სუბარუს ძრავები

აპრილი 28th, 2009

2-dzძრავა ავტომობილის გულია, მაგრამ იდეალური სატრანსპორტო საშუალების შექმნისას სიმძლავრესთან ერთად სხვა მახასიათებლებიცაა გასათვალისწინებელი.
SUBARU-ს ინჟინრებმა არჩევანი ძრავის სასარგებლოდ გააკეთეს, რაც უზრუნველყოფს მათი ავტომობილის მთელ რიგ უპირატესობებს სხვა ავტომობილებთან შედარებით. ეს სისწრაფეში და ფუნქციონალურ თვისებებში გამოიხატება. BOXER  სისტემის ძრავების ჰორიზონტალურ-ოპოზიტური კონსტრუქცია უზრუნველყოფს ყველა მექანიზმის სტაბილურად დაბალანსებულ მუშაობას. ერთმანეთის შემხვედრად მოძრავი დგუშების სისტემა არეგულირებს ანთების კამერებში წარმოშობილ ვიბრაციებს. მათი განლაგება, ოპტიმალური კომპაქტური ფორმა საშუალებას იძლევა შემცირდეს ძრავის ზომები, სიმძლავრის დაკარგვის გარეშე. ძრავის და მთლიანად ავტომობილის სიმძიმის ცენტრი მნიშვნელოვნადაა გადატანილი ქვევით, რაც ხელს უწყობს ავტომობილის მდგრადობის გაზრდას დიდი სიჩქარით მანევრირებისას. გაუმჯობესებული სტაბილიზაციის გამო ავტომობილი სწრაფად აღიდგენს თავის კურსს საჭის მკვეთრი მობრუნების შემდეგ. ძრავის ვიბრაციის შემცირების გამო სალონი უფრო კომფორტული და უხმაურო ხდება, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ხანგრძლივი მოგზაურობისას. მძღოლი ნაკლებადაა დატვირთული და შეუძლია მთელი გულისყური ავტომობილის მართვაზე ჰქონდეს გადატანილი. ძრავის სიმძლავრე ისეა გათვლილი, რომ
SUBARU-ს მოდელის ნებისმიერი ავტომობილი დამაჯერებლად გადაადგილდებოდეს როგორც ხშირი მოულოდნელი სიტუაციების მქონე ქალაქის ინტენსიურ ნაკადებში, ასევე ქალაქგარეთა დასახლებებში, სადაც მნიშვნელოვანია არა სიჩქარე, არამედ გამწევი ძალა.
1-dz SUBARU-ს ჰორიზონტალურ-ოპოზიტური ძრავა ავტომობილის სრული კონტროლის საშუალებას იძლევა ნებისმიერ სიტუაციაში.  SUBARU-ს ძრავა ადასტურებს ამ ოჯახის ნებისმიერი ავტომობილის სპორტულ ხასიათს და წარმოაჩენს მთელ თავის შესაძლებლობებს. SUBARU-ს ავტომობილების დინამიკა ცნობილი სარბოლო ტრეკების მკაცრ ბატალიებშია შემოწმებული. ასეთ შეჯიბრებებში კი მონაწილეობას იღებდნენ ფირმის მიერ მისი არსებობის განმავლობაში გამოშვებული სულ სხვადასხვა მოდელები. თქვენი ავტომობილი ყოველ წამს მზადაა რეაგირება მოახდინოს თქვენს სურვილზე სიჩქარის გასაზრდელად.
იაპონური საავტომობილო მრეწველობის კონცერნები ყოველთვის დიდ ყურადღებას აქცევდნენ თავიანთი ავტომობილების ძრავების ეკოლოგიურ მახასიათებლებს. უნიკალური კონსტრუქცია საშუალებას იძლევა საწვავის ხარჯვის გადიდების გარეშე გაიზარდოს ძრავების შესაძლებლობები, ამასთან მინიმუმამდე შემცირდეს მომწამვლელი ნივთიერებებისა და გაზების გამონაბოლქვი. ამ მხრივაც SUBARU-ს ავტომობილები მოწინავეთა რიგებშია და მათი სრულყოფა გრძელდება.

A