![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]() ![]()
გამოხმაურება
#1
|
|
Newbie ![]() ჯგუფი: Newbie ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 5 რეგისტრ.: 4-January 12 მომხმარებელი № 2,432 ![]() |
მოგესალმებით ყველას და მოგილოცავთ ახალ წელს, მრავალს დაესწარით
![]() თავიდანვე ვიტყვი, რომ სუბარუსა და ფორესტერის დიდი მცოდნე არა ვარ. ამტომაც მჭირდება თქვენი დახმარება. მყავს 1997 წლის გამოშვების ოპელ ფრონტერა (2,2 ლ ძრავით, მექანიკა, 5 კარიანი). მინდა შევცვალო ახლით. თავიდანვე ვიტყვი, რომ არ მიყვარს მანქანის ტარების აგრესიული ფორმა. მანქანა ძირითადად ოჯახისათვის მჭირდება, ქალაქგარეთ გასასვლელად და ზაფხულში ზღვაზე გასასეირნებლად - ანუ ეკონომიური და კარგი გამავლობის მქონე. დიდი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე ფორესტერის შეძენა. ჩემი აზრით ჩემთვის ოპტიმალური მანქანა ასე გამოიყურება: სუბარუ ფორესტერი - 2003 წლიდან - 2.0 ლ ძრავი - მექანიკა - მარცხენა საჭე (ქარხნული) - გავლილი უნდა ჰქონდეს არაუმეტეს 100000 კილომეტრისა (65000 მილი) მაქვს შემდეგი შეკითხვები: - რა დაჯდება ასეთი მანქანა; - ნორმალური ტარების შემთხვევაში ზემოთ აღნიშნული ტიპის მოდელს როგორი წვა ექნება (ქალაქი/შერეული/ტრასა); - სავალი ნაწილების გამძლეობის შეფასება; - ხშირად საცვლელი ნაწილები რაა ფორესტერში და შეძლებისდაგვარად რა ღირს; - ფორესტერის ნაწილების მაღაზია არის თუ არა თბილისში; - ზემოთ აღნიშნული მოდელის მახასიათებელი როგორია - მოდების სახე (სრული 50/50 ან სხვა), აქვს თუ არა უკანა თვლების ბლოკირება (ავტომატური თუ ხელით ჩასართავი); - და საერთოდ იქნებ დამიწეროთ მექანიკას მაქსიმალურად რა „ნავაროტები“ მოჰყვება ხადავოის ნაწილში. სალონის ნავაროტები არ მაინტერესებს, ვიცი რომ მაგნიტოფონი ყველას აქვს ![]() ძალიან ბევრი რამე კი დავწერე, მაგრამ ეს იმიტომაა, რომ არ მიყვარს გაუაზრებელი ქმედებები (ვის უყვარს როო ). წინასწარ გიხდით მადლობას დახმარებისათვის ![]() |
|
|