IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> კომპიუტერული თამაშები, ლინკები, განხილვა
sti228
გამოხმაურება Aug 20 2012, 09:28
გამოხმაურება #1


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876




Street Legal Racing: Redline



Street Legal Racing Redline ( ასევე ცნობილი როგორც Street Legal 2 ) არის რეისინგის თამაში, რომელიც შექმნილია Invictus მიერ, მაგრამ თვითონ თამაში გაავრცელა Activision Value - მა. თამაში Windows - ის პლატფორმისთვის გამოვიდა 2003 წლის ივლისში.

Game Play ( თამაშის სიუჟეტი )

თამაშის არსია მოთამაშემ დაამარცხოს თითოეული კლუბი და შევიდეს Race of Champions - ში, სადაც თქვენ შეგეძლებათ მოიგოთ ბონუსის მანქანა. მოთამაშეებს ექნებათ race - ი ( შეჯიბრი - რბოლა ) სხვა ავტომობიელბთან ქუჩებში დღის განმავლობაში, რადგან მოიპოვონ პრესტიჟი ( respect - პატივისცემა ) ან ფული, რადგან მოდიფიკაცია გაუკეთონ საკუთარ ავტომობილს. ეს დღის სინათლეზე მიმდინარე რბოლები არიან მსგავსი, ქუჩის რეისინგის, როგორიცაა Need For Speed: Underground 2 - ში. ღამის განმავლობაში, მოთამაშეებს აგრეთვე შეგიძლიათ მონაწილეობა მიიღოთ drag race - ში, სხვა მრბოლელის წინააღმდეგ, ან უბრალოდ უყუროთ სვის რეისს.

ამ თამაშის კიდევ ერთი თვისება არის დარტყმის შედეგად დაზიანებული დეტალების შეკეთება. დაზიანება შეიძლება მოხდეს ავტომობილის ბევრ დეტალზე, მათ შორის მანქანის ძრავზე, ბამპერებზე, კარებებზე, ფანჯრებზე, სახურავზე და სხვა ნაწილებზე. სხვა ტამაშებისგან განსხვავებით ამ ზიანის შეკეთება შეიძლება. მანქანაში ვერ დაბრუნდება რეისიდან ხელუხლებელი და დაუზიანებელი. თუ რაიმე დეტალი დაზიანდება, ეს ზიანი შენარჩუნებული იქნება მანამდე, სანამ ის არ შეკეთდება ავტოფარეხში.

Cars ( მანქანები )

თამმაშში არსებული მანქანები ძალიან გვანან რეალობაში არსებულ ავტომობილებს, რომლებსაც თამაში აქვთ სპეციფიური ფიქსირებული სახელები. მაგალითად : კომპანია Mitsubishi - ის მანქანას თამაშში ჰქვია Shimutsibu, Subaru - ს სახელია Ishima, Chevrolet Camaro - ს MC, BMW - ს Baiern - ი, Nissan - ის კი Emer - ი. თამაშის ვერსიაზეა დამოკიდებული 2 ცალი საპრიზო ავტომობილის არსებობა : Prime DLH 500 ( რომელიც ნიშნავს Shelby GT500 - ს ) ვერსია 2.3.0 LE - ში, ხოლო "Furrano GTS" კი ითვლება, როგორც Ferrari Enzo. მოთამაშეებს შეუძლიათ შეიძინონ მანქანები გამოყენებული ( მეორეადი ) ავტომობილების დილერთან ან ახლი ავომობილების დილერთან ( მაღაზიაში ). თავდაპირველად მოთამაშეებს აქვთ მხოლოდ საკმარისი თანხა, იმისათვის რომ იყიდონ გამოყენებული ავტომობილი და შემდეგ შეაკეთონ ის თუ ეს მოცემული ფული საკმარისია და შეკეთება ჯდება იაფი.

გარდა ამისა, მოთამაშეებს შეუძლიათ შეცვალონ ( მოდიფიკაცია გაუკეთონ ) ავტომობილის ნებისმიერ ნაწილს და ამის გასაკეთებლად გამოიყენონ ლამაზი და დინამიური ავტოფარეხის სისტემა. როგორც მანქანები, ასევე ნაწილებიც არის გამოგონილი და თამაშის საშუალებით მიეწოდება დეველოპერებს SL Tuners. კერძოდ კი, ბევრი ძრავის კომპნენტები არიან ძალიან მოდიფიცირებულები, მათ შორის intake, exhausts, camshafts, crankshafts, engine blocks, intake manifolds, cylinder heads, turbochargers და ა.შ. შესაძლებელია ამ ნაწილების შეზავება და დამთხვევა, რათა შეიქმნას უნიკალური ძრავები. ასევე როდესაც cheat codes - ჩეთის კოდებს შეიყვანს მოთამაშე თამაშში, მაშინ გაიგებს ამ ფრაზას "You Lose".

Modifications ( მოდიფიკაცია )

არსებობს ბევრი თამაშის გულშემატკივართა ვებ გვერდები, სადაც მოთამაშეებს შეუძლიათ საიტიდან ჩამოტვირთონ დამატებითი მანქანები, ნაწილები და სხვა თამაშის ცვლილებები.

Gamespot - Street Legal Racing Redline

პირველი თამაშის ვერსია გამოვდა STREET LEGAL (2002) წელს, ამას მალევე მოყვა STREET LEGAL RACING: REDLINE - ის გამოსვლა (2003) წელს. თამაშის გამომცემელია კომპანია Invictus

ყველაფრის წერას არ დავიწყებ. ორიგინალი თამაშის ვერსია შეგიძლიათ ნახოთ აქ : Street Legal и Street Legal Racing: Redline (100% чистые версии без модов + патчи, бонусы) (გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია). გთხოვთ ლინკზე გადასვლის შემდეგ ყურადღებით გაეცნოთ ინფორმაციას თამაშის შესახებ !

wikipedia - Street Legal Racing: Redline
დამწყებებისთვის : Street Legal Racing: Redline (FAQ + обсуждение)

ეხლა კი დავიწყოთ თამაშის ბოლო ვერსიით smile.gif

Street Legal Racing: Redline 2.2.1 MWM slrr by Jack V2 pre-release 4



ინფორმაცია თამაშზე :

