სუბარუს დაბადება

აპრილი 28th, 2009

ცხოვრება სავსეა სიტუაციებით, როცა სხვადასხვა შემთხვევა გასაკვირ გავლენას ახდენს ადამიანების, ზოგჯერ კი მთელი ქვეყნების ბედზე.
ახალგაზრდა იაპონელი ინჟინერი ჩიკუჰეი ნაკაჯიმა, რომელმაც 1917 წელს საკუთარი კვლევითი საავიაციო ლაბორატორია ჩამოაყალიბა, ვერც კი წარმოიდგენდა, რომ ისტორიაში შევიდოდა როგორც შესანიშნავი კომპანიის შემქმნელი. კომპანიისა, რომელიც SUBARU–ს მარკის ავტომობილებს აგებს.
ლაბორატორია გაიზარდა და 1932 წელს მის საფუძველზე წარმოიქმნა კომპანია Nakajima Aircraft Company, რომელიც აგებდა ხომალდებს სამოქალაქო და სამხედრო ავიაციისათვის. მის მფლობელს სურდა ემუშავა თვითმფრინავების აგებაზე და დიდი წარმატებებიც ჰქონდა ამ მიმართულებით, ვიდრე მეორე მსოფლიო ომი გაჩაღდებოდა.
ომმა კარდინალურად შეცვალა მისი ცხოვრება და ბიზნესი.
იაპონიის დამარცხების შემდეგ ავიამშენებლობა, ისევე როგორც მრეწველობის მრავალი სხვა დარგი, ღრმა დეპრესიაში აღმოჩნდა. ქვეყანას უფლება ჰქონდა ჩამორთმეული ჰქონოდა საკუთარი საჰაერო ფლოტი, ამიტომ საჭირო შეიქნა მოძებნილიყო განვითარების ახალი სფეროები. კომპანიამ რეორგანიზაცია განიცადა და გარდაიქმნა მსხვილ კონცერნ Fuji Sangyo Co. Ltd-დ, რომელიც სახალხო მოხმარების პროდუქციას აწარმოებდა და ემსახურებოდა სხვადასხვა დარგების საჭიროებებს. Fuji Sangye Limited –ის თორმეტი განყოფილება უშვებდა პროდუქციის ფართო სპექტრს, მოტოროლერების და მოტორიანი ნავების ძრავებიდან დაწყებული და სარკინიგზო ვაგონებით დამთავრებული.

1950 წელს Fuji Sangyo დაიყო 12 პატარა დამოუკიდებელ კორპორაციად, რომელთაგან ექვსი 1953 წელს კვლავ გაერთიანდა ბრენდ Fuji Heavy Industries Ltd  სახით. ახალ ფირმას ხელმძღვანელობდა პრეზიდენტი კენჯი კიტა, რომელიც არის ავტორი დასახელებისა SUBARU.
კომპანიის ლეგენდის მიხედვით, სახელი SUBARU ჰქვია ვარსკვლავთა გროვას ვერძის თანავარსკვლავედში.სწორედ მათგან ექვსი ყველაზე კაშკაშა შეადგენს SUBARU-ს ემბლემას.

subaru-p1

კენჯი კიტამ ეს სახელი შეურჩია თავის პირველ ავტომობილს, სამგზავრო ავტომობილ Р-1 –ის პროტოტიპს, რომელიც 1954 წელს ააწყეს. ეს მოდელი სერიულად ვერ გამოუშვეს, საყოველთაო აღიარება კი სუბარუმ მხოლოდ ოთხი წლის შემდეგ დაიმსახურა, როცა გამოუშვეს მცირელიტრაჟიანი, ოთხადგილიანი და ორ კარიანი SUBARU 360.

360

ავტომობილი ნამდვილი ჰიტად, იაპონურ სახალხო ავტომობილად იქცა, რომელმაც რამდენჯერმე განიცადა მოდიფიკაცია და თორმეტი წლის განმავლობაში აწყობდნენ.  SUBARU -ს აწყობის ხარისხი და სამომხმარებლო მახასიათებლები ისე მოეწონათ იაპონელებს, რომ ისინი სიამოვნებით ყიდულობდნენ კომპანიის ყველა მომდევნო მოდელსაც.

subaru-1000
მე-20 საუკუნის ბოლომდე SUBARU–ს კონვეიერებიდან ჩამოვიდა ამ ფირმის 11 მოდელის ავტომობილები, რომელთაც დაიპყრეს არა მარტო იაპონიის და მეზობელი აღმოსავლეთის ქვეყნების, არამედ შორეული საზღვარგარეთის ქვეყნებიც. ამერიკელ მომხმარებლებს შესთავაზეს მათი ბაზრისათვის ადაპტირებული SUBARU XT

subaruxt3-vi

ევროპაში შეუჩერებლად იზრდებოდა მათი სხვა მოდელის, Legacy-ს გაყიდვები

usdm_side-1

ამჟამად მთელს მსოფლიოში, მათ შორის საქართველოშიც, იყიდება სხვადასხვა კლასის, სპორტული, საოჯახო ავტომობილები.