შანხაის ავტოსალონს რომელიც 20 აპრილს გაიხსნა სრულიად სამართლიანად შეიძლება ეწოდოს კლონების გამოფენა. ავტოსალონის გახსნის მოახლოვებასთან ერთად მსოფლიო პრესაში ჭარბად გაჩნდა ცნობები ჩინელი ავტომეკობრეების “წარმატებების”  შესახებ. შანხაიში საზოგადოებამ იხილა Subaru forester-ის (გინდ დაიჯერეთ გინდ არა)  ბოლოს წინა მოდელის ორეული. ამჯერად თავი გამოიჩინეს “ამხანაგებმა”  ნაკლებცნობილი ფირმიდან Yema auto. მეტყევის ასლი მათ SQJ6451 ინდექსით წარადგინეს.
მიუხედავად იმისა, რომ მანქანის პრეზენტაცია ამ დღეებში მოხდა, მისი შეძენა 60 000 იენად ($8000) უკვე შესაძლებელია. ჩინელებმა მაქნანა Toyota–სგან ნასესხები ორგვარი ძრავით აღჭურვეს (1,5ლ 97 ცხ.ძ და 1,7ლ 130 ცხ.ძ), რომლებიც Euro-4 ნორმებს აკმაყოფილებს. ფასის შესაბამისად ჩინელი “მეტყევე”  სრული ამძრავით და ავტომატური გადაცემათა კოლოფით თავს ვერ მოიწონებს, მაგრამ ამის გამოსწორება ჩინელებს არ გაუჭირდებათ, მათ ხომ ქურდობა მსოფლიოში ყველაზე კარგად ეხერხებათ.

china-subaru