გამოშვების წელი : 2003 (2012 წლის განახლებებით)
ჟანრი : ავტო სიმულატორი
მწარმოებელი : Invictus Games
გამომცემლობა : Activision Value
თამაშის დამატებები : Jack
პლატფორმა : PC
გამომცემლობის ტიპი : არაოფიციალური
თამაშის რეჟიმი : მარტო თამაში
ინტერფეისის ენა : ინგლისური
გახმოვანების ენა : ინგლისური
წამალი : არ ჭირდება

სისტემური მოთხოვნები, რომელიც საჭიროა ამ ნაკრების ჩასართავად :

ოპერაციული სისტემა : Windows 98/Me/2000/XP/Vista/7
ოპერატიული მეხსიერება : 2048 Mb
ვიდეო დაფა : 512 Mb Video
თავისუფალი ადგილი მყარ დისკზე : 7 Gb
(არ არის იმის გარანტია, რომ თამაში ჩაირთვება Windows 8-ის 64 ბიტიან ვერსიაზე)

თამაშის გადმოსაწერი ლინკი : Street Legal Racing: Redline 2.2.1 MWM slrr by Jack V2 pre-release 4 გადმოსაწერად დაგჭირდებათ პროგრამა µTorrent - a (very) tiny BitTorrent client

Screens - სურათები :















Videos - ვიდეოები :













ბოლოს მინდა ვთქვა, რომ ეს თამაში არ გავს არცერთ სხვას ! რადიკალურად განსხვავდება ყველასგან, რადგან აქვს უამრავი ის ფუნქცია რაც ბევრ ცნობილ თამაშების კომპანიას აზრადაც არ მოუვიდა რომ გაეკეთებინა.

თამაშის მოდები (მანქანები) შეგიძლიათ გადმოწეროთ ამ საიტებიდან :

streetlegalmods.com გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
vstanced.com გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !
modzona.ru გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !

ამ საიტებზე ასევე ნახავთ თამაშისთვის განკუთვნილ სხვა ბევრ დამატებებს. ესენია : ტრასები, დისკები, ინტერფეისის ტექსტურები და ასე შემდეგ.

ძირითადად რაც უნდა იცოდეთ. მოდების დამატება ხდება შემდეგნაირად :



მანქანები ( მოდები ) უნდა გადაიტანოთ ამ ფოლდერში : C:\Program Files\slrr_by_Jack_V2_pre-release_4\Street Legal Racing Pre-release IV\cars\racers

მანქანის ნაწილები ( ძრავები, დისკები, საბურავები და ა. შ ) უნდა გდაიტანოთ აქ : C:\Program Files\slrr_by_Jack_V2_pre-release_4\Street Legal Racing Pre-release IV\parts

ტრასები კი უნდა გადაიტანოთ მოცემულ ფოლდერში : C:\Program Files\slrr_by_Jack_V2_pre-release_4\Street Legal Racing Pre-release IV\maps\Addon_Maps

მანქანის მართვა დიდი არაფერი არაქვს. მე მანქანის აწყობის პროცესი მიზიდავს ყველაზე მეტად. თან ძალიან ბევრი მოდების დამატებაა შესაძლებელი. დანარჩენი, გემოვნების ამბავია.

ესეც საიტები სადაც წერია ყველა საჭირო კოდი. მე მხოლოდ ფულის მომატებას ვიყენებ.

Street Legal Racing: Redline Cheats
Cheat Codes

კოდების შეყვანა ხდება შემდეგნაირად :





ხშირად დასმული შეკითხვები :

როგორ უნდა გადავიღოთ სურათი SLRR-ში ?

How to take pictures in SLRR

How to Take HQ screenshots

როგორ უნდა გავაკეთო მანქანაზე ნახატები ?

HQ Paintjob Tut
How to make Paintjobs & Decals
Legal Street Racing Tutorial How To Create Paintjob HD
How to Make HQ paintjobs

ზოგიერთ მოდზე დრაივერის ხელები არ ემთხვევა და ამიტომ ჯობია საერთოდ წაშალოთ ის.

ამისათვის გადმოიწერეთ ეს პროგრამა და გადაიტანეთ სათანადო ფოლდერებში ყველა გადმოწერილი ფაილი.

Miscellanious Parts / No driver

როგორ უნდა გადავიტანო ჩემი დისკები თამაშში ? დამწყებებისთვის არ არის !

Street Legal Racing Tutorials / Addon-Rim

კიდევ რამოდენიმე გაკვეთილი :

Analogue Gauge

How to add songs

რაც შეეხება ENB - ს სერიებს ყველაზე მეტად ეს 2 ცალი მომეწონა :

ENB Series Settings for SLRR V7 + New

ENB Series Settings for SLRR V3

ვინც არ იცით რა არის ENB, გეტყვით, რომ ამის დაყენების შემდეგ თამაში გრაფიკა გაუმჯობესდება, რადგან პროგრამა ახდენს ფერების კორექციას.

მთელ ეკრანზე Fullscreen - ზე არ ეშვება თამაში

გადმოწერის შემდეგ თამაშის მთავარ ფოლდერში ნახავთ რეზოლუციის შესაცვლელ პროგრამას, სახელად MWM_Resolution_Changer. აქ თოლიით ( პწიჩკით ) აღნიშნავთ Fullscreen - ს.

გისურვებთ სასიამოვნო გართობას ! smile.gif



--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Rampage
გამოხმაურება Aug 20 2012, 11:04
გამოხმაურება #2


ჩაბერავ? © პატრული
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 1,093
რეგისტრ.: 4-July 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,795




მე აქ ისეთი პიპიები მყაავს...
ეხლა სამსახურში ვარ, სახლში რო მივალ დავდებ სურათებს...


--------------------
Life with Subaru
             Simple and 4WDsome...
Go to the top of the page
 
+Quote Post
Niklolozi
გამოხმაურება Aug 20 2012, 12:14
გამოხმაურება #3


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,115
რეგისტრ.: 28-July 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 254




sti228
აუ ამდენის წერა არ დაგეზარა? laugh.gif

P.S. გრაფიკაში ცოტა მოიკოჭლებს ხო?


--------------------
I'm so JDM I sleep on the right side of the bed.
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 20 2012, 13:11
გამოხმაურება #4


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876




Niklolozi
ციტატა
აუ ამდენის წერა არ დაგეზარა?

P.S. გრაფიკაში ცოტა მოიკოჭლებს ხო?

