IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

> წყვილთა რბოლა მოყვარულთა შორის. 19 ოქტომბერი!, TEGETA MOTORS & MERCEDES BENZ CLUB GEORGIA
NetDevil
გამოხმაურება Oct 2 2014, 22:59
გამოხმაურება #1


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




კიდევ ერთი საჩუქარი ავტომოყვარულებს კომპანია თეგეტა მოტორსისგან !!!!

კვირას, 19 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსის ცენტრალური ფილიალის ავტოსადგომზე,

გაიმართება სამოყვარულო საავტომობილო შეჯიბრი „წყვილთა რბოლაში“

ორგანიზატორები: კომპანია თეგეტა მოტორსი & მერსედეს ბენც კლუბ საქართველო;





დასაწყისი: 9 საათი;



ოფიციალური პარტნიორები:

Tegeta Truck & Bus

Tegeta Construction Equipment

Tegeta Premium Vehicles

Toyota Center Tegeta

Transcaucasian Distribution Company

ოფიციალური მზღვეველი :
KOPENBUR





პარტნიორები:
Myvideo.ge
GT performance
გასართობი ცენტრი ასტრა პარკი


ზემოთ აღნიშნული ორგანიზატორთა პარტნიორობით , ა.წ. 19 ოქტომბერს, თეგეტა მოტორსის ცენტრალული ფილიალის ავტოსადგომზე ტარდება მოყვარულთა შორის ერთ ერთი ყველაზე პოპულარული საავტომობილო შეჯიბრი წყვილთა რბოლა ;
შეჯიბრში მონაწილეობას მიიღებენ, როგორც ზემოთ აღნიშნული ორგანიზატორი კომპანიის თანამშრომლები და ავტოკლუბის წევრები, ასევე ნებისმიერი მართვის მოწმობის მქონე მსურველი, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა როგორიცაა მაგ. ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი.
შეჯიბრში მონაწილე ავტომობილისთვის სავალდებულოა, იყოს ტექნიკურად და ვიზუალურად გამართული, მუშაობდეს უსაფრთხოების ღვედი და დამაგრებული იყოს აკუმულატორი თუ სხვა ნებისმიერი საგანი რომელიც შეიძლება შეიცავდეს საფრთხეს დაუმაგრებლობის შემთხვევაში.

ავტომობილის დამსუბუქება-გაძლიერების მიზნით, დასაშვებია ნებისმიერი ტექნიკური მოდიფიკაცია/დეტალის მოხსნა, გარდა გარე ვიზუალური ელემენტებისა (ბამპერები, მაშუქები და სხვ.). კონკრეტული შემთხვევები(როდესაც დეტალი ფიზიკურად არ დგება ავტომობილზე) ექვემდებარება განხილვას მსაჯთა კოლეგიასთან, შეჯიბრის დაწყების წინ.


შეჯიბრზე მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია და განისაზღვრება 64 მანქანით
ამიტომ ერთი მანქანით დაიშვება მაქსიმუმ ორი მონაწილე ერთ კლასში.

შეჯიბრში მონაწილე ყველა ავტომობილისთვის სავალდებულოა ჰქონდეს დაკრული მონაწილის ნომერი და შეჯიბრის ყველა პარტნიორის სტიკერი რომელიც გადმოგეცემათ ადგილზე შეჯიბრის წინ.
შეჯიბრში მონაწილეობის ღირებულება ერთი მონაწილისთვის შეადგენს 30(ოცდაათი) ლარს;


საპრიზო ფონდი:
ყველა კლასის გამარჯვებულს გადაეცემა მედალი, თასი სიგელი,
გარდა ამისა, თეგეტა მოტორსმა და ივენთის პარტნიორმა ორგანიზაციებმა დააწესეს სოლიდური საპრიზო ფონდი, როგორიცაა მომსახურების ვაუჩერები, გამარჯვებული მანქანისთვის საავტომობილო ზეთები, პორშეს, შელისა და თეგეტა მოტორსის ბრენდირებული სასაჩუქრე ნაკრებები და სხვ. ამ დროისთვის ზუსტდება დეტალები და პრიზების შესახებ დაწვრილებით ინფორმაციას მოგაწვდით შეჯიბრის წინა დღეებში;

რეგისტრაცია
შეჯიბრის მონაწილეთა რეგისტრაცია მოხდება თეგეტა მოტორსის ცენტრალურ ფილიალში 13-ოქტომბრიდან 16 ოქტომბრის ჩათვლით დილის 10 სთ-დან 18 სთ-მდე.
რეგისტრაციის დღეს, სათაო ოფისის (ქ. თბილისი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №5) სალაროში, ავსებთ სპეციალურ ფორმას , იხდით მონაწილეობის თანხას, იღებთ ჩეკს და მონაწილის ნომერს. რეგიონებიდან რეგისტრაციის მსურველთათვის ჩამოსვლა სავალდებულო არ არის. უბრალოდ მოვა ერთი ადამიანი და თქვენს მაგივრად გაივლის ზემოთ აღწერილ სტანდარტულ პროცედურას.
ჩეკი აუცილებლად შეინახეთ, რადგან უნდა წარმოადგინოთ შეჯიბრის დღეს, წინააღმდეგ შემთხვევაში შეჯიბრზე არ დაიშვებით.

