სუბარუ DAKAR-2010-ზე

იანვარი 6th, 2010

გაბრიელ პოცო - “მზად ვარ ჩემს თავთან და ბუნებრივ სტიქიებთან ბრძოლისათვის”

untitled-1

„მინდოდა შემეგრძნო ეს ყველაფერი“ ბოლო 12 წლის განმავლობაში გაბრიელ პოცო უამრავი რალის მონაწილე გახლდათ. მან 2007 წელს N4 ჩემპიონატის მოგებაც კი შეძლო, მაგრამ დაკარი რჩებოდა ამოუხსნელად. მისი პოტენციალის გათვალისწინებით გაბრიელმა გადაწყვიტა 2009-ში მოესინჯა ბედი. „მე არასოდეს მიმიღია ამსიგრძე რბოლაში მონაწილეობა. ვერ წარმომედგინა თუ რა იყო რბოლა რომელიც 3 დღეზე მეტს გასტანს“. მეშვიდე ადგილზე დასრულებულმა რბოლამ იგი წელში არ გატეხა და პირიქით, იგი კიდევ ერთხელ მიიღებს დაკარის გამოწვევას, მაგრამ უკვე მეტი დამაჯერებლობით: ხანგრძლივი მოსამზადებელი პერიოდი, ახალი მანქანა და ორი ახალი შტურმალით. „სუბარუ, რომლითაც ვაპირებთ გამოსვლას მომზადებულია ბარატეროს გუნდის მიერ არგენტინაში და ეს გარანტიაცაა თავისებური. მარტინ ზარაგაზა გამოცდილი შტურმალია რომელიც აქამდე გამოდიოდა ნელსონ ბენიტესის გვერდით.“

2

ჯერ მიზნების გაცხადებამდე პოცო მუშაობს ტესტირების რეჟიმში და გადის ათასობით კილომეტრს თავის სუბარუსთან ერთად. გუნდის მომავლის გრძელვადიანი გეგმა უკვე გაწერილია. ფაქტია რომ ყველაფერი რბოლისას გაირკვევა და სუბარუ მზადაა ნებისმიერი გუნდის წინასწარ გაცხადებულ ამბიციებს ცივი წყალი გადაავლოს, ხოლო პოცოს შარშანდელი აღმოჩენა რომ დაკარი ბრძოლაა მხოლოდ საკუთარ თავთან და ბუნებრივ სტიქიებთან, კიდევ უფრო მეტ დამაჯერებლობას მატებს მთელ გუნდს.

1

ავტომწარმოებლებს, რომლებიც ამ შემოდგომაზე ახალი ჰიბრიდული მოდელების სიმრავლით სამყაროს შეძვრას აპირებენ არ ჩამორჩა Subaru და შექმნა გენიალური კონცეპტი Hybrid Tourer Concept, რომელსაც 24 ოქტომბერს ტოკიოს ავტოსალონზე წარადგენს.
Read more »

toyota-subaru-rwd-sports-cars-for-2011-with-boxer-engines-car-news_cd_articlesmall

ოქტომბერში Subaru და Toyota ტოკიოს საერთაშორისო გამოფენაზე პირველ ერთობლივ მოდელს წარადგენენ.

subarufr500


Read more »

benzes430

Subaru-ს მარკის ავტომობილების მწარმოებელმა კომპანიამ Fuji Heavy Industries Ltd. ახალი მოდელების- Legacy და Outback-ის ევროპული პრემიერის შესახებ განაცხადა. საპრემიერო ჩვენება ფრანკფურტის ავტოსალონზე 2009 წლის 17 - 27 სექტემბერს შედგება.
Read more »

0

ოფიციალური ინფორმაციით, კომპანია Subaru-მ ჰეჩბეკის შემსუბუქებული ვერსია Impreza WRX STI Spec C წარმოადგინა, რომელიც რალის N ჯგუფის ავტომობილების მოსამზადებლად შეიქმნა.
Read more »

untitled-21

ყველაფერი დაიწყო დილით.


Read more »

SUBARU COUPE

ივლისი 27th, 2009

subaru_impreze_sti_main05

ბოლო ათწლეულში ორადგილიანი Subaru Impreza, როგორც მძლავრი STI მოდელის ლიმიტირებული ვერსია რამდენიმე ქვეყანაში გაიყიდა და საბოლოოდ ეს აქცია MY01 Impreza -ს გამოჩენით დასრულდა. სერიულად კი 1990 წლის შემდეგ Subaru-ს ორკარიანი Impreza არ გაუყიდია, თუმცა ბოლო ინფორმაციის თანახმად 2010 წელს გაიყდვაში გამოვა ახალი AWD კუპეს ტიპის ძარით.
Read more »

24-საათიანი რბოლისთვის მომზადებული Subaru Impreza WRX STi
კომპანია Subaru-ს ფოტოები

011


Read more »