არა წერა არასდროს არ მეზარება, როცა საქმე ავტო სიმულატორებს ეხება. smile.gif გრაფიკაში თითქმის ყველა სიმი ესეთია. ისეთი გრაფიკა არცერთ ავტო სიმულატორს არ აქვს, როგორიც NFS Shift 2 - ს. სამაგიეროდ იმდენად კარი მართვაა, ფიზიკა, გეიმფლეი და შესაძლებლობები სხვა სიმებში, რომ გრაფიკას აღარც უყურებ. ჩემთვის პირადად გრაფიკა პირველ ადგილზე არ დგას კომპიუტერულ თამაშებში. აი ესეთი გრაფიკა აქვს ENB - ს სეთინგებით.



--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 20 2012, 17:12
გამოხმაურება #5


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876






Live for Speed (LFS) ეს არის რეისის სიმულატორი (racing simulator),რომელიც დაამზადა სამი ადამიანისგან შემდგარმა გუნდმა.მისი წევრები არიან: Scawen Roberts (ფიზიკა-ენჯინი), Eric Bailey (ტრასები და მანქანები) და Victor van Vlaardingen (მუსიკა, ვებსაიტი, რეალიზაცია).Scawen Roberts,Eric Bailey- ორივე წარმოშობით- დიდი ბრიტანეთი (ინგლისი) და Victor van Vlaardingen ნიდერლანდია).მათი ძირითადი მიზანია,რომ მოთამაშემ შეძინოს რეალური სარბოლო გამოცდილება ონლაინ რეჟიმში,(multiplayer) რაც მომავალში მას საშუალებას მისცემს მონაწილეობა მიიღოს (single player-ის) რეისებში ყველა ავტომობილის წინააღმდეგ.მომხმარებლებს შეუძლიათ დააფიქსირონ მათი (საკუთარი) საუკეთესო ტრასის დრო (იგივე hotlap),რომელიც შემდეგ შეიძლება აიტვირთოს (და დაფიქსირდეს) lfsworld.net -ზე hotlap-ის რეჟიმში.გარდა ამისსა მოთამაშეებს შეეძლებათ მიიღონ მართვის მომზადებისგაკვეთილები 'training' რეჟიმში.
LFS მთლიანად გავრცელდა ინტერნეტის საშუალებით.თამაში შეგიძლიათ გადმოწეროთ და დააყენოთ უფასოდ ოფიციალური საიტიდან, (lfs.net) მაგრამ unlocking ყველა მახასიათებლის გახსნა(მანქანების და ტრასების გახსნა) მოითხოვს ლიცენზიის შეძენას.ლიცენზიის შეძენის გარეშე,ის ფუნქციონირებს ისე,როგორც feature-limited demo (შეზღუდული დემო ვერსია).demo ლიცენზიით მხოლოდ ერთი ტრასის და სამი მანქანის გამოყენებაა შესაძლებელი.მანქანები - XRG,XFG,FBM. ტრასა - Blacwood GP.

Releases (რეალიზები)

თამაში განკუთვნილია და დაყოფილია სამ ნაწილად: S1 ლიცენზია (Stage 1), S2 ლიცენზია და S3 ლიცენზია,რომელიც ჯერ არ გამოსულა და მუშაობის პროცესშია (უკვე 2 წელიწადია).ყოველ შემდგომ (მომავალ) ეტაპზე ჩვენ ვხვდებით გაუმჯობესებებს ისეთ სფეროში,როგორიცაა ფიზიკის მოდელი,გრაფიკა და ხმა.ტექნიკური ცვლილებების ყოველი ახალი ეტაპი ხელმისაწვდომი ხდება თამაშის წინა ეტაპებისთვისაც.ეტაპებს შორის ძირითადი განსხვავება მიმდინარეობს ახალი დამატებითი მანქანების და ტრასების მეშვეობით,ამასვე მოყვება მაქსიმალური მოთამაშეების რიცხვის დაკავშირება სერვერთან.
მთლიანი კომერციული სამუშაო LFS S2-ის (alpha ვერსა),დასრულდა 24 ივნისს,2005 წელს.უკანასკნელი patch-ი კი გამოვიდა 17 ივნისს,2011 წელს.S2 ლიცენზიის მფლობელისათვის (S2-ი ლიცენზიის გარდა) თავისუფლად ხელმისაწვდომია S1 და demo ლიცენზიის სერვერები.

Simulation (სიმულაცია)

ამ ყველაფერთან ერთად,თამაშს გააჩნია კარგი ფიზიკის მქონე ძრავა (Physics engine) რომელიც აღჭურვილია: - საბურავების სიმულაციის,შეჩერების,აეროდინ
ამკის,ტრანსმისიის - რამოდენიმე გადაცემათა კოლოფის ტიპის,კონუსის გადახურების,მანქანის დაზიანეისა და ძრავის გაფუჭების სისტემით.საბურავების მოდელი აღჭურვილია; დინამიური მართვით,ბორბლების ნაკვალევის დატოვებით და დეფორმირების მიღებით.

Gameplay (სათამაშო)

LFS-ის მახასიათებლები მხარს უჭერენ: საჭეებს (Steering Wheels),მაუსებს,კლავიატურებს,ჯოისტი
ებს და Game pad - (ხელის კონტროლერს ვიდეო თამაშებისათვის).
რეისი ან უნდა დასრულდეს,რამოდენიმე წრის შემდეგ,ან უნდა გაგრძელდეს გარკვეული დრო,რომელიც დამოკიდებულია რბოლის ხანგრძლივობაზე.თამაშში არსებობს მანქანაში საწვავის ჩასხმა და საბურავების გამოცვლა გარაჟებში და შუა რეისის დროს შესვლა (pit stops) ბოქსებში შესვლა და ცვლილების განხორციელება.გარაჟის შესახვევში (Pit lane) დაშვებილია სიჩქარე 80 km/h (50 mph) ფარგლებში.ლიმიტის გადაცილებისას ძალაში შევა ჯარიმების მსგავსი ქულები,რომლიც ასევე ჩანს რეალურ ავტოსპორტში,შეჩერება და წასვლა,ანდა საჯარიმო ქულების მიღება.სტარტზე პოზიციას გვიჩვენებს წინა რეისის დამთავრების შემდეგ თქვენი ადგილი,ან კვალიფიკაციის შედეგების ადრეული მოხსნა.
სასწავლო რეჟიმის მოვალეობაა დაეხმაროს მძღოლებს საკუთარი თავის შეცნობაში.ასევე გაკვეთილები ეხმარება დამწყებ რეისერებს მართვის ცოდნის გაღრმავებაში და თითოეული მანქანის მართვის მახასიათებლების გაეცნობაში.გაკვეთილები მოიცავენ საგნებს,როგორებიცაა:მოხვევის
,მანევრირება და მუხრუჭის კონტროლი.ეწისერმა,რომ ჩააბაროს (გაიაროთ) ეს გამოცდა,ამისთვის საჭიროა დაასრულოს მოცემული გაკვეთილი გარკვეული დროის ფარგლებში, დასახული მიზნების სწორედ გაკეთებით.გაკვეთილები დაწყობილია,როგორც კომპლექტები.თითოეული მანქანის თანმიმდევრობა - ნელიდან სწრაფამდე.თითოეული გაკვეთილი უნდა დასრულდეს სწორედ,რომ შემდეგ გადახვიდეთ მომდევნოებზე,თუმცა მათი დასრულების შემდეგ,არ არის აუცილებელი გაიხსნას მანქანები,ისინი ისე რჩება,როგორც ეს იყო თამაშის დასაწყისში.

