IPB

გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )

 
Reply to this topicStart new topic
> ხშირად დასმული კითხვები ძრავის ზეთთან დაკავშირებით, FAQ subaru engine oil
bako
გამოხმაურება Feb 11 2011, 18:04
გამოხმაურება #1


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,156
რეგისტრ.: 24-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 44




ხშირი კითქვები ზეთების შესახებ


რომელია საუკეთესო ზეთი სუბარუსთვის? მარტივად რომ ვთქვათ, საუკეთესო ზეთი არ არსებოს. არსებობს სუბარუს ქარხნული და სხვა რეკომენდაციები, რომლებმაც აღიარება ჰპოვა სუბარუს მოყვარულთა შორის, რომელსაც ნამდვილად გაიგებს დაუზარებელი მკითველი. ზოგადად აზრები იყოფა, მაგრამ არსებობს ბრენდები, რომელსაც ყველაზე ხშირად შენიშნავთ სუბარუში:

Motul;
Subaru oil;
Mobil;
Shell;
Redline;
Amsoil;
Castroll;


რა ტიპის და შემადგენლობის ზეთი უნდა გამოვიყენო? უნდა გამოიყენოთ ის, რაც თქვენი მანქანის ტექნიკურ სახელმძღვანელოში არის მითითებული კონკრეტული აგრეგატისთვის.
ჩემი ახალი სუბარუ მოდის შევსებული სპეციალური "აბკატკის" ზეთით? არა, ყველა სუბარუს ძრავებისათვის რომლებიც გამოდის ქარხნიდან გამოიყენება: Nisseki-Mitsubishi M1K 5W-30, “Subaru genuine oil “... და სხვა. შენიშვნა: მწარმოებელი რამდენჯერმე შეიცვალა, მაგრამ სუბარუ ყოველთვის მოიხმარს 5-30 გრეიდის ზეთს, დამზადებულს ჰიდროკრეკინგის მეთოდით, ასევე ნახევრადსინთეტიკური ზეთის მიღების ტექნოლოგიით.


როგორ შევამოწმოთ ზეთის დონე ძრავში? ზეთი უნდა შემოწმდეს თბილ/ცხელ ძრავზე. შესამოწმებლად კარგია ისეთი სწორი ზედაპირები, როგორიცაა ბენზინგასამართი სადგურები და სხვა სპეციალურად გასწორებული სადგომები. შუპზე ორი მცირე ხვრელია, მათ შორის მანნძილი შეადგენს დაახლოებით 1 ლიტრ სხვაობას. ანუ თუ ზეთის დონე აღწევს მხოლოდ ქვედა ხვრელამდე, თქვენ ძრავში ასხია 1 ლიტრით ნაკლები ზეთი მაქსიმუმთან შედარებით.


თუ ვცხოვრობ მაღალმთიან რეგიონში, სადაც ძლიერია ყინვები, საჭიროა თუ არა გამოვიყენო განსხვავებული ზეთი? ან თუ ვცხოვრობ მაღალი ტემპერატურის პირობებში რა ზეთია იდელაური ჩემი ძრავისთვის?
თანამედროვე ზეთები აკმაყოფილებენ ორმაგ სტანდარტებს ტემპერატურისა და სიბლანტის დამოკიდებულებაში, ამიტომაც მათ ქვიათ ყველასეზონური ზეთები. ავტომობილის ტექნიკურ სახელმძღვანელოში მითითებულია API სტანდარტით დაშვებული ზეთბის კლასიფიკაციები, რომელიც დაიცავს თქვენ ძრავს გაუთვალისწინებელი დაზინებისგან. თუ თქვენი ავტომობილი გამოიყენება უდაბნოში, ადგილებში სადაც ძალიან მაღალი ტემპერატურებია, ან ძრავს უწევს მუშაობა განსაკუთრებით მაღალი დატვირთვის პირობებში, შეგიძლიათ გამოიყენოთ ისეთი სიბლანტის ზეთები, როგორიცაა SAE 30, SAE 40, 10w50, 20W50.