რეგლამენტი დეტალურად ნახეთ სპოილერში
ციტატა
რადგან შეჯიბრს აქვს სამოყვარულო ხასიათი შეჯიბრის მონაწილეები დაიყოფიან ორ კატეგორიად „მოყვარულები“ და „პროფესიონალები“
მოყვარულთა კლასში მონაწილეობის უფლება ექნება ნებისმიერი მართვის მოწმობის მქონე მსურველს, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა როგორებიცაა ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი.

მოყვარულთა კლასში არ დაიშვებიან პროფესიონალური ლიცენზიის მქონე ავტომრბოლელები და ის სპორტსმენები ვინც არ ფლობს ოფიციალურ ლიცენზიას, მაგრამ ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩატარებულ მოყვარულთა თუ პროფესიონალთა შეჯიბრებებზე მოპოვებული აქვს მინიმუმ 3 და მეტი პოდიუმი; ( სპორტსმენების სიას მოგვაწვდის საავტომობილო ფედერაცია).

მოყვარულთა კლასში აკრძალულია სპორტული(სლიკი) და ნახევრად სპორტული(პოლუსლიკი) ტიპის საბურავები;

პროფესიონალთა კლასში, მონაწილეობის მიღება შეუძლია ნებისმიერ მსურველს, მართვის მოწმობით ან მრბოლელს ლიცენზიით, ნებისმიერი მარკის მსუბუქი ავტომობილით და ნებისმიერი საბურავით, გარდა სპეციალურად მომზადებული სარბოლო მანქანებისა, როგორებიცაა ლეგენდ ქარი, ფორმულა ალფა, კარტინგი.
აღნიშნულ კლასში ავტომატურად გადადიან მოყვარულთა კლასიდან 2-2 გამარჯვებული დამატებით მონაწილეობის თანხის გარეშე

კლასიფიკაცია

A კლასი (მოყვარულები) RWD, FWD
წინა და უკანა წამყვან თვლებიანი ავტომობილები;
მაქსიმუმ 32 მონაწილე;

B კლასი (მოყვარულები) AWD
ყველაწამყვანთვლიანი ავტომობილები;
მაქსიმუმ 16 მონაწილე;

C პროფესიონალთა კლასი AWD,RWD, FWD;
მაქსიმუმ 16 მონაწილე;

ტრასა დალაგდება 18 ოქტომბრის საღამოს. შესაბამისად ვარჯიში არ იქნება არავისთვის შესაძლებელი და ყველა მონაწილე იქნება თანაბარ პირობებში. ტრასის ნახაზი დაიდება უახლოეს მომავალში.


შეჯიბრი დაიწყება კვალიფიკაციით და გამოვლინდება შემდეგ ეტაპზე გადამსვლელი საუკეთესო დროის მქონე მონაწილეები. შემდეგი პრინციპით:

4 ავტომობილი (4-დან 7-ის ჩათვლით ოდენობისას )

8 ავტომობილი (8–დან 15–ის ჩათვლით ოდენობისას)

16 ავტომობილი (16–დან 32–ის ჩათვლით ოდენობისას)

რაოდენობის დადგენის შემდეგ მონაწილეთა დაწყვილება მოხდება შემდეგი სქემით:
პირველი რეზულტატის მქონე შეხვდება ბოლოს, მეორე რეზულტატის მქონე ბოლოდან მეორეს და ა.შ. დანარჩენი წავა ოლიმპიური სისტემით.

ვიცით, რომ კვალიფიკაცია შედარებით მეტ დროს წაიღებს, მაგრამ სამართლიანობა მოითხოვს ასეთი სისტემით ჩატარებას, რათა ყველას ჰქონდეს შანსი. ასე დალაგება გამორიცხავს გამართლების გამო სუსტის მრბოლელის გამარჯვებას და ასევე გამორიცხავს 2 უძლიერესი ავტომობილიდან ერთერთის დასაწყისშივე გამოვარდნას!
მონაწილის დროის ათვლა მოხდება ავტოდრომის აპარატურით(ლონჯინი). აპარატურის დაზიანების შემთხვევაში მსაჯთა კოლეგია დროის ათვლას მოახდენს წამზომით.