Cars (მანქანები)

S2-ი ლიცენზიის (release) დასრულებული ვერსია,გთავაზობთ სულ 21 სხვადასხვა კლასის ავტომობილს.ისინი მერყეობს დამწყები მოთამაშისთვის უფრო შესაფერს მოდელებზე,რომლებიც მოითხოვენ უფრო მეტ მართვის გამოცდილებას,ვიდერე მისი წინამორბედები.არსებობს უფრო ძლიერი სპექტრის ავტომობილები,დაწყებული 100 hp ცხენისძალიდან და დამთავრებული 700 hp-მდე.თამაშში არის გამოგონილი სპორტული ავტომობილები,GT DTM-ის მსგავსი რეისის მანქანები და ასევე გამოყენებული ყოფილი JGTC-სერიის რეალური სამგზავრო მანქანები.მიუხედავად იმისა,რომ LFS-ის სარჩევი (მანქანების არჩევანი) ძირიტადად მოიცავს გამოგონილ ავტომობილებს,მათ ასევე ჰყავთ ხუთი რეალური ოფიციალურად ლიცენზირებული ავტომობილები.

BMW Sauber F1.06
Formula BMW
Formula SAE
Sports car
Volkswagen Scirocco

Tracks (ტრასები)

LFS გააჩნია შვიდი სხვადასხვა სახის გამოგონილი ტრასის ტერიტორია,მათ შორის ერთი თავისუფლად დაფუძნებულია აღმოსავლეთ ცენტრალურ ლონდონის საფუძველზე,ხოლო ერთი კი აიამაიკურ გარემოში (Jamaican surroundings) დაფუძნებული და კიდევ ერთი კიოტოსთან ახლოს (Kyoto, Japan).თითოეულ მათგანს გააჩნია სხვადასხვა კონფიგურაციები და თითოეულ მათგანზე აგრეთვე შესაძლებელია უკუღმა სიარული (drive in reversed) დაყენება (დაკონფიგურება).მთლიანობაში კი არსებობს 54 სახის კონფიგურაციები და მათ შორის სამი (rallycross) ტიპის ტრასები.გარდა ამისა,მომხმარებლებს შეუძლაით შექმნან საკუთარი უბრალო სქემები (layouts),კონუსების და სხვა ობიექტების (autocross editor) რედაქტორის გამოყენებით.ორი (ცარიელი) ავტოსადგომის არსებობა თამაშისთვის სასარგებლოა,რადგან მოთამაშემ შექმნას ამგვარი სქემები.

Intel Racing Tour and V1 Championship

LFS გამოყენებული იყო Intel Racing ტურში,რომლის შეჯიბრი მოეწყო გერმანიაში,2007 წელს.ახალმა BMW Z4 აიღო გამარჯვების მთავარი პრიზი. მადლობა Intel Racing Tour-ს,რადგან ამის შემდეგ BMW Sauber F1-ი დაინერგა თამაშში.
LFS აგრეთვე არის დაკავშირებული V1 ჩემპიონატთან,რომელიც დაიწყო 2008 წელს და ნაჩვენები იქნა დიდი ბრიტანეთის (the United KingdomTV) ტელევიზიაში.V1 ჩემპიონატის კონკურსი მოწყობილი იყო ე.წ. V1 Championship Limited,რომლის მიზანიც იყო აღმოეჩინა: დიდი ბრიტანეთის რეისის ნიჭიერი მძღოლი (racing driver talent).LFS გამოყენებული იქნება,როგორც მძღოლის შერჩევის ნაწილი,გარდა ფიზიკური და ფსიქოლოგიური ტესტირებისა მანამ,სანამ ტესტირებას გაივლიდნენ რეალურ მანქანებზე.თუ წარმატებით გაიარეს (V1 Championship),კანდიდანტი მიიღებს ადგილს სარბოლო გუნდში და სრულად უნდა აიღოს კარიერის ვალდებულება motorsport-ში.
მადლობა ამ თანამშრომლობისთვის V1 ჩემპიონატს,LFS-მა შეიძინა Formula BMW (მანქანის) გამოყენების ლიცენზია და დაეხმარა მანქანის მოდელირებაში (მანქანის თამაშში გადასატანდ).შესაძლებელია თამაშს დაემატოს ტრასა Rockingham Motor Speedway,V1 ჩემპიონატთან დაკავშირების საშუალებით და ეს ტრასა გამოცხადდება S3-ი ლიცენზიის ნაწილად.

Rockingham Motor Speedway



Leipzig Games Convention 2008 and VW Scirocco (Leipzig თამაშები VW Scirocco-ს კონვენცია 2008 წელს)

LFS გამოყენებული იქნა urtle Entertainment და Volkswagen-ის მიერ,რათა ეჩვენებინათ ახალი Scirocco ამ Leipzig თამაშში კონვენციის შესახებ 2008 წელს.კონკურსი გასამართად იყენებს LFS და პრიზად აწესებს ნამდვილ Scirocco-ს მანქანას. Scirocco-ს დასრულება Live For Speed-ში იყო დაგეგმილი 2008 წლის 19 დეკემბერს.თუმცა მისი დასრულება გადაიდო განუსაზღვრელი ვადით,მოულოდნელი შეცდომების გამო.ხოლო უკანასკნელი პატჩი და თავად Scirocco,აიძულებენ LFS-ის გუნდს,გადამუშავების შეჩერების სისტემას.