რამდენად ხშირად უნდა შევცვალო ზეთი სუბარუს ძრავში? სხვადასხვა ფაქტორების გათვალისწინებით, რაც ცუდად მოქმედებს ძრავის ზეთზე და რაც მრავლადაა საქართველოს პირობებში ზეთის ცვლის ქარხნული ინტერვალი 12500 კილომეტრი უნდა გავანახევროთ და ზეთი ვცვალოთ ყოველ 6000-6500 კმ-ზე. ტურბინიანი ძრავებისთვის სუბარუმ გამოსცა ბიულეტენი, სადაც მიუთითებს, რომ ტურბინიანი ძრავები მუშაობენ დატვიღთულ რეჟიმებში და ზეთის ცვლის ინტერვალი მათთვის არის 6000 კმ. (ასევე არ დაგავიწყდეთ ზეთზე მოქმედი სხვა ფაქტორების გათავლისწინება, რომლებიცაა მტვრიანი ჰაერი, დაბალი ხარისხის საწვავი, ასევე მაღალი დატვირთვები, ხშირი მოკლე გადაადგილებები...). ამონარიდი სუბარუს ოფიციალური ბიულეტენიდან:

„1) Synthetic oil can be safely used provided the viscosity and oil grade classifications as noted in the Owners Manual are used. The oil change interval noted in the maintenance schedule must still be adhered to.
2) Severe Driving Conditions will require the oil change interval to be increased to 3,750 miles or 3.75 months. New for 2008: All turbocharged models are considered to be operated under severe driving conditions and require the oil interval of 3,750 miles or 3.75 months.“


ზეთის ცვლა უფრო ხშირად, ვიდრე ამას მოითხოვს მწარმოებელი, ხომ არ ავნებს ავტომობილს? ამას არავითარი უკუჩვენება არ გააჩნია, პირიქით, ახალი ზეთი არასდროსაა ცუდი ძრავისთვის, უბრალოდ რატომ უნდა შევცვალოთ ის, თუ მას ჯერ არ დაუკარგავს თავისი თვისებები?


ჩემი ძრავი ტურბირებულია, ხომ არ იქნება უკეთესი მასში სინთეტიკრი ზეთის ჩასხმა ტურბინის მეტად მოსავლელად? ვინაიდან სუბარუს ტურბინები ზეთთან გასაგრილებლად მოიხმარენ წყალს, ანუ ძრავის გამაგრილებელ სითხეს, ზეთზს არ უწევს ისეთ რთულ პირობებში მუშაობა, როგორშიც უწევდა ძველი თაობის ტურბინებში მხოლოდ ზეთის გაგრილებით... თუმცა სინთეკიტური ზეთის გამოყენება არასდროსაა ურიგო მეტი დაცულობისთვის.


შემიძლია შევცვალო სინთეტიკური ზეთი ნახევრადსინთტიკურით და პირიქით? დიახ, ეს არ შეუქმნის თვენ ძრავს არანაირ პრობლემას, თუმცა სხვადასხვა მახასიათებლების ზეთების ხშირი ცვლა ერთიმეორეთი არაა რეკომენდირებული.


რა ტიპის ძრავის ზეთები არსებობს დღესდღეობით? აქ არის სამი ძირითადი ტიპი:
1. მინერალური ზეთბი; (არავითარი კავშირი არ აქვს ზეთის სისქესთან, 15W40 შეიძლება იყოს სინთეტიკაც)
2. სინთეტიკური;
3. ნახევრადსინთტიკური, ანუ სინთეტიკური მინარევებისა და მინერალური ბაზის ნარევი. (არავითარი კავშირი არ აქვს ზეთის სისქესთან, 10W40 შეიძლება იყოს სინთეტიკაც და მინერალიც)


არსებობს სხვადასხვა სახის სინთეტიკური ზეთი? დიახ.
1. ჯგუფი III მაღალი ხარისხის, დამუშავებული მინერალური ბაზის ზეთი.
2. ჯგუფი IV არის PAO (polyalphaolefin) დაფუძნებული ზეთი.
3. ჯგუფი V არის ester, polyolester, ან ყველაფერი დანარჩენი რაც აღემატება ხარისხით წინა ჯგუფებს და არ კლასიფიცირდება მათში.


რა განსხვავებაა სინთეტიკურ და სრულად სინთეტიკურ ზეთებს შორის? სინთეტიკური ზეთი შეიძლება შეიცავდეს როგორც 50% სინთტიკურ დანამატებს, ასევე მხოლოდ 10%, არცერთი დებულება და კანონი ამ შეფარდებას არ განსაზღვრავს. სრულად სინთეტიკურიამხოლოდ ის ზეთები, რომლებსაც აწერია 100% synthetic; Fully synthetic


რომელია საუკეთესო ზეთის ფილტრი სუბარუს ძრავისთვის? ზოგადად საუკეთსო ზეთის ფილტრი არის სუბარუს მიერ წარმოებული ორიგინალი ფილტრი, რომელსაც ზეთის გადამშვები კლაპნის სიმძლავრე ზუსტად აქვს მორგებული სუბარუს ძრავებზე. თუმცა არსებობს სხვა ფილტრებიც, რომლებიც აკმაყოფილებენ კლაპნის 1.5-1.8 ატმოსფერო წნევას.


რაც შეეხება ძრავის ზეთი დანამატებს როგორიცაა Muscle, Slick 50, Duralube, STP, Xado, Liqui moly რომლებიც უზრუნველყოფენ ძრავის სიცოცხლის გახანგრძლივებას, კომპრესიის მომატებას და მეტალის აღდგენას. მერწმუნეთ, რთული იქნება მოვძებნოთ ძრავის ზეთის დანამატის მწარმოებელი, რომელმაც არ წააგო საქმე სასამართლოში თუნდაც ამერიკის ფედერალურ სავაჭრო კომპანიასთან. არსებობს ასევე რამდენიმე ავტომოტო ჟურნალი, რომელიც არ ემხრობა ძრავის ზეთში დამატებითი დანამატების შერევას. დანამატების ნდობა და მოხმარება რელიგიურ მრწამსს უტოლდება, ვის როგორ სჯერა...


რაც შეეხება მაგნიტურ კარტერის საცობებს, ასევე მაგნიტებს ზეთის ფილტრზე: ხარისხიან ზეთის ფილტრს შეუძლია გაფილტროს 1 მიკრონის სისქის ნაწილაკები, დიახ, მაგნიტი კარტერზე ან ზეთის ფილტრზე აუცილებლად დაიჭერს სხვადასხვა მეტალებს, რომლებიც ზეთში მოძრაობდნენ, მაგრამ ეს ის ნაწილაკები იქნება, რომლებიც ისედაც დაასრულებდნენ მგზავრობას ზეთის ფილტრის სტრუქტურაში. თუმცაძრავისთვის არავითარი ზიანი ასეთი სახის საცობებს ან ხვიებს არ მოაქვთ.


სხვადასხვა სასარგებლო სტატიები და დისკუსიები ზეთების შესახებ:

Engine Oil Bible http://www.carbibles.com/engineoil_bible.html
The Oil FAQ http://faq.f650.com/FAQs/OILFAQ.htm
Motor Oil Myths http://www.nordicgroup.us/oil.htm
автомасло, все о масле http://avtomaslo.com


სუბარუს სერვისის წიგნიდან ამოღებული ინფორმაცია ზეთის მოთხოვნების შესახებ.



Uploaded with ImageShack.us

ეს პოსტი დავწერე იმიტომ, რომ ვერსად ვნახე რეკომენდაციები, დახასიათება და მოთხოვნები ძრავის ზეთებთან დაკავშირებით, ვფიქრობ ბევრ ადამიანს გამოადგება მომავალში;

თუ რამე შეცდომას ნახავთ არ შემჭამოთ, მითხარით და ჩავასწორებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post
xrinco
გამოხმაურება Feb 11 2011, 18:14
გამოხმაურება #2


XRINCO
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 5,687
რეგისტრ.: 28-December 09
მდებარ.: tbilisi
მომხმარებელი № 669




საღოლ ძმაო wink.gif თუმცა ხადოსთან დაკავშირებით არ გეთანხმები. მაგას ის აძაგებს ვისაც არ ჩაუსხია. მე პირადად ვისაც ვიცნობ რომ ჩაასხა ყველა კმაყოფილია. მათ შორის მეც. ამ თემაზე საუბარი კი სურვილის მიხედვით შეგვიძლია აქ http://mysubaru.ge/forum/index.php?showtopic=2429&hl=
Go to the top of the page
 
+Quote Post
ratikobaxa
გამოხმაურება Feb 13 2011, 17:35
გამოხმაურება #3


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 7,270
რეგისტრ.: 12-October 09
მდებარ.: RUSTAVI
მომხმარებელი № 466




Respect!!!!!!!!!!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gianni
გამოხმაურება Feb 13 2011, 20:56
გამოხმაურება #4


რანერისტი...
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,990
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარ.: Erbil, Iraq
მომხმარებელი № 215




აქვე დავწეროთ რომელი ძრავისთვის რომელია რეკომენდირებული:

მაგალითად:
ტურბინიანი ძრავი 100K მდე გარბენით----
ტურბინიანი ძრავი 100Kზე მეტი გარბენით----
უტურბინო იაპოშკები დაბალი
უტურბინო მაღალი გარბენით

და ასშ .... (5-30,5-40,10-40)?????


--------------------
Allahu Akbar

الله أكبر
Go to the top of the page
 
+Quote Post
SUB 300
გამოხმაურება Feb 13 2011, 21:20
გამოხმაურება #5


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,360
რეგისტრ.: 3-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 60




Gianni

ზეთი უნდა შეარჩიო მატორის მდგომარეობის მიხედვით და იმის მიხედვით თუ როგორ აბაროტზე ამუშავებ ძრავს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gianni
გამოხმაურება Feb 13 2011, 21:23
გამოხმაურება #6


რანერისტი...
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,990
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარ.: Erbil, Iraq
მომხმარებელი № 215




SUB 300
ციტატა(SUB 300 @ 13th February 2011 - 22:20) [snapback]231552[/snapback]
ზეთი უნდა შეარჩიო მატორის მდგომარეობის მიხედვით და იმის მიხედვით თუ როგორ აბაროტზე ამუშავებ ძრავს

ხოდა მირჩიეთ რაააა sad.gif

უტურბინოა, 76K პრაბეგით და 3000K ზე მეტს არ ვატრიალებ sad.gif


--------------------
Allahu Akbar

الله أكبر
Go to the top of the page
 
+Quote Post
SUB 300
გამოხმაურება Feb 13 2011, 21:24
გამოხმაურება #7


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Club member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 8,360
რეგისტრ.: 3-May 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 60




ციტატა(Gianni @ Feb 13 2011, 22:23) [snapback]231554[/snapback]
SUB 300

ხოდა მირჩიეთ რაააა sad.gif

უტურბინოა, 76K პრაბეგით და 3000K ზე მეტს არ ვატრიალებ sad.gif

ამოდი ხვალ ბოქსეში და მოუსმინოთ ძრავს
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gianni
გამოხმაურება Feb 13 2011, 21:29
გამოხმაურება #8


რანერისტი...
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,990
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარ.: Erbil, Iraq
მომხმარებელი № 215




ციტატა(SUB 300 @ 13th February 2011 - 22:24) [snapback]231555[/snapback]
ამოდი ხვალ ბოქსეში და მოუსმინოთ ძრავს

ვიყავი გუშინ, ცოტა ადრე მომივიდა და არავინ იყო. სამშაბათს 6-ისკენ არავინ იქნება ხომ? sad.gif სამსახურის პონტში სხვა დროს ვერ ვახერხებ sad.gif თუ იქნებოდა ვინმე შევცვლიდი ბარემ ზეთსაც და ფილტრებსაც smile.gif


--------------------
Allahu Akbar

الله أكبر
Go to the top of the page
 
+Quote Post
FEOLA
გამოხმაურება Feb 13 2011, 21:52
გამოხმაურება #9


GURU SUBAROID
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 10,619
რეგისტრ.: 30-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 53




Gianni

დაურეკე და დაგხვდებიან ბიჭები!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post
Gianni
გამოხმაურება Feb 13 2011, 22:05
გამოხმაურება #10


რანერისტი...
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 6,990
რეგისტრ.: 8-July 09
მდებარ.: Erbil, Iraq
მომხმარებელი № 215




ციტატა(Vajika @ Feb 13 2011, 22:52) [snapback]231564[/snapback]
Gianni

დაურეკე და დაგხვდებიან ბიჭები!!!

ოკ მადლობა.
უკვე შევთანხმდითსავით, ხვალ იქ ვარ!


--------------------
Allahu Akbar

الله أكبر
Go to the top of the page
 
+Quote Post
bako
გამოხმაურება Feb 13 2011, 22:18
გამოხმაურება #11


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,156
რეგისტრ.: 24-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 44




კიდე გავაკეთებს სტატიის პონტში, პროსტა აქ არ დაწეროთ რა ჩავასხაო, გასპამდება
Go to the top of the page
 
+Quote Post
zimbo
გამოხმაურება Feb 14 2011, 09:00
გამოხმაურება #12


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 7,890
რეგისტრ.: 15-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 19




bako
საღოლ, კაი საქმე წამოიწყე.
ყველას ვთხოვ ეს თემა არ გააოფოს. დაპოსტოს მხოლოდ თუ ბაკოს დაწერილში ან შეცდომას იპოვის ან რაიმე დამატებითი ინფო აქვს.
მოდერს ვთხოვ წაშალოს ზედმეტი პოსტები, რათა ეს თემაც ზეთების გარშემო გახსნილი უამრავი თემასავით წასაკითხად გამოუსადეგარი არ გახდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post
PAINKILLER
გამოხმაურება Feb 14 2011, 10:27
გამოხმაურება #13


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




ტურბინიანი მყავს 172.000 გარბენით და ვასხავ მოტულის V300-ს, არასოდეს ამიკანკალდება ფეხი გაზზე დადგმის დროს biggrin.gif




საქართველოში ყველაზე ოპტიმალური ზეთი არის 5W40, უზრუნველყოფს ძრავის დაზეთვას -20 გრადუსიდან +40 გრადუსამდე. თუ უფრო დაბალ ან უფრო მაღალ ტემპერატურაზე გიწევთ მანქანის გამოყენება, ესე იგი თქვენ საქართველოში არ ცხოვრობთ biggrin.gif


--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post
shalva90
გამოხმაურება Feb 14 2011, 13:14
გამოხმაურება #14


Subaroid
*****

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 369
რეგისტრ.: 21-January 10
მომხმარებელი № 749




2001 წლიან ამერიკულ ფორესტერზე რომელი ზეთი იქნება რეკომენდებული? გარბენი 120.000 მილი, მადლობა წინასწარ
Go to the top of the page
 
+Quote Post
bako
გამოხმაურება Feb 14 2011, 16:40
გამოხმაურება #15


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,156
რეგისტრ.: 24-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 44




აუ ხო გთხოვეთ არ დაწეროთ თქვენი მოსაზრებები თქო, პეინა სუბარუსგან განსხვავებით ფიქრობს, გრაფაში სულ სხვა რამე წერია და ხატია. ეს თემა არაფრით იქნება განსხვავებული მეორე ზეთების თემისგან სადაც ბარდაგია სერიოზული, კაცი ვერ გაიგებს რალურად რის რეკომენდაციას იძლევა სუბარუ.

მოდერ, გაწმინდე რა
Go to the top of the page
 
+Quote Post
PAINKILLER
გამოხმაურება Feb 14 2011, 17:03
გამოხმაურება #16


STI-444
**********

ჯგუფი: Moderator_!!!
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 32,417
რეგისტრ.: 1-May 09
მდებარ.: თბილისი
მომხმარებელი № 57




ციტატა(bako @ Feb 14 2011, 16:40) [snapback]231930[/snapback]
აუ ხო გთხოვეთ არ დაწეროთ თქვენი მოსაზრებები თქო, პეინა სუბარუსგან განსხვავებით ფიქრობს, გრაფაში სულ სხვა რამე წერია და ხატია. ეს თემა არაფრით იქნება განსხვავებული მეორე ზეთების თემისგან სადაც ბარდაგია სერიოზული, კაცი ვერ გაიგებს რალურად რის რეკომენდაციას იძლევა სუბარუ.

მოდერ, გაწმინდე რა

სუბარუსგან განსხვავებით რას ვფიქრობ? smile.gif 5W30-ზე რომ არ ვაფანატებ? biggrin.gif

არ ვარგა ეგ 5W30 ჩვენს პირობებში და თუ FAQ ჰქვია ამ თემას, იყოს ფაქი და არა "სუბარუს + ბაკოს რეკომენდაციები":)


და სუბარუს რეკომენდაციებსაც ბოლომდე უნდა დაწერა და არა სანახევროდ:


• If vehicle is used in desert areas with very high
temperatures or for other heavy duty applications,
the following viscosity oils may be used:
API classification: SL, SJ or SH
SAE Viscosity No.: 30, 40, 10W-50, 20W-40, 20W-
50


--------------------
ST///G

Crazy Monster Wagon
Go to the top of the page
 
+Quote Post
bako
გამოხმაურება Feb 14 2011, 20:31
გამოხმაურება #17


Honorary Subaroid
*******

ჯგუფი: Member
ნიკის ჩასმა
ციტატა
გამოხმაურებები: 3,156
რეგისტრ.: 24-April 09
მდებარ.: Tbilisi
მომხმარებელი № 44




5-30 40 გრადუსამდე ქაჩავს სუბარუს თქმით, 40 სისქე კიდე უფრო ზემოთ.

განსაკუთრებულ შემთხვევებზეც მიწერია, არ წაგიკითხავს ალბათ.

ზეთზე კი არ უნდა აფანატებდე, რეალობას უნდა ხედავდე. თორე რაც არ უნდა გაგიკვირდეს მეც 5-40 მისხია smile.gif

მაქსიმალურად ვეცადე რო მიკერძოებული არ ყოფილიყო ეს თემა და მგონი არც არის არანაირად ჩემი აზრი ვინმეზე მოხვეული
Go to the top of the page
 
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული მომხმარებელი)
0 მომხმარებელი:

 





Recomended: Subaru-Motors.ge