კომპანიამ 2009 წლის ნიუ იორკის საერთაშორისო ავტოსალინზე 2010 სამოდელო წლის Subaru Outback-ის განახლებული მოდელი წარადგინა. ეს სიახლე ბოლო მოდელთან შედარებით მაღალია, აქვს უფრო დიდი თვლების ბაზა და უფრო ფართო ძარა.
საერთოდ ახალი Subaru Outback საშუალებას იძლევა წინასწარ გავაკეთოთ დასკვნები, დაახლოებით როგორი დიზაინი ექნება ახალი თაობის Forester–ს და Tribeka-ს
ავტომობილს უფრო დიდი და მოცულობითი იერი აქვს. ასევე იქმნება შთაბეჭდილება რომ ის გამავლობით დღემდე შექმნილ SUV–ს აჯობებს. ამ დასკვნის გაკეთების უფლებას მანქანის საგზაო ჭრილი იძლევა, რომელიც 220მმ-ს შეადგენს.
პრეს-რელიზის თანახმად ამერიკული ბაზრისთვის განკუთვნილი Subaru Outback 2010 დაკომპლექტდება 2,5 ლ 4 ცილინდრიანი ძრავით, რომლის სიმძლავრეა 170 ცხ.ძ და სრულიად ახალი 6 ცილინდრიანი აგრეგატით, მუშა მოცულობით 3,6ლ და სიმძლავრით 256 ცხ.ძ

outbackf34-1

outbackint-2

outbackprofile-3