LFSWorld

LFS-ს აერთიანებს LFSWorld.net-ი,რომელიცაა ამომწურავი სტატისტიკური (statistics) მონაცემების საიტი და მონაცემთა ბაზა online რეჟიმში skin-ების მხარდაჭერით.თითოეული რეისერის ონლაინ რეისის სტატისტიკა თავმოყრილია საიტზე და რათქმაუნდა მათ შორის თქვენი პირადი ერთი წრის საუკეთესო შედი - დრო,წრეების რიცხვი,მანძილის გავლა და ასევე ნაჩვენებია,თქვენი საწვავის ხარჯის ჯამი.მომხმარებლებს,შეუძლიათ ნახონ სხვა რეისერების სტატისტიკური მონაცემები და აგრეთვე ჩამოტვირთონ მათი საუკეთესო დროები.ის აგრეთვე მოიცავს მონაცემთა ბაზის საზოგადოებრივი ჩამოყალიბების გუნდს.გარდა ამისა,არის ოფიციალური მსოფლიო რეკორდი (official world record lap) წრის და დროის ცხრილი,სადაც რეისერებს შეგეძლებათ ატვირტოთ თქვენი საუკეთესო დროები იგივე (hotlaps),რომელიც მოიცავს თითოეულ მანქანას და ტრასას.მომხმარებელს ასევე შეუძლია ატვირთოს ჩვეულებრვი მანქანების skin-ები საიტზე,საიდანაც skin-ები შემდეგ ავტომატურად გადმოიწერება,თუ ეს თამაშის დასჭირდება სხვა მოთამაშეებისათვის.

Reviews and awards (მიმოხილვები და ჯილდოები)

PC Gameworld's 2003 წელის მიმოხილვა Walter Hurdle-ის მიერ Live for Speed S1 გამოიწვია 89% გაცება და განაცხადა,რომ:LFS-ი არის ძალიან ძლიერი სიმულატორი,რომელიც გთავაზობთ გართობასა და მაღალი დონის რეალიზმს ("A very strong simulation that offers fun and a high level of realism").
Justin Kranzl - მან კომპიუტერული ჟურნალში (APC magazine) S1 დასრულებას უწოდა: საუკეთესო PC რეისის სიმულატორი,რაც კი ოდესმე გამოსულა ("the best PC racing simulator ever.")
Pelit magazine's 2004 წლის მიმოხილვა LFS' S1-ის გავრცელება.Mika Äärilä შეაფასა 92/100 და თქვა: ("Saloon cars and meticulous simulation.Absolute cream of the crop.")
Bytesector.com's 2005 წლის მიმოხილვა S2 დასრულება;განაცხადა,რომ: ("Nothing short of going to a track actually compares to the experience. Live for Speed is, by far, the most intense and demanding game I've ever played.")

2005 წელს AutoSimSport-ის ჟურნალმა LFS გადასცა მათი საუკეთესო სიმულატორის ("Best simulation") ჯილდო და Blackhole Motorsports საიტმა მკითხველს ხმის მიცემის უფლება მისცეს,რათა LFS მიეღო შემდეგი ჯილოდები.

BHM "Game of the year" award
BHM "Best multiplayer" award
BHM "Best physics" award

Game Screens - თამაშის სქრინები :























Game Videos - ვიდეოები :















დღეს დღეობით გამოსულია თამაშის ბოლო ვერსია, ეს არის Live For Speed 0.6B. სწორედ ამ ვერსიის დაყენებას გასწავლით და მოკლედ გაგაცნობთ.



ინფორმაცია თამაშზე :

დასახელება : Live For Speed 0.6B Original (full Version)
გამოსვლის წელი : 2011
ჟანრი : Racing/Simulator
შემქმნელი : LFS Studio
გამომცემელი : sti228
ენა : ინგლისური
პლატფორმა : PC
გამშვები : მოყვება

მინიმალური სისტემური მოთხოვნილებები :

ოპერაციული სისტემა : Windows XP,Vista,Windows 7
პროცესორი : Pentium 4
ოპერატიული სისტემა : 256/512BM
ვიდეოკარტა : 64/128 მბ
თავისუფალი ადგილი მყარ დიკზე : 500 მბ

თამაშის შესახებ :

17 ივნისს დეველოპერებმა გამოუშვეს Live for Speed-ის ახალი ვერსია 0.6B, სადაც შესულია მრავალი განახლება და გაუმჯობესება.ახალი საბურავების ფიზიკის მოდელი,ჯერ კიდევ განვითარების პროცესშია,ასე რომ ეს ვერსია ისე,როგორც მისი ყველა წინამორბედი,იყენებს ძველ საბურავების ფიზიკას.თუმცა სხვა ვერსიებისგან განსხვავებით თქვენ აქ ნახავთ,შეჯახების გაუმჯობესებულ სისტემას,თავისუფალი ხედვის მოდს და სხვა მრავალ განახლებას.Live For Speed-ი უზრუნველყოფს მოთამაშეებს რამოდენიმე საინტერესო ფუნქციით,ხოლო მწარმოებლები კი ამ ვერსიაზე არ გაჩერდებიან და კვლავ გააგრძელებენ თამაშზე მუშაობას.

