![]() |
გამარჯობათ ! ( შესვლა | დარეგისტრირება )
![]() |
![]()
გამოხმაურება
#1
|
|
![]() GURU SUBAROID ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ![]() ჯგუფი: Member ნიკის ჩასმა ციტატა გამოხმაურებები: 11,230 რეგისტრ.: 23-October 10 მომხმარებელი № 1,548 ![]() |
///5 მაისს, რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის (იგივე ავტოდრომის, იგივე RIM-ის) ტერიტორიაზე საქართველოს BMW-ს კლუბი (იგივე BMW Club Georgia) საქართველოს საავტომობილო სპორტის ასოციაციის (იგივე სსსა, იგივე GASA) ეგიდით ხსნის სამოყვარულო შეჯიბრების სეზონს...
პირველ საერთაშორისო ღონისძიებას გთავაზობთ "აჩქარება 402 მეტრზე" (იგივე Drag Racing) სახეობაში... ზემოთ შეგიძლიათ აირჩიოთ თუ როგორ გსურთ კლასების გადანაწილება (რისი გათვალისწინებაც მოხდება)... სრულ ინფოს სპონსორებით და პარტნიორებით მოგაწვდით 1 კვირაში... ნებისმიერ დაინტერესებულ კომპანიას თუ ინდ. მეწარმეს შეუძლია შეგვეხმიანოს +74 714 741 გიგი ტუღუში. სასტარტო შენატანი: BCG კლუბის წევრი - 40 GEL ადრეული რეგისტრაცია - 50 GEL გვიანი რეგისტრაცია - 60 GEL 22 - 28 აპრილი - ადრეული რეგისტრაცია / 29 აპრილი - 4 მაისი - გვიანი რეგისტრაცია *** შეჯიბრის დღეს რეგისტრაცია არ იქნება. მათთვის ვინც ქალაქგარეთაა მოხდება ან ადგილების დაჯავშვნა ზემოთმითითებულ ნომერზე ან ჩარიცხავენ ფულს კონკრეტულ ანგარიშზე... (გავარკვევთ ამასაც 1 კვირაში) არავის წამოცდეს რამე სასტარტოს სიძვირეზე )) რომ იცოდეთ რამდენს ვიხდით ელემენტარულად ავტოდრომის მთელი დღით აღებაში + ორგანიზების ხარჯები... )) კოეფიციენტებს მალე შემოგთავაზებთ... (გთხოვთ თქვენც შემოგვთავაზოთ მისაღები კოეფიციენტების ვარიანტები) სტუმრებს რა თქმა უნდა დიდი ინტერესით ველით და იმედია არ შევრცხვებით... სუპერ ფინალი იქნება ღამის ავტოდრომზე... ღონისძიება იქნება გაფორმებული Drift-ის და შოუს ელემენტებით... ღონისძიებაზე შემოსვლის ფასი - 5 ეროვნული (შედის პარკინგი) შეჯიბრში მონაწილე და 1 დამხმარე ადამიანი არ იხდის შემოსვლის 5 GEL-ს... ვიღებთ ნებისმიერ იდეებს და შემოთავაზებებს უახლოესი 1 კვირის განმავლობაში. წარმატებები ყველას თქვენი მხეცუკების მომზადებაში და გელით ყველას ამ დიიიიიიდ ღონისძიებაზე!!! )) <BMW-ს კლუბის და რუსთავის საერთაშორისო მოტორპარკის ადმინისტრაცია> |
|
|
![]() ![]() |