![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Junior Member ![]() ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 20 რეგისტრ.: 8-July 10 მომხმარებელი № 1,240 ![]() |
Dagger GT
Tech Specs: Top Speed: 483 Km/h; Acceleration: 1.7 sec; Power: 2000 BHP; Torque: 2710 Nm; Engine: V8, 9.4 TT Liters; Price: 450 000 USD; ამერიკულმა ფირმა TranStar Racing-მა შეიმუშავა ახალი სუპერ ქარი - Dagger GT. მანქანაზე ცნობილი ამერიკელი დიზაინერები და კონსტრუქტორები მუშაობდნენ, რომლებსაც რბოლებში მონაწილების დიდი გამოცდილება აქვთ. General Motors-ის 9.4 ლიტრიან V8 ძრავზე მუშაობდნენ Nelson Racing Engines-ის სპეციალისტები, რომლებსაც უკვე ჰქონდათ გამოცდილება Mosler Red Devil-ის 1800 ცხ/ძ-იანი ძრავის შექმნის. Dagger GT-ის შასი შექმნილია უძლიერესი სპეც რკინის გამოყენებით - ქრომმოლიბდენი, რომელზეც დამაგრებულია კომპოზიტური მასალების ნაწილები. ამერიკელები აღნიშნავენ, რომ ავტომობილის საკვანძო დეტალების შექმნისას გამოიყენეს მრავალი ავიაციური და კოსმოსური ტექნოლოგიები. აღსანიშნავია, რომ TranStar Racing-ი ბევრ საკითხთან დაკავშირებით კონსულტაციებს NASA-სთან გადიოდა. ძრავი განთავსებულია უკანა ხიდის წინ. მანქანაზე აყენია 6 საფეხურიანი სიჩქარეთა კოლოფი. ძრავი, რომელიც გამოიმუშავბს 2000 ცხ/ძ-ს და 2710 ნმ მაბრუნებელ მომენტს, მუშაობს საწვავის სპეციალურ ნაზავზე - სარბოლო ბენზინი, მეთანოლი და ეთანოლი. აღსანიშნავია ასევე Twin Turbo-ს სისტემაც. Dagger GT-ს აჩქარება 100 კმ-მდე ახერხებს 1.7 წამში და მაქსიმალური სისწრაფე შეადგენს 483 მკ/სთ-ს. შემქმნელების განცხადებით, თუ ავტომობილს მაქსიმალურ სიმძლავრეზე იმუშავებს საწვავის ბაკს დაცლის 6 წუთში. TranStar Racing გეგმავს ავტომობილის სამი ვერსიის გამოშვებას: სარბოლო (უშუალოდ ტრეკისთვის), საერთო მოხმარების ზებისთვის და ლუქს ვერსია. საბაზო ფასი $450 000 იქნება. პირველი ეგზემპლარები უკვე 2011 წელს გამოვა, ამასთან დაგეგმილი 5 ავტომობილიდან 3 უკვე გაიყიდა. 2012 წელს კიდევ 10 ავტომობილი გამოვა. სურათი 1 სურათი 2 |
|
|
![]() ![]() |