თამაშის ზოგიერთი ახალი განახლება
  1. თავისუფალი ხედვის რეჟიმი და განლაგების რედაქტორი.
  2. გაუმჯობესებულია დაჯახებები ობიექტებთან,ბარიერებთან,მანქ
    ანებთან და ავტოფარეხიდან გასასვლელი.
  3. გახსნილი ტრასის კონფიგურაციები,რომელიც გაძლევთ საშუალებას მართოთ მანქანა ნებისმიერ ადგილას.
  4. თქვენ შეგიძლიათ განათავსოთ 800-მდე ობიექტი და შექმნათ საკუთარი სქემები.
  5. ლურჯი დროშები,კვალიფიკაცია,რეისის პოზიციებზე სიის მხარდაჭერა.
  6. დამატებულია ახალი ფიგურები,ყველა ობიექტი ხელმისაწვდომია ყველა ტრასისათვის.
  7. შეჯახების აღმოჩენის და შეტყობინების გაგზავნა სისტემაში (InSim გავლით)
  8. გრაფიკული ოფტიმიზაცია გაუმჯობესების ფარგლებში.
  9. კიდევ ბევრი სხვა ფიქსაცია და გაუმჯობესება.
დამატებითი ინფორმაცია :

არქივში თამაშთან ერთად მოთავსებულია unlocker-ი და Ip Patch-ი.მათი საშუალებით გახსნით თამაშში მოცემულ ყველა ტრასას და მანქანას.გადმოწერეთ და დააყენეთ თამაში,შემდეგ ამოაარქივეთ (unlocker და Ip Patch) და შემდეგ ყველა ფაილი (unlocker.exe და unlocker.dll,Ip Patch.exe) გადაიტანეთ Live For Speed-ის მთავარ ფოლდერში.ჩართეთ unlocker.exe,დააჭირეთ Unlock Live For Speed და Username-ში და Password-ში შეგვყავს სასურველი ინფორმაცია (პაროლი 8 სიმბოლოზე ნაკლები არ უნდა იყოს). როდესაც ყველა ველს შეავსებთ დააჭერთ "Unlock", შესაბამისად უნდა დაიწეროს "Welcome To Live For Speed S2" (თუ არ ამოაგდო პროცედურას თავიდან იწყებთ). როდესაც გახსნით თამაშს, შეგიძლიათ გამორთოთ და შემდეგ ეტაპზე გადახვიდეთ. ამისთვის ვაჭერთ Patch.exe და ვაჭერთ "Starts", როდესაც დაიწერება "Patching Done" და Exit.

გადმოსაწერი ლინკი : Download LFS 0.6B











თამაშის წინა ვერსია LFS Z28 შეგიძლიათ გადმოწეროთ აქედან : LFS Z28 Original Full Version

ხშირად დასმული შეკითხვები :

საიდან გადმოვწერო სეთაფები ?

http://setupfield.teaminferno.hu/
http://www.setupgrid.net/

საიდან გადმოვწერო ძრავის ხმები ?

Live For Speed Engine Sounds

საიდან გადმოვწერო მანქანის სკინები ?

http://www.bean0.com/
http://www.life4pixel.com/index.php?do=skins
LFS Car Skins

საიდან გადმოვწერო layout - ები ?

http://layouts.500servers.net/
http://www.lfsforum.net/forumdisplay.php?f=27

საიდან გადმოვწერო მოდები ( მანქანები ) ?

http://lfsmodskin.blogspot.com/
http://lfsmods.com/
http://lucas-mods.blogspot.com/
http://www.driftmods.net/forums/ - გადმოსაწერად რეგისტრაცია აუცილებელია !

მოდები უნდა გადაიტანოთ თამაშის მთავარ ფოლდერში : C:\LFS\data\dds და C:\LFS\data\veh. ზოგჯერ სხვა ფოლდერებიც მოყვება და შესაბამის დასახელების საქაღალდეში გადაიტანთ იმასაც.

სკინები უნდა გადაიტანოთ : C:\LFS\data\skins

სეთაფები უნდა გადაიტანოთ : C:\LFS\data\setups

ძრავის ხმები : C:\LFS\data\engine

ლეიოუთები : C:\LFS\data\layout

tweak - ების გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან : http://www.lfs-tweak.com/

შეიძლება კიდევ ბევრი ინფორმაციის დაწერა, თამაშზე, მაგრამ არ გავაგრძელებ. ეს სავსებით საკმარისია. სხვა დანარჩენისთვის google არსებობს. ამ თამაშზე იყო თემა გახსნილი, მაგრამ რომ გადავხედე ორი შეგრძნება გამიჩნდა. ან უნდა მეტირა ან უნდა მეცინა. საბოლოო ჯამში გადავწყვიტე, რომ მეთვითონ თავიდან გამეხსნა ახალი თემა. იმედია მოდერატორები არ მიწყენენ smile.gif


--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaspera
გამოხმაურება Aug 20 2012, 17:20
გამოხმაურება #6


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,824
რეგისტრ.: 24-June 09
მომხმარებელი № 189




კაცურად კოლინ მაკრეი გითამაშია?
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 20 2012, 17:35
გამოხმაურება #7


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876




kaspera
გააჩნია რომელზე ამბობ ? 04 ?


--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
kaspera
გამოხმაურება Aug 20 2012, 17:48
გამოხმაურება #8


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 4,824
რეგისტრ.: 24-June 09
მომხმარებელი № 189




თუნდაც

Live for Speed

არვიცი მე ამ თამაშს კარგს ვერ ვუწოდებ
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 20 2012, 18:55
გამოხმაურება #9


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876




kaspera
ციტატა
Live for Speed

არვიცი მე ამ თამაშს კარგს ვერ ვუწოდებ

ე. ი არკადები მოგწონს და არა სიმულატორები. Colin McRae rally ერთ - ერთი მათგანია. ისეთი დეველოპერები როგორიცაა Codemasters პატივს არ ვცემ, მარტო საკუთარი ჯიბეების გასქელებაზე რომ ფიქრობენ.


--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
Drifter_Silvia
გამოხმაურება Aug 20 2012, 22:16
გამოხმაურება #10


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 11,230
რეგისტრ.: 23-October 10
მომხმარებელი № 1,548




სერვერი მე მაქვს და როცა გინდათ ვითამაშოთ wink.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
altezza
გამოხმაურება Aug 21 2012, 00:08
გამოხმაურება #11


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 590
რეგისტრ.: 12-September 10
მომხმარებელი № 1,399




ძაან მაგარი სიმულატორია. შემიძლა ვთქვა საუკეთესოა!! მაგრად დავუმუღამე პროსტა კაი ხანია აღარ მითამაშია. მერე გავიხსენებ და მოვცხოთ ვისაც გინდათ
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 22 2012, 19:24
გამოხმაურება #12


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876












კიდევ ერთი თამაშის კარგი ვერსია : SLRRMWM2011 - The Compilation STAGE1


--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 22 2012, 07:56
გამოხმაურება #13


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876




პირველად საქართველოში Live for Speed Tbo class ჩემპიონატი
იგი შედგება 15 ეტაპით . მონაწილეებთა რაოდენობა 20.
და რაც ყველაზე მთავარია, იქნება საპრიზო ფიონდი
ეხლა აგიხსნით რას ნიშნავს ეს ფონდი
ყოველ ეტაპზე მონაწილე ვალდებულია მიზერი თანხა გადაიხადოს
რომ იყოს დაშვებული ეტაპზე ( სავარაუდოდ 1 ლარიდან 5 ლარამდე
ამ მხრივ გაკოკითხვა ტარდება ჩვენ გვერდზე : http://www.facebook....Georrgia?ref=hl
. ნუ დავუშვათ ყველანი შევთანხმდით 5 ლარზე ... მაშინ ეს გამოვა
15 X 5 = 75 ლარი და რადგან 20 მონაწილეა 75 X 20 = 1500 ლარი
ეს გადანაწილდება შემდეგნაირად

1 ადგილი 750 ლარი
2 ადგილი 450 ლარი
3 ადგილი 300 ლარი.

წესები უკვე დაწერილია ... თარიღები უკვე შედგენილია
თქვენ თუ გსურთ მიიღოთ მონაწილეობა ამ ჩემპიონატში
გთხოვთ მოიწონოთ გვერდი : http://www.facebook.com/LfsGeorrgia
შემდეგ გადახვიდედ გვერდზე EVENTS და მანდ დაადასტუროთ

ვისაც გინდათ მიიღეთ მონაწილეობა smile.gif


--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 23 2012, 09:49
გამოხმაურება #14


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876






თამაშის შესახებ :

Rfactor-ი არის სარბოლო სიმულატორი,რომელიც გამოვიდა 2005 წლის ნოემბერში. თამაში შემუშავებულია Image Space Incorporated (ISI)-ის მიერ. Rfactor-ი მუშაობს gMotor2-ის ძრავაზე, რომელიც წარმოებულია ასევე ISI-ის მიერ. gMotor2 ძრავა ასევე გამოიყენებოდა ბევრ Simbin - ის თამაშები, მათ შორის, GT Legends, GTR (სერია) და სხვა Race-ის სერიებში. სიმულატორის სლოგანია, (Customize. Control. Connect.) (დააყენე, მართე, ჩაერთე). თამაში გვაძლევს იმის საშუალებას, რომ დავამატოთ მანქანები და ტრასებიები. სწორედ ამის გამო, rFactor - ი გახდა ყველაზე მასშტაბური თამაში მსოფლიოში. დღესაც თამაშს უამრავი მომხმარებელი ჰყავს ჩემი ჩათვლით.

დამატებითი ინფორმაცია თამაშზე შეგიძლიათ ნახოთ ამ ლინკებზე :

rFactor English
rFactor Russian

Rfactor-ის ოფიციალური ვებ გვერდი : http://rfactor.net/

თამაშის შესახებ :

დასახელება : rFactor Original
გამოსვლის წელი : 2009
ჟანრი : Racing/Simulator
ენა : English
გამშვები : მოყვება

სისტემური მოთხოვნილებები:

ოპერაციული სისტემა : Windows XP,Vista,7
პროცესორი : 1.9Ghz
ოპერატიული მეხსიერება : 256Mb
ვიდეოკარტა : 64/128Mb

თამაშიის გადმოსაწერი ლინკი Rfactor გადმოწერის შემდეგ გახსენით პროგრამა DAEMON Tools და დააყენეთ. თამაშის დაყენების შემდეგ გადმოწერეთ Crack-ი (არქივს მოყვება Trainer-იც, რომელიც დაგეხმარებათ ყველა მანქანის და ტრასის გახსნაში) : Download Crack And Trainer თუ მხოლოდ Crack-ს გადააწერთ თამაშს, მაშინ ზოგიერთ მანქანას ძრავის ხმა აღარ ექნება, ამიტომ Crack-ის შემდეგ გადმოწერეთ Patch-ი: Download Full update incl sounds ფაჩის არქივიდან ყველა ფაილი უბრალოდ თამაშის ფოლდერში გადაიტანეთ და თუ მოგთხოვათ თავზე გადააწერეთ. მხოლოდ ამის გაკეთების შემდეგ გადააწერეთ თამაშს კრეკი ! როდესაც ამას მორჩებით, თამაშში დაგჭირდებათ ფულის და ამასთან ერთად ყველა მანქანის და ტრასის გახსნა. ამისათვის აკეთებთ შემდეგს:

Unlock money and much cars

Gaining a lot of money and all cars with ease
In the main menu, pick any of the two race car classes and once you do that, go to Control and start a testing run. Doesn't matter what track you select. In the menu where you actually debrief everything, you'll see a chatbox on the lower left of the menu. In that box, type ISI_BABYFACTORY (All caps) and send it, then exit the race. Once you do, you'll see that you're left with way more money (Around 1-2 billion depending on which class you selected) and most, if not all of the cars, unlocked.

მანქანების და ტრასების გახსნა უფრო რომ გაგიადვილდეთ გადახედეთ ამ ლინკს Money Cheat to purchase cars or upgrades

ScreenShoots - სურათები :













Videos - ვიდეოები :









დამატებითი ინფორმაცია :

ბევრმა ადამიანმა ეს თამაში დაიწუნდა იმის გამო,რომ არ აქვს მაუსით მართვა,მაგრამ დღეს ამის გაკეთება უკვე ძალიან მარტივადაა შესაძლებელი. (უბრალოდ მიყევით ვიდეოს) Mouse steering in rFactor

Don't have G27 for rFactor gaming? Check this out!



თამაშის მოდებს და ტრასებს რაც შეეხება,მათი უმრავლესობა თავმოყრილია ერთ საიტზე www.rfactorcentral.com (გადმოსაწერად საჭიროა რეგისტრაცია)

მოდების და ტრასების დაყენების Tutorial-ი.

მოდის ან ტრასის გადმოწერის შემდეგ ამოაარქივეთ ფაილი ფოლდერად.შემდეგ ამოარქივებული ფოლდრში მოცემლი საქაღალდეეები სათითაოდ გადაიტანეთ თამაშის მთავარ ფოლდერში და გადააწერეთ იგივე სახელის საქაღალდეს. მაგალითად: Sounds-ის ფოლდერი თამაშის Sounds-ის ფოლდერს.

ტრასები მოთავსებულია ამ ფოლდერში Rfactor/Gamedata/Locations
მოდს კი რამდენიმე ფოლდერი აქვს ესენია Rfactor/Rfm/gamedata/vehicles/Sounds და კიდევ სხვები.

Rfactor-ის ონლაინში თამაში შესაძლებელია პროგრამა Hamachi -ით.
ესეც ლინკები სადაც გარკვევით არის ახსნილი,როგორ ითამაშოთ Rfactor-ი ონლაინში.

rFactor LAN with Hamachi Guide
rFactor Hamachi Tutorial

ესეც საჭეების დაყენების სეთინგები: Logitech G25 And G27

ხშირად დასმული შეკითხვები :

1) Skin-ები რომელ ფოლდერშია მოთავსებული?
Gamedata/Vehicles/მოდის სახელი/მანქანის სახელი/ .dds ფაილები არის სკინების ფაილები

2) Setup-ებთან რამოდენიმე კითხვა.რომელია სეთაფების ფოლდერი?როგორ გავგზავნო და მივიღო?როგორ შევცვალო Setup?
Rfactor/Userdata/შენი სახელი/settings/ტრასის სახელი რომლის სეტაპიც გინდა, მაგრამ მანდ შენ თვითონ თუ არ შეინახე არაფერი არ დაგხვდება თავიდან, setup ის გაკეთებას რაც შეეხება თამაშის დროს უდნა დაანასტროიკო მანქანა, Garage ში რო არის general და ეგენი აი მანდედან.
არის რამოდენიმე ტუტორიალი ასევე http://simracing.at.ua/forum/5-8-1 აგერ არის ქართულად ძირითადი, და პადვესსკას და სხვა დანარჩენს რაც შეეხება აგერ ინგლისურად ყველაფერია http://www3.sympatico.ca/cbarnett/SetupMatrix.html
ასევე შეიძლება სადმე იშოვო თვითონ მოდისთვის განკუთვნილი სეტაპები ინტერნეტში მაგრამ რამდენად გამოგადგება ეგ სხა საქმეა, ხო და ყველა მოდს თავისი სეთაპი ჭირდება კიდე.

3) კითხვა გამეორებასთან დაკავშირებით.ყველაფერი როგორ გავაქრო? ნორმალური სურათი რომ გადავიღო?
instant replay ს გულიისხმობ ალბათ, მაგას თამაშის დროს ვერ გააქრობ და მერე რო გამოხვალ მენიუშI შეგიძლია ჩართო რაც დასეივებული გაქვს replay fridge დან და რო ჩართავ მერე enter ით მთლიან ეკრანზე გაიშლება.

4) კამერის დაყენება შემიძლია ნებისმიერ ადგილას?
დააწექით insert და მერე num lock ის კნოპკებით დაარეგულირებ 4 6 2 8 და ეგრეა.

მოდის ან ტრასის გადმოწერის შემდეგ ამოაარქივეთ ფაილი ფოლდერად.შემდეგ ამოარქივებული ფოლდრში მოცემლი საქაღალდეეები სათითაოდ გადაიტანეთ თამაშის მთავარ ფოლდერში და გადააწერეთ იგივე სახელის საქაღალდეს. მაგალითად: Sounds-ის ფოლდერი თამაშის Sounds-ის ფოლდერს.

ტრასები მოთავსებულია ამ ფოლდერში Rfactor/Gamedata/Locations
მოდს კი რამდენიმე ფოლდერი აქვს ესენია Rfactor/Rfm/gamedata/vehicles/Sounds და კიდევ სხვები.

სულ ბოლოს კი თამაში, რომელშიც დაყენებულია დრიფტის მოდი.



Download rFactor + Project D

გისურვებთ სასიამოვნო გართობას !


--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Aug 23 2012, 10:39
გამოხმაურება #15


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




my favorite smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 23 2012, 14:31
გამოხმაურება #16


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876






--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Aug 23 2012, 19:12
გამოხმაურება #17


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




ციტატა(sti228 @ Aug 23 2012, 15:31) [snapback]419275[/snapback]

საღოლ თორნიკეს, კაი გამოდის smile.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 23 2012, 21:27
გამოხმაურება #18


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876




NetDevil
ციტატა
საღოლ თორნიკეს, კაი გამოდის

მართლა კარგი გამოვიდა, უბრალოდ ბევრი რამე აკლია. გვირაბი პიტსტოპი, მაღალი ხარისხის ტექსტურები და შენობები რაც ტრეკზე არის. თან არსად არაა კარგი სურათები ვიზუალურად რომ ვნახოთ გვირაბი და ა. შ. ერთადერთი ოფიციალურ გვერდზეა რამოდენიმე, მაგრამ კარგად არ არის ყველაფერი ნაჩვენები. ვნახოთ, იმედი მაქვს კიდევ იმუშავებს თორნიკე და მეც რაღაც რაღაცეებში მივეხმარები. ძალიან მაგარი ვერ გამოვა, მაგრამ იმედი მაქვს ნორმალური იქნება ასბოლოოდ.


--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post
NetDevil
გამოხმაურება Aug 23 2012, 22:57
გამოხმაურება #19


66
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 2,868
რეგისტრ.: 6-June 09
მდებარ.: რუსთავი
მომხმარებელი № 145




sti228
მე ავდივარ ხშირად ტრეკზე და რა გჭირდებათ მითხარით, ყველაფერს გადავუღებ სურათებს biggrin.gif ონბორდებიც მაქ ტრასის, ერთი გავუგზავნე კიდეც თორნიკეს
Go to the top of the page
 
+Quote Post
sti228
გამოხმაურება Aug 23 2012, 23:26
გამოხმაურება #20


Member
***

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 293
რეგისტრ.: 19-August 12
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 2,876




NetDevil
ტრეკის რუკა აქ ბევრი რამეა : ბოქსები, გვირაბი, ტრიბუნა, Welcome центр და სვანური კოშკი მთლიანად რომ ჩანდეს რამე ეგეთი სურათი რომ იყოს. აქედან ყველა ნუ იქნება, ძირითადად ბოქსები, ტრიბუნა და გვირაბი მაინტერესებს. რამოდენიმე სურათს თუ გადაუღებ ყველა რაკურსით ძალიან დამეხმარები.


--------------------
Facebook Page - https://www.facebook.com/SimRacingGeorgia
Flickr Page - https://www.flickr.com/photos/geosti228/
Go to the top of the page
 
+Quote Post

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge