![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,230 რეგისტრ.: 23-October 10 მომხმარებელი № 1,548 ![]() |
კვირას, 10 ივლისს, შსს-ს მომსახურების სააგენტოს ტერიტორიაზე, რუსთავში, გაიმართება სამოყვარულო შეჯიბრი წყვილთა რბოლაში. შეჯიბრი დაყოფილია სამ კლასად: FWD (წინა წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები), RWD (უკანა წამყვანი თვლებით აღჭურილი ავტომობილები) და AWD (ოთხი წამყვანი თვლებით აღჭურვილი ავტომობილები). შეჯიბრზე დაშვებულია ნებისმიერი ტიპის-მარკის ავტომობილები (მათ შორის საქართველოს ეროვნული საავტომობილო ფედერაციის ტექნიკური კომისიის მიერ გაცემული ტექპასპორტის მქონე ავტომობილები). თითოეულ კლასში (FWD, RWD, AWD) მონაწილეები დაწყვილდებიან კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით (საუკეთესო დროის მქონე ავტომობილი შეხვდება ყველაზე ცუდი დროის მქონე ავტომობილს და ა.შ. მაგ. რვა ავტომობილის შემთხვევაში პირველი-მერვე, მეორე-მეშვიდე და ა.შ.).
თითოეულ კლასში (FWD, RWD, AWD) კვალიფიკაციის შემდეგ დარჩება მხოლოდ რვა მონაწილე (სულ 24 მონაწილე სამივე კლასში). რომლებიც დაწყვილდებიან 4 ჯგუფად თითოეულ კლასში, სადაც გამოვლინდებიან გამარჯვებულები. სამივე კლასიდან პირველ და მეორე ადგილზე გასული მონაწილეები (6 მონაწილე) და დარჩენილი სამი მესამე ადგილოსანიდან ორი საუკეთესო დროის (კვალიფიკაციის შედეგების მიხედვით) მქონე მონაწილე ასპარეზობას განაგრძობენ სუპერ ფინალში. სუპერფინალში მონაწილეთა დაჯგუფება მოხდება საკვალიფიკაციო გარბენის დროს ნაჩვენები შედეგების მიხედვით (საკვალიფიკაციო გარბენი მთელი შეჯიბრის განმავლობაში იქნება ერთი). შეჯიბრზე აკრძალულია სპორტული ან ნახევრად სპორტული საბურავის გამოყენება. შეჯიბრი დაიწყება 15:00 საათზე. მონაწილეთა რეგისტრაცია (30 GEL) მოხდება შაბათს, 9 ივლისს, 19:30-დან 21:30 სათამდე რესპუბლიკური საავადმყოფოს ავტოსადგომზე. შეჯიბრის ორგანიზატორია საქართველოს ავტომობილისტთა კლუბი (GAC) www.gac.ge ტრასის ნახაზს დავდებ უახლოეს მომავალში. |
|
|
![]() ![]() |