რბოლის და კვალიფიკაციის დროს ტრასა შემოფარგლება საბურავებით; ამ საბურავზე გადავლა და მისი მონიშვნის ადგილიდან დაძვრა გამოიწვევს მრბოლელის 2 წამით დაჯარიმებას. უბრალო შეხება რომელიც საბურავს მდგომარეობას არ შეუცვლის დასაშვებია.

წყვილში რბოლის დროს შედეგების დაფიქსირება მოხდება სტარტ ფინიშის ხაზზე განლაგებული ფოტო-ვიდეო ფინიშით. რათა მაქსიმალურად სამართლიანად მოხდეს საკამათო სიტუაციებში სიმართლის დადგენა.

მსაჯთა მიერ მიღებული გადაწყვეტილების გაპროტესტება შესაძლებელია ადგილზე მხოლოდ წერილობითი ფორმით;

შეჯიბრის მონაწილეთა ვალდებულებები:
1. მონაწილე ვალდებულია მსაჯების მოთხოვნისთანავე წარმოადგინოს მართვის მოწმობა და მისცეს მათ საშუალება შეამოწმონ შეჯიბრში მონაწილე ავტომობილი;

2. ავტომობილი წარმოადგინოს ვიზუალურად სუფთა მდგომარეობაში;

3. გაეცნოს შეჯიბში მონაწილეთა ვალდებულებებსა და უსაფრთხოების წესებს;

4. დააკრას ავტომობილზე რეგლამენტით გათვალისწინებული სპონსორთა ლოგოები, შეჯიბრის ოფიციალური ლოგო და მონაწილის სარეგისტრაციო ნომერი.

შეჯიბრის დროს აკრძალულია:
1. არაფხიზელ მდგომარეობაში მონაწილეობა;
2. უსაფრთხოების ღვედის გარეშე მონაწილეობა;
3. რბოლის დროს ავტომობილში მგზავრის ყოფნა;
4. აკრძალული საბურავის გამოყენება.
5. ისეთი ტიპის მოდიფიკაცია/დამსუბუქება რომელიც შეიძლება არღვევდეს ავტომობილის(ძარის) უსაფრთხოებას;
6. არაკორექტული მოპყრობა მსაჯთა კოლეგიისა და მონაწილეთა მიმართ;
7. ნებისმიერი ტიპის წესების დარღვევა, ისჯება მონაწილის დისკვალიფიკაციით.



შეჯიბრზე იქნება ნორმალური კვების ობიექტი „ადამიანური“ ფასებით;

გარდა ლამაზი სანახაობის შეჯიბრის მაყურებლისთვის იქნება ბევრი სიურპრიზი და საჩუქრები;

რბოლის დღეს თეგეტა მოტორსის დახმარებით უფასოდ იფუნქციონირებს სერვისის ერთი უბანი მონაწილეთათვის;

შეჯიბრის მიმდინარე შედეგების გაშუქება, გარდა წამყვანის მიერ დროულად მოწოდებული ინფორმაციისა, მოხდება სპეციალური მონიტორის საშუალებით;


შეჯიბრის მიზანია ავტომოყვარულებს ვაჩუქოთ კიდევ ერთი ლამაზი დღე.
ამიტომ ნებისმიერ არგუმენტირებულ რჩევას შენიშვნა რეკომენდაციას,
რომელიც დაგვეხმარება შეჯიბრის უკეთ ჩატარებაში გავითვალისწინებთ დიდი სიამოვნებით.

შეკითხვებისთვის მოგვმართეთ:

599 89 89 20 ალექსი ჩიბარაშვილი ტექნიკური საკითხები;

599 604 904 ბესიკ მექვაბიშვილი ფოტო ვიდეო აკრედიტაცია;

593 38 82 30 ნიკა ხართუკოვი პარტნიორებთან ურთიერთობა;
Go to the top of the page
 
+Quote Post
4 გვერდი V  « < 2 3 4  
Start new topic
გამოხმაურებები (60 - 69)
lio
გამოხმაურება Oct 19 2014, 23:31
გამოხმაურება #61


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,762
რეგისტრ.: 22-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 112




datoxachi

ეხლავე გადაგითარგმნი დავით რა სხვაობაცაა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif პაკრიშკებზე არ უზრუნია ნიშნავს იმას რომ წნევები არ შეუმოწმებია და არ დაუმატებია და საბურავებში უკვე საბურავის ბრენდი და ხარისხი იგულისხმა.

ხოხოხოოოო რა დაიწამლენ ბიჭები?!!!! ეხლა შეჯიბრს არ გამაზავენ, კაია კაიიიიიი, ლოვას მთლად ორი წინსვლა აქვს, დავაი ლოვააა ტაკ დერჟატ













დამტუქსეს მსაჯებმა




დღის გმირი





Go to the top of the page
 
+Quote Post
xrinco
გამოხმაურება Oct 20 2014, 06:08
გამოხმაურება #62


XRINCO
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,687
რეგისტრ.: 28-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 669




ციტატა(svd @ 19th October 2014 - 22:28) [snapback]620692[/snapback]
ვიწყებ ფულის დაზოგვას პაკრიშკებისთვის

ფეხით რო დადიოდი ვიცი, საჭმელსაც მარტო ბალახებს რო ჭამ ვიცი, და აწი ტიტილიკანა თუ ივლი და მეტი რაღას დაზოგავ?
Go to the top of the page
 
+Quote Post
PAINKILLER
გამოხმაურება Oct 20 2014, 09:06
გამოხმაურება #63


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




ციტატა(xrinco @ 20th October 2014 - 07:08) [snapback]620757[/snapback]
აწი ტიტილიკანა თუ ივლი და მეტი რაღას დაზოგავ?



laugh.gif





lio

ლევან შენს წინა ბამპერს რა სჭირს?


ისე შენ მგონი პადვესკა უკეთესი გაქვს ვალერასთან შედარებით smile.gif


--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post
TRULOVI
გამოხმაურება Oct 20 2014, 09:13
გამოხმაურება #64


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,222
რეგისტრ.: 4-August 10
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 1,307




ციტატა(xrinco @ Oct 20 2014, 07:08) [snapback]620757[/snapback]
ფეხით რო დადიოდი ვიცი, საჭმელსაც მარტო ბალახებს რო ჭამ ვიცი, და აწი ტიტილიკანა თუ ივლი და მეტი რაღას დაზოგავ?

=)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))


რომელიმე მუთაქას მოხსნის ტავს და ეგააა biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
svd
გამოხმაურება Oct 20 2014, 11:12
გამოხმაურება #65


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,322
რეგისტრ.: 23-May 09
მომხმარებელი № 116




ესეიგი დღეს შევამოწმე ვულკანიზაციაში წნევა საბურავებში დღეს რა აზრი ქონდა მარა. რული მიქონდა წოტა და გამიკვირდა. რომ მივედი
წინა საბურავებში. მარცხნივ ყოფილა 2.4 წნევა. მარჯვნივ ყოფილა 2.1
უკანებში.
2.0 ერთში მეორეში 2.3 ვულკანიზატორშიკმა მითხრა სად იყავი ვის დააბერინეო biggrin.gif

ესეც ჩემი ვიდეო biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
Kastera
გამოხმაურება Oct 20 2014, 12:07
გამოხმაურება #66


mysubaru.ge
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,513
რეგისტრ.: 17-April 09
მომხმარებელი № 20




შუა საბურავში რამდენი გქონდა ?


--------------------
4x4=16
Go to the top of the page
 
+Quote Post
gia
გამოხმაურება Oct 20 2014, 14:18
გამოხმაურება #67


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 120
რეგისტრ.: 17-May 09
მდებარ.: Tblisi
მომხმარებელი № 97




ყველას გილოცავთ ბიჭებო, განსაკუთრებით ვალერას (ლოსი და ოსი აღარ გავიგონო) და ლიოვას ვულოცავ საბრძოლო ნათლობას! მაგრები ხართ!

Go to the top of the page
 
+Quote Post
chibara-amg
გამოხმაურება Oct 23 2014, 21:13
გამოხმაურება #68


Junior Member
**

ჯგუფი: Newbie
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10
რეგისტრ.: 24-May 10
მომხმარებელი № 1,123




მოგესალმებით

დიდი მადლობა კლუბს მონაწილეობისთვის და გვერდში დგომისთვის wink.gif wink.gif wink.gif
























































ყველა სურათი იხილეთ ლინკზე

https://www.facebook.com/alika.chibarashvil...5495&type=1
Go to the top of the page
 
+Quote Post
datoxachi
გამოხმაურება Oct 23 2014, 21:39
გამოხმაურება #69


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 9,857
რეგისტრ.: 5-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 602




ციტატა(chibara-amg @ 23rd October 2014 - 22:13) [snapback]621436[/snapback]
დიდი მადლობა კლუბს მონაწილეობისთვის და გვერდში დგომისთვის wink.gif wink.gif wink.gif

კარგი შეჯიბრი გამოგივიდათ ჩიბარყველანაირად,საღოლ smile.gif

ვინც ამას არ ხედავს პრო.................ია ჩემს თვალში biggrin.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
crimson
გამოხმაურება Oct 23 2014, 22:38
გამოხმაურება #70


mysubaru.ge
**********

ჯგუფი: Root Admin
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 13,292
რეგისტრ.: 5-April 09
მომხმარებელი № 2




chibara-amg
კაი ცუნცულ ტაკ ძერჟაც !!! კმაყოფილები არიან ბიჭები რაც მთავარია wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post

4 გვერდი V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge