![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 2,368 რეგისტრ.: 23-April 09 მომხმარებელი № 42 ![]() |
მოხდა ცვლილება კალენდარში
პირველი ეტაპი გადმოიწია 15 მარტს, ტრასა დალაგდება სავარაუდოდ 1 მარტს, მოყვარულთა კლასებში არაა დაშვებული სლიკი, პოლუსლიკი, ექსტრემ პერფომანსის საბურავები, პროფების კლასში თავად პროფები გადაწყვეტენ რა საბურავით იასპარეზონ, უახლოეს დღებში დავწერ დეტალურად კიდევ ინფორმაციას, რეგლამენტი საქართველოს ჩემპიონატის ყვილთა რბოლის 2015 წლის სეზონის რეგლამენტი 2015 წლის სეზონი შედგება 5 ივენთისაგან. ივენთები გაიმართება: პირველი ეტაპი - 15 მარტი მეორე ეტაპი - 3 მაისი მესამე ეტაპი - 14 ივნისი მეოთხე ეტაპი - 27 სექტემბერი, ქვედა ტრეკის ტერიტორია, მეხუთე ეტაპი - 8 ნოემბერი რბოლაში მონაწილე მძღოლების რეგისტრაცია დაიწყება რბოლამდე 1 კვირით ადრე. კონკრეტული კლასის რეგისტრაცია დასრულდება იმ კლასის სტარტამდე 1 საათით ადრე. საქართველოს 2015 წლის წყვილთა რბოლების ჩემპიონატში Mitsubishi Club Georgia კლუბის ლიცენზიის გარეშე ვერ მიიღებს მონაწილეობას მონაწილე, კლუბის მიერ გაცემული ლიცენზიის ღირებულება 10 ლარი. ლიცენზიის გაიცემა მოხდება ერთჯერადად და მოქმედია 2015 წლის სეზონის განმავლობაში. ლიცენზია გაიცემა რეგისტრაცისას რბოლა დაიყოფა 4 კლასად: რბოლაში მონაწილე მძღოლის კონკრეტულ კლასში მონაწილეობის უფლება განისაზღვრება საავტომობილო ფედერაციის მიერ მოწოდებული მძღოლთა კლასიფიკაციის სიის მიხედვით და ასევე მასში შეყვანილი იქნება ყველა წყვილთა რბოლები რაც კი ჩატარებულა მთელი საქართველოს მაშტაბით, მონაცემები აღებული იქნება ბოლო 4-5 წლის პერიოდის მიხედვით, 1) დამწყებები (ვისაც წყვილთა რბოლაში მონაწილეობა არ მიუღია) 2) გამოცდილი არაპრიზიორები (ვისაც წყვილთა რბოლაში მონაწილეობა აქვს მიღებული, მაგრამ საპრიზო ადგილზე არ გასულა ) 3) გამოცდილი პრიზიორები (ვისაც წყვილთა რბოლაში მონაწილეობა აქვს მიღებული და ერთხელ მაინც აქვს საპრიზო ადგილ აღებული) 4) პროფესიონალები ( ფედერაციის მიერ გაცემული პროფესიონალი მრბოლელის ლიცენზიის მქონე მძღოლები, თუ როდესმე ქონია ბოლო 20- 30 წლის მანძილზე ) თითოეული კლასი დაიყოფა 2 ქვეკლასად: მონო (წინა და უკანა წამყვანი ავტომობილები) კვადრო (სრულ ამძრავიანი ავტომობილები) მძღოლთა კლასიფიკაციის სიაში დაბალი კვალიფიკაციის მქონე მძღოლს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს უფრო მაღალი კლასის რბოლაში. მძღოლთა კლასიფიკაციის სიაში მაღალი კვალიფიკაციის მძღოლს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს უფრო დაბალი კლასის რბოლაში. მონო კლასის ავტომობილს უფლება არ აქვს მონაწილეობა მიიღოს კვადროს კლასის რბოლაში და პირიქით. ორ სხვადასხვა კლასში მონაწილეობის მსურველი მძღოლი იხდის ორივე კლასში მონაწილეობის საფასურს. (მძღოლის კვალიფიკაციის წესის დაცვით) რბოლები ჩატარდება კვალიფიკაციის გარეშე. რბოლაში მონაწილე წყვილების შემადგენლობა გაირკვევა კენჭისყრის საშუალებით. რბოლები შედგება 3 გარბენისგან, რომელთაგან 2 გამარჯვების მქონე ავტომობილი გადადის შემდეგ ეტაპზე. ნახევარ ფინალებში დამარცხებული ავტომობილები აგრძელებენ ბრძოლას მესამე ადგილისათვის. პრიზები გაიცემა 2-4 კლასების ჩათვლით. დამწყებების კლასში პრიზები არ გაიცემა (სეზონის დაწყების წინ შეიძლება შეიცვალოს და მათზეც გაიცეს პრიზები) დამწყებების კლასში საპრიზო ადილოსანს უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს ზედა კლასში. ასევე შეუძლია იგივე კლასში მონაწილეობა, ოღონდ პრიზს ვერ მიიღებს. გამოცდილი არაპრიზიორების კლასიდან საპრიზო ადგილის მფლობელი მძოლებს მომავალი წლის სეზონისათვის ჩაეთვლებათ საპრიზო ადგილები და ავტომატურად გადადიან გამოცდილი პრიზიორების კლასში. გამოცდილი პრიზიორების კლასიდან ნებაყოფლობითია პროფებში გადასვლა. თითოეულ კლასში იქნება 3 საპრიზო ადგილი: 1, 2 და 3. გამარჯვებულების დაჯილდოვება მოხდება რბოლის (ყველა კლასის) დასრულების შემდეგ. გამარჯვებულებისათვის ჯილდოთ განისაზღვრება მედალი, სერტიფიკატი და პრიზი (თანხობრივი ან საგნობრივი) რბოლაში თითოეულ კლასში მონაწილეობის ღირებულება - 40 ლარი კლუბი იტოვებს რეგლამენტში ცვლილების უფლებას პ.ს ღმერთი არს ჩვენთან, ვიწყებთ -------------------- Life is like a subaru, you never know how long its going to last.
|
|
|
![]() |
![]()
გამოხმაურება
#2
|
|
![]() Honorary Subaroid ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Club member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 9,857 რეგისტრ.: 5-December 09 მდებარ.: tbilisi მომხმარებელი № 602 ![]() |
ციტატა(RACKER @ 29th June 2015 - 09:16) [snapback]662847[/snapback] ბებრების ბრძოლაც კარგი იყო მართლაც კარგად სეუბერეს ![]() ![]() სენ კიდე ამოდი დღეს და მოვხსან,არც შენ გაქვს მწყობრშI ჯისენსორი ![]() ციტატა(RACKER @ 29th June 2015 - 09:16) [snapback]662847[/snapback] ხაჩი შენ კიდე ცოფიანი ხარ. ცოფცოფეეე. შენ გადამდე ![]() |
|
|