuka
გამოხმაურება Oct 5 2014, 14:58
გამოხმაურება #10


antilag
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,225
რეგისტრ.: 17-April 09
მომხმარებელი № 21




ეხ.რა კარგი შეჯიბრია.
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti type ra
გამოხმაურება Oct 5 2014, 17:01
გამოხმაურება #11


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 7,514
რეგისტრ.: 21-February 12
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 2,552




shako_tevzuka
რა ეხ? ჭირს რამე შენ მანქანას?
Go to the top of the page
 
+Quote Post
giogio725
გამოხმაურება Oct 5 2014, 17:58
გამოხმაურება #12


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,546
რეგისტრ.: 27-March 14
მდებარ.: Zugdidi
მომხმარებელი № 4,130




ციტატა(sti type ra @ Oct 5 2014, 17:01) [snapback]618072[/snapback]
shako_tevzuka
რა ეხ? ჭირს რამე შენ მანქანას?

ხაჩის ველაპარაკე და ჩვენიანს დაუმტვრვეია სპეცი სამწუხაროდ
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaspera
გამოხმაურება Oct 5 2014, 19:52
გამოხმაურება #13


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,824
რეგისტრ.: 24-June 09
მომხმარებელი № 189




shako_tevzuka
giogio725

რახდება ვერგავიგე

Go to the top of the page
 
+Quote Post
sti type ra
გამოხმაურება Oct 5 2014, 20:31
გამოხმაურება #14


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 7,514
რეგისტრ.: 21-February 12
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 2,552




giogio725
ეუფ ეგ რა მითხარი
Go to the top of the page
 
+Quote Post
mtiuli
გამოხმაურება Oct 5 2014, 20:36
გამოხმაურება #15


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,635
რეგისტრ.: 22-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 40




sti type ra
რა ხდება ხომ არა გაგიგია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
Drifter_Silvia
გამოხმაურება Oct 5 2014, 20:39
გამოხმაურება #16


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,230
რეგისტრ.: 23-October 10
მომხმარებელი № 1,548




ოვიკა დაიმტვრა დღეს რალიზე სამწურახორ
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaspera
გამოხმაურება Oct 5 2014, 20:53
გამოხმაურება #17


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,824
რეგისტრ.: 24-June 09
მომხმარებელი № 189




ვაა ცუდია, სპეც ც რაიმტვრაო და ეგ ვიღასია
Go to the top of the page
 
+Quote Post
shota
გამოხმაურება Oct 5 2014, 21:56
გამოხმაურება #18


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 12,006
რეგისტრ.: 9-April 09
მომხმარებელი № 13




ეს თემა რალის არაა ხალხორათ აოფებთ....


Go to the top of the page
 
+Quote Post
shako_tevzuka
გამოხმაურება Oct 7 2014, 18:47
გამოხმაურება #19


antilag
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,225
რეგისტრ.: 17-April 09
მომხმარებელი № 21




ციტატა(sti type ra @ Oct 5 2014, 18:01) [snapback]618072[/snapback]
shako_tevzuka
რა ეხ? ჭირს რამე შენ მანქანას?

ძრავი მაქვს დაშლილი და უფინანსობის გამო ალბათ ვერ მოვასწრებ აწყობას.ისეთი არაფერი wink.gif დავბრუნდები მალე განრისხებული ფრანკენათი wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
datoxachi
გამოხმაურება Oct 14 2014, 23:28
გამოხმაურება #20


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 9,857
რეგისტრ.: 5-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 602




მოახლოვდა კვირა,რეგისტრაცია ზეგამდეა და სრული სია გვინდა მსურველების,ძირითადად მოყვარულთა კლაშია დეფიციტი მონაწილეების რადგან ყველა პროფებში მოხვდა,შანსები დიდია მოგების და საპრიზოც სოლიდურია როგორც მითხრა ორგანიზატორმა.დაჟე მანდილოსანიც გვაყავს ამ კლაში,ჰე მოქოქეთ რაც გყავთ,მნიშვნელობა არ აქვს მთავარია 4X4 ი იყოს,მოგების შანსი დიდია და კარაგდ გაერთობით.

ლიო,მახო სად ხართ?
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge